ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ დათო პეტრიაშვილის სათაყვანო ქართული ფეხბურთი გადავარჩინოთ
საქართველოს, ქართულ ფეხბურთს მოუკვდა დავით პეტრიაშვილი. ამაზე მნიშვნელოვანი ვერც ვერაფერი მოხდებოდა ან მოხდება გასულ თუ მომავალ კვირაში. ეს იყო გარდაცვალება, რომელმაც ქართულ ფეხბურთს ბევრი წაართვა და მწარედ აგვატირა ისინი, "პეტროს" სიცოცხლეში რომ ვიცნობდით, მასთან რომ ვმეგობრობდით.

ეს რუბრიკაც ალალია მასზე და ძალიან მცირე სამადლობელიც კი არის. ესაა - ყველა იმით ვცემთ დათოს პატივს და იმას ვუსაგზლებთ იმიერ სამყაროში, რაც შეგვიძლია...

რაოდენ ადვილი იყო მასზე წერა მაშინ, როცა ის ცოცხალი გახლდათ და რა ძნელია, როცა აღარ არის. მიხვიდოდი ინტერვიუზე და მის ნათქვამს არ სჭირდებოდა კირკიტი. ხელთ მაგარი მასალა გეპყრა და ამ მასალის მომწოდებელი რაღაცნაირად გჩუქნიდა ბედნიერებას თავისი უბრალოებით.

მე ბევრი ჩინოსანი მინახავს ამქვეყნად, მაგრამ არც მინახავს და ვერც ვნახავ მისნაირს. სხვები თავისას დაწერენ. ვეჭვობ, იმათაც ნახონ. ვეჭვობ იმიტომ, რომ ასეთი ჩინოსანი ქვეყნიერებაზე არ არსებობს.

თამამად შემიძლია დავწერო, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში არ მიღებულა საქართველოსთვის გასახარი არც ერთი გადაწყვეტილება, დათო პეტრიაშვილს რომ თავისი წონიანი სიტყვა არ შეეშველებინა სამშობლოსთვის.

მერე ჩვენ ვიგებდით, რომ თბილისში სუპერთასია, რომ ელიტრაუნდს ვმასპინძლობთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩვენია და ამ მიღწევებს სხვები თავისად მიიწერდნენ ხოლმე. "პეტრო" არავის ახსოვდა. მას არ სწყინდა. იყო ჩუმად და ისე აკეთებდა დიდ საქმეებს.

გულზე ხელს დავიდებ და ისე ვიტყვი - დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში მე არ მინახავს ამხელა საქმეების ასე ჩუმად მკეთებელი კაცი. და ეს ხდება 21-ე საუკუნეში - ქართული ფეხბურთის არნახული დაცემის საუკუნეში, როცა ჩვენში ყოველ საფეხბურთო ვიგინდარას საფეხბურთო თავადობა თუ არა, აზნაურობა მაინც სწყურია.

დათო პეტრიაშვილი კი პატიოსანი ქართველი გლეხის საწყაოთი წონიდა. "პიარის" საუკუნეში ის არ ეძებდა თვითრეკლამას. ბოლოს ინტერვიუებსაც ერიდებოდა. ამას წინათ, ვთხოვე საგაზეთო ინტერვიუ. გთხოვ, არ გვინდაო, იყო პასუხი. ცოტა მოვიცადოთო...

რა ვიცოდი, რომ მალე დათო აღარ იქნებოდა, რა ვიცოდი, რომ ის ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნებოდა. ცხოვრებაში ხომ წინასწარ არაფერი იცი და მერე, ფაქტის წინაშე რომ დადგები, ისეთი ამბების დაჯერება გიწევს, რაც ადრე ვერაფრით წარმოგედგინა...

მე მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ დათო პეტრიაშვილის თვალებში ოდესმე ის სიცოცხლე ჩაქრებოდა, რომელიც მას ასე ძალიან უყვარდა. რას ვიზამთ, ხანდახან ისეთი რამეებიც უნდა დავიჯეროთ, რაც წარმოუდგენელი გვეგონა.

რომელი ერთი უნდა მოჰყვე დათოზე, რომელი ერთი უნდა გაიხსენო? მე სულ პირველ მოგონებას მოვიტან. ძველს და ტკბილს.

2004 წელია. თბილისის "დინამოს" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი აკლია. კრაკოვში, "ვისლასთან" საგარეო მატჩია. იმ შეხვედრას ვაშუქებ. ეს ჩემი პირველი გასვლა იყო უცხოეთში. ყველაფერს ფართოდ გახელილი თვალებით ვიმახსოვრებ. ჩემი გამოცდილი კოლეგები კი, დღეს ჩემი უფროსი მეგობრები, ყურადღებას არ მაკლებენ.

სასტუმროში ნომრის კარი უცნაურად იღება. ვერ ვაღებ. ჩემი კოლეგებიც არ არიან. სასტუმროს ფოიეში ჩავდივარ. მრცხვენია. ვბედავ და ჩემი გაჭირვების ამბავს "პეტროს" ვეუბნები.

"შენ რა გითხარი, მაგან შეგაშინა, კაცო?!" - მიღიმის თავისი მართლაც განუმეორებელი ღიმილით და კარს მიღებს. ის უკვე ბევრ სასტუმროშია ნამყოფი. ის "დინამოს" მმართველი დირექტორია და მაინც ასე უბრალოა...

მერე, მთელი ორი დღე, თავისუფალი რომ არის, თვალს არ მაშორებს. მე უკვე ვიცი და აღარ ვიკეტები. "პეტროს" უხარია, რომ მე ვიცი და ჩვენ შორის ქრება დიდი კედელი. დიდ კედელს მისი დიდი ადამიანობა ანგრევს.

სწორედ "პეტროს" დინამომ" გაჭრა ხელახლა ქართული ფეხბურთის ფანჯარა ევროპაში. ის "დინამო" ყველას გვახსოვს. "ნემსო", ჯაბა და სხვა მაგარი ბიჭები. იმ "დინამომ" ბევრს მიაღწია. იმ მიღწევას ჯერ ვერ ვიმეორებთ.

იმის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. დრომ ჩვენი მეგობრობა განამტკიცა და დღეს დათო პეტრიაშვილი აღარ არის. აღარ არის და ქართულ ფეხბურთს ერთი უპირველესი მეოხი აღარ ჰყავს.

წამიკითხავს, დავით გურამიშვილმა როგორ დაიტირა ვახტანგ VI - ვაი, რა ბოძი წაგვექცაო. მართლაც დიდი ბოძი წაექცა ქართულ ფეხბურთს და ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ დათოს სათაყვანო ქართული ფეხბურთი გადავარჩინოთ. რასაც ის მარტო აკეთებდა, ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. უნდა გავაკეთოთ, რადგან დათო არ მომკვდარა, ის გარდაიცვალა. მისი დიდი საქმეები უნდა გაგრძელდეს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

goga
ყოჩაღ ალეკო, ერთერთი საუკეთესო ჟურნალისტი ხარ და დარწმუნებული ვარ ძალია კარგი ადამიანიც
georgiano
სიტყვები არ მყოფნის.. საქართველომ და ქართულმა ფეხბურთმა დიდი ადამიანი დაკარგა.. ღმერთმა ნათელში ამყოფოს..
giglia
ნათელში ამყოფოს ღმერთმა. ბრალია ეგეთი კაცის სიკვდილი.
მაკა კანდელაკი
ალეკო, დათოს ბავშვობის მეგობრებისგან თქვენ დიდი მადლობა
გიორგი
კრაკოვში დინამოს თამაშზე მეც ვიყავი, არასოდეს დამავიწყდება ის თამაში, ხსოვნა იყოს სახელოვანი ადამიანის !
giga
ღმერთს ნამდვილად კარგები მიყავს. არც მიკვირს რო რაც აქ ტურნირები ჩატარდა აწ უკვე ცხონებულის დამსახურებაა და არა იმ .....
როზეტა
გაიხარე ალეკო, ის ქვეყანას მოუკვდა !
Misha
გუშინ თქვეს, რომ ქალაქ ნიონში უეფას მთელი ოფისი თვალცრემლიანია. ასეთი რამ აქ არ მომხდარაო. ((
Misha
ყოჩაღ, ალეკო! ყველამ უნდა იცოდეს, რომ სუპერთასის ფინალის თბილისში ჩატარება მხოლოდ ერთი ადამიანის - პეტრეს დამსახურებაა!
gio
აუ, ვიტირეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!!!
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
[ოთხშაბათის საკითხავი] სახეზე ვერ გატყობთ კმაყოფილებას...
[ოთხშაბათის საკითხავი] რისკი არის, შამპანურიც იქნება?
ზურაბ პეტრიაშვილი: ქართულმა ფეხბურთმა არველაძეები არ უნდა დაკარგოს
[ოთხშაბათის საკითხავი] რისთვის ან ვისთვის ვთამაშობთ ფეხბურთს?
[ოთხშაბათის საკითხავი] რატომ (არ) უნდა შევიყვანოთ ბავშვი ფეხბურთზე?
ეროვნული ლიგა. XVII ტურის წინ: ეძღვნება დავით პეტრიაშვილის ხსოვნას...
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან
[ოთხშაბათის საკითხავი] ვართ თუ არა საფეხბურთო ქვეყანა?
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძეს ჩააბარებენ?
[ოთხშაბათის საკითხავი] ბეწვის ხიდი
[ოთხშაბათის საკითხავი] ვარდები ჯერ არ არიან...
მამუკა ფანცულაია: თამაში მინდოდა, მაგრამ ობოლ ბიჭს ხელის წამკვრელი არ მყავდა