მოგეხსენებათ, „არსენალმა“ ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ჰადერსფილდს“ ძნელად მოუგო

მოგეხსენებათ, „არსენალმა“ ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ჰადერსფილდს“ ძნელად მოუგო, მაგრამ ამჯერად სხვა ამბავზე გვინდა თქვენი ყურადღების შეჩერება: დამარცხებული პირველლიგელების ფეხბურთელებმა „მეთოფეთა“ კაპიტანსა და ვარსკვლავს, სესკ ფაბრეგასს პრესაში უსაყვედურეს, ცხვირაწეული კაცი ყოფილა, მატჩის შემდეგ მაისურა ვთხოვეთ და არ გაგვიცვალაო. ამ ბრალდებაზე ესპანელმა ვარსკვლავმა ასე უპასუხა:

„უბრალოდ გაუგებრობაა და მეტი არაფერი. თამაში რომ დამთავრდა ჩემთან „ჰადერსფილდის“ ათი ფეხბურთელი მოვიდა და მაისურის გაცვლა მთხოვა, მე კი მხოლოდ ორი მქონდა. ბუნებრივია, რვა ადამიანი ნაწყენი დამრჩებოდა. მე ამ რვა კაცს დიდ ბოდიშს ვუხდი, მაგრამ მათაც უნდა გამიგონ. სტადიონზე ამდენი მაისურა უბრალოდ არ მქონდა.“

ჯონსონი დაშავდა

„მანჩესტერ სიტის“ გარემარბი ადამ ჯონსონი სერიოზულად დაშავდა - მყესები დაიზიანა. ინციდენტი ხუთშაბათს ვარჯიშზე მოხდა. ისტლენდელთა მწვრთნელის რობერტო მანჩინის სამწუხაროდ, დაზიანებული ადგილის სკანირებამ სწორედ ის გამოავლინა, რისიც იტალიელს ყველაზე მეტად ეშინოდა. მან თქვა:

„ადამი სამი თვით დავკარგეთ. ეს ჩვენთვის დიდი პრობლემაა, რადგან ჯონსონი დიდი ძალაა. ეს ისეთივე ტრავმაა ალექსანდრ კოლაროვს სეზონის დასაწყისში რომ ჰქონდა. სამწუხაროდ, ადამის სტილის სხვა ფეხბურთელი არ გვყავს და, ამდენად, მას ვერ შევცვლით.“

უკვე თებერვალი დაიწყო ანუ, ახლა, ფეხბურთელის სამი თვით გამოკლება იმას ნიშნავს, რომ მას ფაქტობრივად სეზონი უცდება. მანჩინიმ იხუმრა კიდეც, ადამი ფინალისთვის დაგვიბრუნდებაო. ჯონსონი დააკლდება ინგლისის ნაკრების თავკაც ფაბიო კაპელოსაც. ინგლისელთა ეროვნულ გუნდს, მოგეხსენებათ, თებერვალში, კოპენჰაგენში, დანიის ნაკრებთან აქვს სათამაშო, ამაზე მნიშვნელოვანი კი 26 მარტს ევროპის 2012 წლის შესარჩევი მატჩია კარდიფში უელსის ნაკრების წინააღმდეგ.

თქვენ ქალი ხართ, კლოს!

ინგლისში სექსიზმის ნიადაგზე გადაირივნენ: ნოტინგემში, „ნოთს ქაუნთის“ სტადიონ „მიდოუ ლეინზე“, ფეხბურთის ასოციაციის თასზე „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრის დროს, გასახდელების ტერიტორიაზე, უფრო ზუსტად კი გვირაბში ორჯერ არ შეუშვეს ქალბატონი ვიკი კლოსი. ამთავითვე მოგახსენებთ, რომ ქალბატონი კლოსი „სიტის“ კომუნიკაციათა მთავარი თანამშრომელია, რომელსაც პირველ ლიგაში როგორც ჩანს არა, მაგრამ პრემიერლიგაში კარგად იცნობენ და იქ მისთვის ყველა კარი ღიაა. კლოსს, თამაშის წინ, ისტლენდელთა მწვრთნელ რობერტო მანჩინისთან უნდოდა შეხვედრა და მოკლედ გასაუბრება, მაგრამ სტადიონის ადგილობრივმა თანამშრომლებმა ნება არ დართეს - ქალი ხარო. მისი კოლეგა, მედია-ოფიცერი საიმონ ჰეგი იმავე ხალხმა დაუბრკოლებლად გაატარა. იგივე განმეორდა მატჩის შემდეგაც, რის გამოც ახლა კლოსი ჩივილს აპირებს. ის „ნოთს ქაუნთის“ კლუბს სექსიზმში სდებს ბრალს.

ტოტენჰემმა ო’ჰარახურა მოიშორა

„ვულვერჰემპტონმა“ დაადასტურა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ სეზონის დასრულებამდე ნახევარმცველი ჯეიმი ო’ჰარა იქირავა. 24 წლის ფეხბურთელი, რომელსაც თავის დროზე ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებში 7 თამაში აქვს ჩატარებული, ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ვულვზისა“ და „სტოკ სიტის“ შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. ო’ჰარამ ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ხსენებული მატჩის დასრულების შემდეგ მის შესახებ უკვე გამოაცხადეს კიდეც.

გასულ სეზონში ო’ჰარა „პორტსმუთში“ გახლდათ გაქირავებული, რის შემდეგაც „დეზებს“ კი დაუბრუნდა, მაგრამ ზურგის ტკივილის გამო ერთი შეხვედრაც ვერ ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ამ ნახევარმცველის შეძენა „ვესტ ჰემსაც“ სურდა, მაგრამ „ვულვზის“ მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ უფრო იყოჩაღა.

მძვინვარე ჰარი

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავკაცი ჰარი რედნაპი საკუთარ ფეხბურთელებს, განსაკუთრებით კი კაპიტან მაიკლ დოუსონს მოსდგა. მწვრთნელის განრისხების მიზეზი, ალბათ, გასაგებია: „დეზებმა“ ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ფულჰემთან“ 4:0 წააგეს.

დოუსონმა ამ შეხვედრის მე-14 წუთზე მეტოქე წააქცია (მაისურზე დაქაჩა), რისთვისაც პენალტიც დაინიშნა და კაპიტანი მოედნიდანაც გააძევეს. საგულისხმოა, რომ ეს, ამ შეხვედრაში, „ტოტენჰემის“ კარში დანიშნული უკვე მეორე პენალტი იყო.

ბრალი პირველშიც დოუსონს მიუძღოდა - მისი უნიათობის გამო მოუხდა ალან ჰატონს კლინტ დემპსის საჯარიმოში წაქცევა. რედნაპმა თქვა:

„თამაში საშინლად დავიწყეთ. ყველაფერი რასაც მოედანზე ვაკეთებდით ცუდად გვიტრიალდებდა. დოუსონმა ხომ საერთოდ, საშინელი შეცდომები დაუშვა და 14 წუთში ორი გოლი აჩუქა მოწინააღმდეგეს. მაიკლი საკუთარ თავს არ ჰგავდა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მეორე ეპიზოდში მსაჯს ზედმეტი მოუვიდა: პენალტის დანიშვნა და მით უმეტეს წითელი ბარათის ამოღება საჭირო არ იყო.“

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა