NBA: გუშინ მთავარი მოვლენა "ლეიკერსისა" და "ბოსტონის" - 16-გზის ჩემპიონების 17-გზის ჩემპიონებთან დაპირისპირება იყო

"სტეიპლზ ცენტრში" "ლეიკერსისა" და "ბოსტონის" დაპირისპირება გუშინდელი დღის მთავარი მოვლენა იყო: 16-გზის ჩემპიონები 17-გზის ჩემპიონების წინააღმდეგ. ამ მატჩს არერთი ინტრიგა ჰქონდა: გუნდები შარშან ფინალურ სერიაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, ბოლო სამი ტიტული გაიყვეს ერთმანეთში...

მატჩის დებიუტი "კელტებს" დარჩათ. სანამ კობი ბრაიანტი ორი პერსონალურით სათადარიგოთა სკამზე იჯდა, "სელტიქსმა" გაქცევა მოაწყო და კომფორტული უპირატესობით დაწინაურდა. მხოლოდ მეორე მეოთხედის შუაში გამოსწორა თამაში მოქმედმა ჩემპიონმა. ლამარ ოდომის მოედანზე შესვლამ და ბრაიანტის შედეგიანმა თამაშმა დიდი შესვენებისთვის "ლეიკერსს" მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული უპირატესობა მოუტანა.

თუმცა შესვენების შემდეგ სურათი მთლიანად შეიცვალა. თამაში კობისა და "ბოსტონის" დუელად გადაიქცა. ბრაიანტი მართლაც შეუდარებელი იყო, მაგრამ მისი მონდომება მასპინძლების დაცვაში ცუდმა გააბათილა - პოლ პირსი, ნეიტ რობინსონი და რეი ალენი ნებისმიერი პოზიციიდან აგდებდნენ. ბოლო მეოთხედში არაფერი შეცვლილა. ბრაიანტის პარტნიორებს ისევ არაფერი გამოსდიოდათ. განსაკუთრებით ეს პაუ გასოლზე ითქმის. სიმართლე ითქვას, გაუგებარი იყო - რატომ აჩერებდა მოედანზე ფილ ჯექსონი ესპანელს, რომელსაც ბურთი უვარდებოდა ხელიდან. "სელტიქსმა" იგრძნო, რომ მეტოქე განწირული იყო, კიდევ უფრო მოუმატა და თავის საძულველ მეტოქეს მორიგი გაკვეთილი ჩაუტარა.

მატჩის სურათს კარგად ასახავს სტატისტიკა: "ბოსტონმა" თამაშიდან ტყორცნების 60.3 პროცენტი გამოიყენა, 34 შედეგიანი პასი და 43 მოხსნა გააკეთა. "ლეიკერსის" ანალოგიური მაჩვენებლები იყო: 44.4 პროცენტი, 10 და 30. "ლეიკერსიდან" რამდენიმე კალათბურთელს საშინელი ინდივიდუალური სტატისტიკა ჰქონდა. მაგალითად, რონ არტესტმა თამაშიდან 10-ჯერ ისროლა და ერთი ჩააგდო. ბევრით ვერაფრით გამოირჩნენ ენდრიუ ბინუმი და გასოლი, რომლებმაც ერთად 23 ქულა და 13 მოხსნა დააგროვეს და თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცეს კევინ გარნეტსა და გლენ დევისს.

ბრაიანტმა 41 ქულა დააგროვა და ამის წყალობით კარიერაში 27 ათას ქულას გადააჭარბა. ახლა "შავი მამბას" მონაგარი 27 013 ქულაა და ამ მაჩვენებლით NBA-ის ისტორიაში მერვე ადგილზეა.

მწყობრში ჩადგა "მაიამი ჰიტის" "დიდი ტრიო" და ფლორიდელებმა სტუმრად რთული მეტოქე - "ოკლაჰომა" დაამარცხეს. თუ წინა დღეს "დეტროიტის" წინააღმდეგ ლებრონ ჯეიმსი მარტო იბრძოდა, ახლა კი მის გვერდით იყვნენ დუეინ უეიდი და კრის ბოში და საქმე ოდნავ უკეთ წავიდა.

პირველ მეოთხედში მეტოქეებმა საერთოდ დაივიწყეს დაცვა და შეტევით თამაშში რთული იყო რომელიმე გუნდისთვის უპირატესობის მინიჭება. თანაბარი თამაშის მიუხედავად, "დიდი ტრიო" თავს უფრო კომფორტულად გრძნობდა, რაც არ არის გასაკვირი - მეორე მეოთხედის შუიდან მეოთხე მეოთხედის შუამდე "ოკლაჰომას" ლიდერმა კევინ დურანტმა თამაშიდან ვერცერთი ტყორცნა ვერ ჩააგდო.

