"სუონსის" ამჟამად ალან კერტისი ხელმძღვანელობს
"სუონსის" კაპიტანი ეშლი უილიამსი ამბობს, რომ თავს უხერხულად გრძნობს გარი მონკის მოხსნის მერე და ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს, მისი თამადობით, მოთამაშეებმა მწვრთნელი დააღალატეს. როგორც იცით, მონკმა "თეთრ გედებში" 11 წელი გაატარა, თავიდან ფეხბურთელის რანგში, ხოლო 2014 წლის დასაწყისიდან მწვრთნელის ამპლუაში. შესაბამისად, მასსა და უილიამსს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ.

"ეს ძალიან მძიმე დღეები და პერიოდია. არც ერთ ადამიანს და ფეხბურთელს არ ვუსურვებდი იმავეს გამოვლას. ჩვენ ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით და ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ. ყოველდღიურად ვსაუბრობდით და ვფიქრობდით, რა შეიცვალა სეზონის სტარტთან შედარებით და რატომ აღარ გამოგვდიოდა ძველებურად თამაში. სამწუხაროა, რომ სხვა გამოსავალი ვერ მოიძებნა" - თქვა უილიამსმა.

თავად მონკი ყოფილ გუნდს წარმატებებს უსურვებს და პარალელურად, ახალ სამსახურს ეძებს. როგორც ირკვევა, იგი უცხოეთში მუშაობაზეც არ იტყვის უარს. პირიქით, მონკი დიდი სიხარულით შეხვდა გარი ნევილის "ვალენსიაში" დანიშვნას და აღნიშნა - იმედია, ეს ბრიტანელ სპეციალისტებს ევროპის სხვა ქვეყნებში ფანჯარას გაუჭრისო.

დევიდ მოიესმა "სოსიედადში" წარმატებით ვერ იმუშავა და ვერც ნევილმა დაიწყო "ვალენსიაში" შთამბეჭდავად, მაგრამ მონკს მისი ეიმედება.

"სუონსის" თავმჯდომარე ჰიუ ჯენკინსი კი არგენტინაშია მარსელო ბიელსასთან მოსალაპარაკებლად. ცხადია, არიან სხვა კანდიდატებიც.

თუმცა, შესაძლოა, შეთანხმების მიღწევა და გადაწყვეტილების მიღება მომავალ უქმეებამდე ვერ მოესწროს და ამ შემთხვევაში გუნდს ისევ ალან კერტისი უხელმძღვანელებს. გასავრდნ ზონასთან მიახლოებული "სუონსი" კვირას "ლიბერთი სტედიუმზე" "ვესტ ჰემს" მასპინძლობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..