ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"ოლიმპი" მაინც დაანგრიეს! თბილისში კიდევ ერთი საფეხბურთო კერა განადგურდა [PHOTO]

"ოლიმპი" მაინც დაანგრიეს! თბილისში კიდევ ერთი საფეხბურთო კერა განადგურდა [PHOTO]

29 დეკემბერს, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედნებს სამშენებლო ტექნიკით მიადგნენ და გადაუარეს...
2015 წლის 29 დეკემბერი ქართული ფეხბურთის ნგრევის პროცესში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო თარიღად ჩაიწერება. სამწუხაროდ, საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" გადარჩენის იმედი არ გამართლდა: გუშინ, 29 დეკემბერს, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედნებს სამშენებლო ტექნიკით მიადგნენ და გადაუარეს...

არადა, საფეხბურთო საზოგადოების მიერ ჩატარებული საპროტესტო აქციით მოედნების განადგურების შეჩერების რწმენა გაჩნდა. შეგახსენებთ, რომ ეს ტერიტორია ესტონურმა სამშენებლო კომპანიამ შეისყიდა, რომლის ხელმძღვანელობამ "ოლიმპის" წარმომადგენლებს მისცა პირობა, რომ ორი წლის განმავლობაში იქაურობას არ შეეხებოდნენ.

ისინი მზად იყვნენ, მოლაპარაკება დაეწყოთ ალტერნატიულ ტერიტორიაზე, მაგრამ... რეალური არაფერი შესთავაზეს და მოედნების ადგილზე კორპუსების აშენება გადაწყვიტეს.

ორიოდე დღის წინათ, უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია დაიმედებული იყო, რადგან თბილისის საკრებულოში უთხრეს, რომ მერიაში სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ალტერნატიული ტერიტორიის შეთავაზება სურდათ. კვარაცხელიამ და "ოლიმპის" მესვეურებმა იცოდნენ, რომ მშენებლობა ივნისამდე არ დაიწყებოდა, ალტერნატიული ტერიტორიის გადაცემაზე მოლაპარაკება კი ამის მერეღა განახლდებოდა.

რა მოხდა ამ ორ დღეში, უცნობია. ფაქტი ისაა, რომ გუშინ მშვენიერი საფეხბურთო კომპლექსიდან ნანგრევებიღა დარჩა.

"1998 წელს, ეს ტერიტორია საფეხბურთო სკოლისთვის 25-წლიანი იჯარით ავიღეთ. რამდენიმე წელიწადში იქ როგორი საფეხბურთო სკოლაც ავაშენეთ, ეს მთელმა საქართველომ იცის. იმ დროს ქვეყანაში არენები საშინელი სანახავი იყო. ჩვენთან კი ლამაზად მოვაწყვეთ სტადიონები, ტრიბუნები, საცურაო აუზი, ფიტნეს-დარბაზი, მოსაცდელად გათვალისწინებული კაფე-ბარი და ადმინისტრაციული შენობა.

"ოლიმპში" თავს ევროპულ გარემოში იგრძნობდი, ხელით საჩვენებელი საფეხბურთო ცენტრი იყო. აქ უეფადან და ფიფადან ჩამოსული ყველა საპატიო სტუმარი მოჰყავდათ - ბლატერი, იოჰანსონი, პლატინი... ამ სკოლაში უამრავი ცნობილი ფეხბურთელი გავზარდეთ და ორჯერ გავხდით ქვეყნის ჩემპიონები.

მაგრამ მერე გაუთვალისწინებელი რამ მოხდა...

არასწორი ინფორმაციაა, თითქოს, "ოლიმპი" მისმა დამფუძნებლებმა გავყიდეთ. სინამდვილეში, იჯარით გაცემული ტერიტორია სამშენებლო კომპანიამ "ოლიმპთან" შეუთანხმებლად იყიდა. ჯერ ეს საკითხია გამოსაკვლევი - მე თუ იჯარა მაქვს, შენ როგორ ყიდულობ?

მეორე საკითხია მშენებლებთან შეთანხმება: ისინი საფეხბურთო სკოლას არ უნდა შეხებოდნენ და ჩვენ კვლავ იჯარით დავრჩებოდით, მაგრამ ეს პირობა დაარღვიეს. ამას გარდა, დარღვეულია ჩემი, როგორც კერძო ქონების მფლობელის უფლებები, რადგან სტადიონის ძვირად ღირებული განათების სისტემაც დააზიანეს. ეს 5-ლარიანი ნათურები არ არის, მასში ათასებია გადახდილი და პასუხი ამაზეც მოეთხოვებათ.

ბევრი რამაა გასარკვევი - როგორ გასცეს ამ სტადიონებზე მშენებლობის უფლება, როცა მოედნების ქვევით ნუცუბიძის ქუჩისა და პლატოს საკანალიზაციო სისტემაა - იქ სახლებს მხოლოდ ამის გამოც ვერ ააშენებენ, ამის უფლებას არავის მივცემთ", - ამბობს "ოლიმპის" დამფუძნებელი მამუკა გუგეშაშვილი.

გუშინ ტრაქტორებმა წარსულში დატოვეს ის შრომა, სიხარული და წარმატებები, რასაც "ოლიმპში" ეყრებოდა საფუძველი. ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში 30-მდე ისეთ ფეხბურთელს უთამაშია, რომლებიც სხვადასხვა წელს ამ საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდნენ: სანდრო კობახიძე, ზაალ ელიავა, გოჩა ხოჯავა, გოგი ფიფია, დავით დევდარიანი, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია, დათა ხოჭოლავა, არჩილ ტვილდიანი, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა დვალი, გიორგი აბურჯანია, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია, რომან ჭანტურია, გიორგი ფანცულაია...

გიორგი ჭანტურია: რომ არა "ოლიმპი", დღეს მე, ყაზაიშვილი და ოქრიაშვილი ფეხბურთელები არ ვიქნებოდით

სანდრო კობახიძე: ის, რაც "ოლიმპს" გაუკეთეს, დიდი სირცხვილია

გული მწყდება, ამ ყველაფერს რომ ვუყურებ - გიორგი პაპუნაშვილი "ოლიმპთან" დაკავშირებით

ახლა მათ ნაცვლად სახელმწიფოს ბიუჯეტი გაიზრდება. სამაგიეროდ, დაივიწყეს მომავალი თაობები, ფეხბურთი და ის, რომ ამდენი მშენებლობა არც რეკრეაციულ ზონებს უტოვებს ადგილს და არც - სტადიონებს, ქართულ ფეხბურთს კი მომავალს ართმევს.

ფული - ეს ყოფილა ამოსავალი წერტილი, მაშინ, როცა ის უნდა იყოს საშუალება მომავლისკენ სავალ გზაზე, სადაც საფეხბურთო ცენტრებს არც ისე მოკრძალებული ადგილი უკავია.

დღეს, 11 საათზე, საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება და ხალხი შეეცდება, უკვე დაწყებულ მშენებლობას გადაეღობოს. სახელმწიფო ინფრასტრუქტურის აშენებასა და ფეხბურთის ხელშეწყობაზე ლაპარაკობს, მაგრამ რეალურად, ქვეყანაში ამ ინფრასტრუქტურის დანგრევაზე თვალებს ხუჭავენ.

ასე გრძელდება ბოლო 10 წელიწადია და ტყუილად ნურავინ ეცდება, ეს ამბავი სათავისოდ გამოიყენოს. ჩვენ ძველების მიერ განადგურებულ-გასხვისებული სტადიონებიც გვახსოვს და ახლანდელსაც ვხედავთ. ვინც ამას ხელს უწყობდა, სხვებზე არაფერი ეთქმის.

მთავარია, სახელმწიფომ მკაფიოდ თქვას, რომ სპორტული ობიექტების პროფილის შეცვლა დაუშვებელია, მანამდე კი, ამ და მსგავს პრობლემებს არაფერი ეშველება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Levan asatiani

ოლიმპის ერთი გუნდის მცირედი ისტორიაhttps://www.facebook.com/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98-1998-325540234157862/?ref=hl

• zaza

თუ მისმენტ დიდი მადლობა

• jorjika-s

მიშამ რომელი სტადიონი ააშენა? მინი მოედნები კი ბატონო გააკეთა, დიდი მადლობა, მაგრამ სტადიონები ზუსტად მიშას დროს გასხვისდა და მერე იქ შენობები აშენდა.

• zaza

მინდა მივმართო კობის,მუმის,კახას,ნიკას,პრიორიტეტი ბავშვთა ფეხბურთი რაც თქვენ დაისახეთ მიზნად,უსტადიონოდ გამოვა? ისე ტყუილად მაინც აგშფოთდიტ ან შეშფოთდიტ ევროპელებმა,რო იციან

• jorjika

სააკაშვილი სტადიონებს აკეთებდა და ესენი პირიქით ანგრევენ ... სად არის კალაძე რატო არაფერს აკეთებს ამ ყველაფრისთვის

• gio

ბ-ტ.ნიკას მელიას,გთხოვთ გადაარჩინოთ ყოფილი ს.ტ.უ.-ს .სტადიონი ,მაგასაც ანგრევენ ,მალე

• მამუკა

vai-vai, მეგობარო, სწორად ამაშია საქმე! გაასხვისონ ყველაფერი, მოსპონ ეროვნული (ანუ ჩვენი საკუთარი!!!) ფეხბურთი და მერე უცქირონ ბარსას და რეალის დაპირისპირებას თბილი კორპუსების დიდი ეკრანიდან!... :(

• Raul-ს

რაულ, ძმაო, ნაცების გაყიდულია და ქოცების შესყიდული. აი ამაშია ჩვენი ტრაგედია! არაუშავს, თუ უბრალო ხალხი ერთად დავდგებით, ყველას პასუხს ვაგებინებთ!

• rezo

ვინც გაყიდა იმის დედა უნდა შეილანძღოს მარა ამ უპატრონო ქვეყანაში არავინარ ისჯება ასე რო კიდე სხვა სტადიონსაც დაანგრევენ და არავინ არავის გადაუღუნოს რა

• quTaiseli

ვინ კითხავს ბიჭო კობიაშვილს 7 წლის უკან გაყიდული სტადიონის მესაკუთრესთან ურთიერთობა ან ამ საქმის მოკითხვა აუუუ რა ბნელა შე დალოცვილო დომენტიმ და რეზიმ რა ქნრესბ იმის საწინააღმდეგოდ რომეს ტერიტორია არ გაყიდულიყო ან მისმა მეპატრონემ.ეს მელიები და კუდაგრძელიები უნდა ჩამოგეკიდათ თავის დროზე ერთი ადგილით და მორჩა.დანარჩენი ყველაფერი ორთქლის გამოშვება და დემაგოგიაა.

• გიო

კობიაშვილი უკვე დამარცხდა. იგი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ვერ შექმნის "ოლომპი"-ს დონის საფეხბურთო სკოლას. ნგრევას ხელი არ შეუშალა, ე.ი. მან დაანგრია. დიახ, ასეა.

• ნუკრი

ამის მერე კიდევ იტყვის ვინმე, რომ თბილისისს მერი ყავს?????

• თენგიზი

ნორჩი დინამოელი რომ გაყიდეს და ხმა არ ამოვიღეთ,ყველაფერი ამის ბრალია–ამიტომაც ხელყვეს ოლლიმპის სტადიონიც,ჯერ სადა ხართ ქალაქში სტადიონები არ იქნება.ვინც სტადიონს გაყიდის ის ფეხბურთიდან უნდა მოკვეთო.მაგ:–ნორჩი დინამოს ადრინდელი მეპატრონები.

• სსსსსსსსსს

დაანგრიეთ, დაანგრიეთ ხო, რა გენაღვლებათ, ბევრი გაქვთ ისედაც !!!!!

• naxeT!

ნახეთ ვინ დგას ამ ორგანიზაციის უკან! და კიდევ- მაგ დროს მგონი პრაქტიკულად ველა დიდი სტადიონია გაყიდული მხოლოდ 10 წლით პროფილის შენარჩუნებითო, ამბობენო და იქნედ დროზე მოიკითხოს ვინმემ ეს ეკონომიკის სამინსიტროში???

• Raul

გასაგებია რომ ნაცების გაყიდულია, მაგრამ კობიაშვილს ერთი ფრაზაც რომ არ უთქვამს ამ ყველაფრის შესახებ, ეს ნორმალურია?!

• assa

ნაცების გაყიდულია 2008-ში და ეხლა ამათ თხოვენ პასუხს. მიტინგზე ნაცებიც იყვნენ ნიკანდრო მელიას თამადობით. არ ცხვენიათ მაინც????

• damangrevel erebshi chempionebi

მივესალმები სტ დანგრევებს

• asea es

ამათი არაფერი დაიჯერება ეს ...(გუგულა)უეჭველად გაყიდიდა და ეხლა წლიკვინებს,გამოსარკვევია როდის გაიყიდა ვინ გაყიდა ეჭვი მაქვს ნაცების დროს მოხდა ეს ყველაფერი და ეხლა ამ ... მთავრობას აუგორეს.

• gela

.... რასაც ვგულისხმობ მიხვდებით. მერე მეორე: გუგულას დაეწვა კუჭი? სხვის ქონებებს რომ უვლიდით ზედ და ართმევდით რაღაც მაშინ არ გამიგია ვინმეს გამოსარჩლებოდა... მორალური უფლება უნდა გქონდეს როგორც მინიმუმ

• gio

რა ფედერაცია, რი ფედერაცია ხელფასებს ვერ არიგებენ რას უნდა მიხედონ...

• ss

აი ესა ვართ ქართველები

• vai-vai

მოდით დაანგრიეთ ეროვნული სტადიონი, ააშენეთ საცხოვრებელი კორპუსები ბიუჯეტში ფული შემოვა. მერე ვაკეში მ.მესხის სტადიონის ჯერი დადგება, იქ რესტორნები ააშენეთ ბიუჯეტში ფული შემოვა და ა.შ. რად გვინდა ფეხბურთი ან კალათბურთი. სპორტის სასახლეც დაანგრიეთ საცხოვრებელი კორპუსები წამოჭიმეთ და მერე იქნებ დამშვიდდეს საკრებულო და ქალაქის მერია, გასაყიდი არაფერი დარჩებათ.

• ზაზა

ეს ინფო უკვე პოპულარიზმისთვის,სხვადასხვა პიროვნებების მიერ პოლიტიკური დივიდენდების მიღებისთვის არის განკუთვნილი(((.....მთავარია სად წავიდა,რაში იხარჯება ფული,რომელიც კერძო ინვესტორმა გადაიხადა მაგ ტერიტორიის შეძენისთვის?სადღაც იქვე ვერ მოიძებნა ტერიტორია,სადაც არსებულზე უკეთესიც და რამდენიმეც საფეხბურთო მოედანი რომ აშენებულიყო?....ან თუნდაც–იპოდრომის ტერიტორია,რომელიც მხოლოდ მტვერი და სარეველებია,არ შეიძლება კეთილმოეწყოს?უზარმაზარი ტერიტორიია ,სადაც ევროდონის მცირე ტევადობის (7=8ათასიანი)სტადიონიც მოეწყობოდა(თუნდაც სკ საბურთალოსთვის,რომლებსაც აუცილებლად ჭირდებათ ბალახისსაფარიანი გაზონი) და კიდევ რამდენიმე მინისაფეხბურთოც და საკალათბურთო მოედნებიც!თუ ის ტერიტორია ქვეყნის #1მოაქალაქისაა და მის წინააღმდეგ ხმას ვერ იღებენ?თუ ელოდებიან ,სანამ კორპუსებს წამოჭიმავენ(არ ვარ მომხრე,რომ ჩამოერთვას უსასყიდლოდ,დაუბრუნდეს გადახდილი თანხა!)?

• სად ხართ ფედერაცია?!

სად არის ლევან კობიაშვილი?? რატომ არ დაინტერესდა ამ ამბით?? სად არის დავით მუჯირი ან ნიკა ჯღარკავა?? შეიძლება ვერც მოეგვარებინა, მაგრამ ხალხის გვერდზე მაინც დამდგარიყო, ხმას რატომ არ იღებენ????

• alexsandre

ესტონელების კი არა არსის არის ეგ მშენებლობები თავი კაი ტიპები რომ გონიათ

• ზაზა

პრობლემა ყოველთვის იქნება,თუ არ იქნება ქალაქის განვითარების გეგმა,სადაც ზუსტად იქნება გაწერილი ფართობზე სპორტული მოედნები,სკვერი და ა.შ.

• სირბილის სწავლების ცენტრი

ეს არის სრული კატასტროფა!

• zaza

,ნაციონალური მოძრაობის" წევრის მამუკა გუგეშაშვილის სპორტულ მოედან "ოლიმპიზე" ღამთ შეიპარნენ და დაანგრიეს, როგორც ფოტოებზე ხედავთ დაწყებული აქვთ დემონტაჟი, საინტერესოა, ვინ არის დათო საგანელიძე და რა უფლებით ანგრევს ამ კომპლექსს, რომელიც კერძო საკუთრებაშია.

• saba

დასანგრევი უნდა დაინგრეს!ძალიანაც კარგი თუ დაანგრიეს.

• მურთაზი

ჩვენი ერი 25 წლის განმავლობაში ჩვენივე ჩინოვნიკებმა ერთმანეთს გადაამტერა და დააგლახავა როგორც სულიერად ისე ფიზიკურად,მაგათ სულ ფეხებზე კიდიათ სპორტის აღორძინება,მათ მხოლოდ საკუთარი ჯიბე და ჩემპიონებთან ერთად სურათის გადაღება უნდათ,რომ საქმინობაში ჩაეთვალოთ

• guja

ხალხო გუსჰინ დაიდო რეალ ვარკეთილი სტადიონს აშენებსო და ქილიკი დაიწყს უსაქმურებმა პასუხი მივეცი მათ. ახლა თქვენ მინდა გითხრათ ბავშვი თამაშობს ფეხბურთს და მაგ სტადიონზე ხშირად გვიწევდა თამაში მაშინვე ლაპარაკობდნენ რომ ტერიტორია გაყიდული იყო და ესტონელების იყო. ეს ხდებოდა 5 და 6 წლის წინ და ახლა რატომ ატეხეთ მთელი ამბავი და კობიაშვილს აბრალებთ. იფიქრეთ და ისე დაწერეთ და ილაპარაკეთ ხოლმე.

• erti

am klubshi gavizarde da kidev bevri gaizdeboda didi shecdoma daushves !!!!!!!

• Raul

ნუ ნარმანია რაცაა, გასაგებია და კობაშვილი თუ ასეთი ... იყო, მაგას ვერ მოვიფიქრებდი! საღოლ მაგათ. საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი.

• Imereli

Kობიასჰვილი სადა ახლარომ სიჰინავა ყოფილიყო პრეზიდენტი დეიბდხნიდნენ ერტ ადგილს ამატ ფეხბურტი კიდიატ ეს არის სისწორე

• ჯიქიას ქუჩის მაცხოვრებლები

კობიაშვილსაც თურმე სკამი და ფულები სდომებია და არა ფეხბურთის განვითარება.ტყუილად მოხდა მისი არჩევა პრეზიდენტად. საქართველოში ნულის ტოლფასია ყველა თანამდებობა,საქმის კეთებაზე არავინ ფიქრობს.ყველა ფიქრობს თავის ჯიბეზე.ამდენი ხანია მიდის ლაპარაკი"ოლიმპის" დანგრევაზე და კობიაშილს საპირისპიროდ სიტყვაც კი არ უთქვამს.ასეთია მწარე სინამდვილე.

• furtxis girsi xar

იურიდიულად ვერ შეედავები მყიდველს. ქართველი გამყიდველის ბრალია

ამ ვაიხალხს მფარველობს ვაიპატრიოტი დავით საგანელიძე! იცოდეთ ყველამ!

• quTaiseli

ჯერ ერთი ნარმანია რა შუაშია და მერე მეორე მაშვინ სად იყვნენ ფეხბურთის ქომაგები როცა ეს ტერიტორია გაიყიდა სად. დემაგოგიას არუნდა მიეცეს გასაქანი ქვეყანაში და პოპულიზმს თორე ის ქვეყანა კიარა ცირკი იქნება ყოველგვარი კანონის და მორალის გარეშე კაცმა იყიდა და უკვე მისია რატო მიყიდე შე ჩემის ტრულაილა ვინ დაგაძალა.აი ეგარი მთავარი თორე მერე დაანგრევს თუ გადაანგრევს მის ნაყიდს ეს მისი საქმეა.ან რა საუბარია ეგ თურმე იმ ინვესტორს არუნდოდა სტადიონის დანგრევა და ამათმა ძალით დაანგრევიეს და საიდან იცით ამდენი ან რა დამადასტურებელი საბუთი გაქვთ შეიძლება საერთოდ არაწყობდა იმ ინვესტორს სხვა ტერიტორია თუ კარგი ადგილია მითუმეტეს არ დათმობდა.ვინც გაყიდა თავის დროზე ის გაგეგდოთ უნდა წიხლის ქვეშ თავის დროზე მარა ვინ იყო მაშვინ ხმის ამომღები ეგარი სიმართლე.

• Kote

ეს ნამდვილი ვანდალიზმია და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საგანია. ხალხო ნუ გძინავთ, თორემ მართლა ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დაფარული!!! თუ იჯარა ჯერ კიდევძალაშია, რა უფლებით დაანგრიეს ინფრასტრუტურა?

• mvx

ძალიან ცუდი ამბავია. საქმე იმაშია, რომ აღორძინების მაგივრად, როდესაც ისტორიული 35 - საფეხბურთო სკოლა მოსპეს ქალაქის ცენტრში და ბაზარი გახსნეს მის ადგილზე, მიაყოლეს სპორტული დარბაზი, სადაც დინამო კალათბურთის მატჩებს მართავდა სსრკ-ს ჩემპიონატზე, იქვე იყო სპორტული ტექნიკუმი, რომლის ბაზაც განადგურდა, აი ჯერ კიდევ მაშინ უნდა ამოეღოთ ხმა საზოგადოებას, ვეტერან სპორტსმენებს (სხვათა შორის მოარული ხმები იყო, რომ ცნობილი ფეხბურთელებიც მონაწილეობდნენ სკოლის გაყიდვაში) და ანალოგიური სიტუაცია შეიძლება ასე ადვილად არ განმეორებულიყო. ახლა კი აღარაფერი არ ეშველება.

• Irakli 88

არა რააა,ჩვენზე მეტი არაეროვნული ხალხი არსად არ არის,ჩვენ არაფრის გირსები არ ვართ,ძაან ცუდი ხალხი ვართ,ჩვენ ის ერი ვართ ილია რომ მოკლა, და სტადიონი რა ჩემი ფეხებია... მრცხვენია ხოლმე ქართველობის უკვე,ისე გადავჯიშდით,გადავგვარდით..

• giga

გადარჩა მხოლოდ ის სტადიონები რაც მიეცა რაგბს.

• tijana513

სადააა ფედერაციის პრეზიდენტი, რატო არ აქცევს ამ ფაქტებს ყურადგებას, საფეხბურთო ქვეყანაში სტადიონების ნგრევა შეიძლებაა,, მიტო მივექანებით უფსკრულში

• madrideli

არა ქართველებს არ გვეშველება არაფერი!

• Giga

Narmania unda damalxo maq. Fri tqveni unamuso .......

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება

ინვესტორებს ხელ-ფეხი გაეხსნებათ! სახელმწიფომ კარლო მჭედლიძის "ოლიმპიკს" მიწა დაუკანონა

მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

პროტესტი... სიმღერით! - გლდანის მინისტადიონის დასაცავად აქცია იგეგმება

"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"

"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა

რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას

ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია

ისტორიის შავი ლაქა: რა მოხდა 13 მაისის არჩევნებზე?

სკოლა "ოლიმპისთვის" ალტერნატიული სავარჯიშო მოედანი გამოიძებნა

"ფეხბურთით უკმაყოფილონი ვართ, სხვა სახეობებში პროგრესია"

საფეხბურთო სკოლა "ოლიმპთან" მოსწავლეებისა და მშობლების საპროტესტო აქცია გაიმართა

"ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დავით ნარმანიაზე, გადარჩება თუ არა "ოლიმპი"

მამუკა ფანცულაია: ...ასე ბევრი მწვრთნელი შეეშვება საყვარელ საქმეს

ბრძოლა "ოლიმპისთვის" გრძელდება - საფეხბურთო ცენტრის გადარჩენის იმედი რჩება