სანამ "დურანტულა" საკუთარ თავს ებრძოდა, რასელ უესტბრუკი ორი კაცის საქმეს აკეთებდა "თანდერის" ახალგაზრდა გამთამაშებელი ფლორიდელთა ნამდვილ თავსატეხად იქცა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ სამი მეოთხედის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო - 85:85. ყველაფერი თავიდან დაიწყო და თავდაპირველად "მაიამი" გაიჭრა წინ - საფინალო სირენამდე 5 წუთითა და 50 წამით ადრე სტუმრები 98:90-ს იგებდნენ. მაგრამ ამას მოჰყვა მასპინძელთა 13:4 გაქცევა და "ოკლაჰომას" წინ გასვლა - 103:102. "ჰიტმა" შემდეგივე შეტევაში უპასუხა - ლებრონის პასით სამქულიანი ჰაუსმა ჩააგდო. დურანტმა ანგარიშის გათანაბრება სცადა, მაგრამ ააცილა, ბურთი უეიდმა მოხსნა და მასზე დაჯარიმდნენ. "ფლეშმა" პირველი საჯარიმო ჩააგდო, მეორე ააცილა, მაგრამ აქაც იღბალი "მაიამის" მხარეს აღმოჩნდა - მოხსნისთვის ბრძოლისას ბურთმა კოლისონისგან დატოვა მოედანი, რის გამოც "ოკლაჰომას" პრაქტიკულად დრო აღარ დარჩა თამაშის გადასარჩენად.

"კლივლენდ კავალიერზის" საშველი არ არის. გუშინ ლებრონ ჯეიმსის ყოფილმა გუნდმა ორი საკლუბო ანტირეკორდი დაამყარა. "ორლანდოსთან" დამარცხების შემდეგ "კავალერების" წაგებათა სერიამ 20 მატჩს მიაღწია, გარდა ამისა, გუშინდელი მარცხი 30-ე იყო "კლივლენდისთვის" ბოლო 31 მატჩში.

ოკლაჰომა-მაიამი 103:108

38:35, 23:29, 24:21, 18:23

ო: დურანტი (33+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), გრინი (23+11 მოხსნა), უესტბრუკი (21+10 პასი), კუკი (13).

მ: უეიდი (32+9 მოხსნა), ჯეიმსი (23+13 პასი+4 ჩაჭრა), ბოში (20+7 მოხსნა).

ლეიკერსი-ბოსტონი 96:109

21:22, 33:28, 18:27, 24:32

ლ: ბრაიანტი (41), ოდომი (15+5 მოხსნა), გასოლი (12+7 მოხსნა), ბინუმი (11+6 მოხსნა).

ბ: პირსი (32), ალენი (21), გარნეტი (18+13 მოხსნა+5 პასი), დევისი (13), რობინსონი (11), რონდო (10+5 მოხსნა+16 პასი).

ფილადელფია-დენვერი 110:99

32:34, 22:17, 28:21, 28:27

ფ: იგუოდალა (24+7 პასი), იანგი (21+7 მოხსნა), ბრენდი (15+5 მოხსნა), მიქსი (12), უილიამსი (12), ტერნერი (11+8 მოხსნა+6 პასი).

დ: ბილაპსი (27+5 პასი), სმიტი (23+9 მოხსნა), ნენე (12+6 მოხსნა), ენტონი (12), ლოუსონი (12).

ორლანდო-კლივლენდი 103:87

33:17, 23:26, 23:20, 24:24

ო: ანდერსონი (23+16 მოხსნა), ჰოვარდი (20+20 მოხსნა), ბასი (12+8 მოხსნა), რიჩარდსონი (12).

კ: ჰარისი (20+6 მოხსნა), სამუელსი (16), ჰოლინზი (11).

ნიუ იორკი-დეტროიტი 124:106

30:31, 30:31, 31:29, 33:15

ნ-ი: სტაუდმაიერი (33+6 მოხსნა), გალინარი (29+5 მოხსნა), მოზგოვი (23+14 მოხსნა), ფელტონი (12+5 პასი), ფილდსი (10).

დ: გორდონი (35), პრინსი (16), მონრო (15+17 მოხსნა), მაკგრეიდი (12), ვილანუევა (11).

ფინიქსი-ნიუ ორლეანი 104:102

27:25, 26:28, 35:27, 16:22

ფ: გორტატი (25+11 მოხსნა), ჰილი (16), კარტერი (12), ფრაი (11+8 მოხსნა), ნეში (10+15 პასი+5 მოხსნა), ლოპესი (10+6 მოხსნა).

ნ-ო: პოლი (26+12 პასი), უესტი (17+7 მოხსნა), არიზა (16+7 მოხსნა), ტორნტონი (10+10 მოხსნა), ოკაფორი (10+7 მოხსნა).

გ. სტეიტი-იუტა 96:81

31:25, 18:20, 22:16, 25:20

გ-ს: კარი (27+7 პასი+6 მოხსნა), რაიტი (16), უილიამსი (15), ლი (14+5 მოხსნა), ბიედრინში (11+10 მოხსნა).

ი: ჯეფერსონი (16+14 მოხსნა), კირილენკო (14+9 მოხსნა+5 პასი), მილსეპი (12+6 მოხსნა), ბელი (12).

[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა
[VIDEO] მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - "სან ანტონიო სპურსი" NBA-ის სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] სუპერსერია მეშვიდე მატჩით დასრულდება - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა და
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"ბარსელონას" ოსიმენი შესთავაზეს, მაგრამ..." - "ბლაუგრანამ" ნიგერიელს სხვა თავდამსხმელი ამჯობინა
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
[VIDEO] ლეაომ ჩილელი ფეხბურთელი ნოკაუტში გაუშვა და ორივე გააძევეს
7-ქალამ ალაფა ორი მოგებით გახსნა
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს