სერხიო ტორესი ყურადღების ცენტრში მოხვდა

ამ დღეებში, როდესაც ფერნანდო ტორესის თემამ ინგლისში ბევრი სხვა თემა "ჩაყლაპა", თავი სერხიო ტორესმა წამოჰყო. იცით ვინ არის სერხიო რაულ ტორესი? ეს გახლავთ კონფერენსლიგის გუნდ „ქროული თაუნის“ 27 წლის არგენტინელი ნახევარმცველი, რომელიც ფეხბურთის ასოციაციის თასის მეხუთე ეტაპზე ანუ მერვედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდება. შეგახსენებთ, რომ კონფერენსლიგა პრემიერლიგის დაბლა მეოთხე გახლავთ, ეგრეთ წოდებულ „ნონ ლიგის“ კატეგორიას განეკუთვნება, საიდანაც მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო შეჯიბრების მერვედფინალში ჩვიდმეტი წელიწადია არავინ მოხვედრილა. როდესაც შეიტყო, რომ შემდეგ რაუნდში არც მეტი, არც ნაკლები „იუნაიტედთან“ უწევს შეხვედრა, ტორესმა ისევე, როგოც „ქროულის“ ფანებმა, სიხარული ვერ დამალა:

„კენჭისყრის წინ ისეთი აღელვებული ვიყავი, რომ ჩემს მეგობარ გოგონა ლინას ვთხოვე ქუჩაში სასეირნოდ გამომყოლოდა. თავიდან წილისყრის ტელევიზორში ნახვას არ ვაპირებდი, მაგრამ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, „სონის“ მაღაზიაში შევედი და ვთხოვე ITV-ზე გადაერთოთ. გამყიდველმა ეჭვის თვალით შემხედა, მაგრამ ავუხსენი, „ქროულიში“ ვთამაშობ და მეტოქის გამოცხადებას ველოდები-მეთქი. და როდესაც კალათიდან „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამოგვივიდა, მაღაზიაში ემოციისგან ყველამ ხტუნაობა დაიწყო.“

ბუნებრივია „ქროული თაუნი“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრით სპორტული ჟინის და საფეხბურთო თავგადასავლის გარდა ფულსაც მიიღებს, დაახლოებით მილიონ ფუნტს. კლუბის შეფმა ალან უილიამსმა თქვა:

„ეს ერთი თამაში ჩვენს გუნდს რამდენიმე წლით ყველა საკითხს მოუგვარებს. როდესაც გაირკვა, რომ ჩვენ „იუნაიტედს“ უნდა ვეთამაშოთ, ოფისში ისეთი ღრიალი ატყდა, შენობას ლამის ჭერი აეხადა.“

სასეიროა, რომ „ქროული თაუნს“ ისევე როგორც „მანჩესტერ იუნაიტედს“ მეტსახელად „წითელ ეშმაკებს“ ეძახიან. ამ გუნდმა მერვედფინალს მეორე ლიგის „თორგუეისთან“ 1:0 გამარჯვებით მიაღწია და მარტო ამის გამო მიიღებს ასოციაციისგან 90 ათას ფუნტს.

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ თამაში 19 ან 20 თებერვალს გაიმართება და ამ შეხვედრის შემოსავალს გუნდები თანაბრად გაიყოფენ. სარფს ისიც გაზრდის, რომ „ქროული თაუნს“, ინგლისში, ყველა დროის ყველაზე დიდი „გოლიათთა მკვლელის“ სახელი აქვს გავარდნილი და ამიტომ შეხვედრას ტელევიზიით გადასცემენ. მწვრთნელმა, სტივ ევანსმა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა გათამაშებიდან ჯერ „სვინდონი“ დაიფრინა, მერე „დერბი“ და ახლა „თორგუეი“ იხუმრა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრა მისი მთავარი ოცნება სულაც არ იყო:

„გულაცრუებული დავრჩი. მინდოდა შინ „ლეიტონ ორიენტთან“ გვეთამაშა. ასე ხომ შეიძლება მეოთხედფინალშიც გავსულიყავით... სერიოზულად კი, შინ, შვილებთან ერთად, სიხარულისგან მეც ჭერამდე ვხტოდი. ბედნიერი ვარ ყველა დროის უდიადესი მწვრთნელის გასწვრივ რომ უნდა დავდგე მოედნის კიდესთან. ალბათ, ასეთი შანსი ცხოვრებაში აღარ მომეცემა. ამ ერთი კენჭისყრის წყალობით მსოფლიოში მილიარდობით ადამიანმა გაიგო, რომ არსებობს გუნდი, რომელსაც „ქროული თაუნი“ ჰქვია. ახლა, ჩემს ყველა ფეხბურთელს ამ შეხვედრაში მონაწილეობა მოუნდება, ამისათვის კი ჩვენთან, კონფერენსში უნდა მოიკლან თავი და რაც შეიძლება კარგ ფორმაში შევიდნენ. ასე თუ არ მოიქცევიან, „ოლდ ტრეფორდზე“ ტრიბუნაზე ჯდომა მოუწევთ. ამბობენ იქიდანაც კარგი ხედი იშლებაო.“

კენჭისყრის შედეგს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანი ვარსკვლავი რიო ფერდინანდიც გამოეხმაურა: „ჩვენ „ქროული თაუნი შეგვხვდა - აი, ეს არის ფეხბურთის ასოციაციის თასის ხიბლი, რასაც მსოფლიოში არაფერი შეედრება.“

დანარჩენი გუნდები კი ასე დაწყვილდნენ: „ვესტ ჰემი“ „ბარნლის“ შეხვდება, „მანჩესტერ სიტისა“ და „ნოთს ქაუნთის“ შორის გამარჯვებული „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს, „სტოკი“ „ბრაიტონს“ ელის, „ბირმინგემი“ „შეფილდ უენსდის“, „არსენალი“ იქვე, ლონდონში „ლეიტონ ორიენტთან“ გადაირბენს, „ევერტონი“ „გუდისონ პარკზე“ „რედინგისა“ და „ჩელსის“ გამარჯვებულს, ხოლო „ფულჰემი“ „ბოლტონსა“ და „უიგანს“ შორის გამარჯვებულს დაელოდება.

ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
ოფიციალურად - "ლივერპულმა" მეკარე შეიძინა
პსჟ-მ კიდევ ერთი შემტევი გაყიდა
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
გოგლიჩიძე სერია A-ში გუნდს გამოიცვლის
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
კარგი ამბავი სანაკრებო შესვენების წინ - კიტეიშვილი მოედანს უბრუნდება
გადადის თუ არა მამარდაშვილი "ნოტინგემ ფორესტში" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - რა გადაწყდება უახლოეს საათებში?
28 წლის გოლეადორი საფრანგეთში - "ლილმა" აიასე უედა დაიმატა
მუდრიკი ერთი ლონდონური გუნდიდან მეორეში გადადის და ყოფილ მწვრთნელთან იმუშავებს
სათადარიგო საზონოვი და "ხეტაფეს" მარცხი "ოსასუნასთან"
წიტაიშვილი "ბარსელონასთან" არ ათამაშეს - "რაიო ვალეკანო" დამარცხდა
დავითაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სენტ-ეტიენმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დილა. დამსახურებული 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
პსჟ-ში დემბელეს მომავალი გაირკვა
დუბლიორი თუ კონკურენტი მამარდაშვილისთვის - "ლივერპული" ბელგიელ მეკარეს ყიდულობს
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი