რუსული ინტერნეტ-გაზეთების ცნობით, ქართველი ცენტრალური მცველი გერმანიაში ბრუნდება, თუმცა კონკრეტული გუნდი არ სახელდება
მახაჩყალის "ანჟიდან" ქართველთა უმრავლესობა გასული წლის ბოლოს გაუშვეს და მხოლოდ მეკარე ნუკრი რევიშვილი დაიტოვეს. დეკემბერში კლუბი ცენტრალურ მცველ ოთარ ხიზანეიშვილს, ნახევარმცველ ზურაბ არზიანსა და თავდამსხმელ გიორგი ილურიძეს შეელია.

რუსული ინტერნეტ-გაზეთები ამტკიცებენ, რომ ხიზანეიშვილი გერმანიაში ბრუნდება, თუმცა კონკრეტულ გუნდს არ ასახელებენ. არზიანი კი ჰაიფას "მაქაბისთან" ცდილობს კონტრაქტის გაფორმებას.

ამასობაში "ანჟიში" ქართველებს მაინც იწვევენ. ერთი მათგანი მახაჩყალელების ყოფილი თავდამსხმელი, 18 წლის ილურიძეა. მას კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს, მაგრამ ახლა კვლავ მიიწვიეს. გიორგი "ანჟის" პირველ შეკრებაზე ყაზანის "რუბინისა" და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" გადასვლის იმედად არ გაჰყვა, მაგრამ შემდეგ მენეჯერმა მამუკა ჯუღელმა "ანჟიში" გაუშვა. ჯუღელს ანთალიაში ორიოდე დღეში ელიან და კლუბთან მისი მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდება, გააფორმებს თუ არა ილურიძე კონტრაქტს.

გიორგის გარდა დაღესტნელებთან ანთალიაში "ვიტ ჯორჯიის" ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი, ჩვენთვის უცნობი თავდამსხმელი თელიძე და გიორგი ჩელებაძე ვარჯიშობენ. თელიძე რუსულ კლუბში საქართველოდან წავიდა, მაგრამ უმაღლეს ლიგაში ასეთი ფეხბურთელი არ თამაშობდა. სად ვარჯიშობდა და რომელ კლუბში ირიცხებოდა, ვერ გეტყვით.

ჩელებაძე კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრია - შემტევი ნახევარმცველი დეკემბერში ოდესის "ჩერნომორეციდან" წამოვიდა. "ანჟიმდე" გიორგი სომხეთში ისინჯებოდა.

ისედაც ცნობილი იყო, მახაჩყალის კლუბში საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი რომ ითამაშებს, დანარჩენებიდან კი რომელს დაიტოვებენ, ამ შეკრების შემდეგ გაირკვევა.

Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა