საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რუსეთში გაზრდილ ქართველ მცველს პასპორტის აღებაში დაეხმარება
31 იანვარს ფეხბურთის ფედერაციაში ისეთი ამბავი მოხდა, უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით. შესაძლოა, ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების კანდიდატთა სიას ძლიერი მოთამაშე შეემატოს: ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველის, გია გრიგალავას მამას, ალეკო გრიგალავას შეხვდა.

ეს ორივეს სურვილი იყო, ინიციატივა კი გრიგალავას ეკუთვნოდა. ფეხბურთელის მამამ ფედერაციის თავკაცს 21 წლის ფეხბურთელის და საკუთარი სურვილი აცნობა - გიას საქართველოს მოქალაქეობის მიღება და ეროვნულ ნაკრებში თამაში სურს.

გია გრიგალავა 11 წლიდან რუსეთში იზრდებოდა, ამ ქვეყნის მოქალაქეა, რუსეთის ყველა ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია, მაგრამ მას საქართველოს სახელით თამაშზე ხელი არ აუღია და, როგორც ბატონი ალეკო ამბობს, ყოველთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე ფიქრობდა.

ლოგიკურად იბადება კითხვა, მაშინ რატომ ითამაშა 2009 წელს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში, როდესაც კახა ცხადაძე საქართველოს ახალგაზრდულში იწვევდა? სხვათა შორის, ეს კითხვა უჩნდებათ გულშემატკივრებსაც და ფედერაციის ხელმძღვანელებსაც. ამიტომ განმარტება გრიგალავას მამას ვთხოვეთ.

"მაშინ გია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. ეკუთვნოდა მენეჯერს, რომელსაც მისი რუსეთის ნაკრებში გამოსვლა აძლევდა ხელს, რადგან რუსეთის ახალგაზრდულის წევრს ბევრად უფრო ძვირად გაყიდიდა, ვიდრე საქართველოს ნაკრების მოთამაშეს და ამიტომ გიას გასაქანს არ აძლევდა. მის ხელში იყო და რომელ კლუბშიც მოისურვებდა, იქ უშვებდა.

სამწუხაროდ, ასეთი რამ იქ ხდება. აქ ითქვა, 17 და 19-წლამდელებშიც იწვევდნენო. ბავშვმა და მე არაფერი ვიცოდით, კლუბშიც არაფერს ეუბნებოდნენ და თავისი ნებით ხომ არ ჩამოვიდოდა? არადა, ამ მიწვევას ელოდა. რეალურად მხოლოდ ცხადაძე დაინტერესდა და უნდა ჩამოსულიყო კიდეც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე, მაგრამ უთხრეს, თუ გინდა, კარიერა დაასრულო, წადი, ოღონდ კლუბში აღარ გათამაშებენ, თუ კარიერა გინდა, დარჩიო და არჩევანი არ დაუტოვეს. სხვა გზა არ ჰქონდა და ახალგაზრდულში ითამაშა. არადა, რამდენჯერმე ტრავმა მოიმიზეზა და არ მიდიოდა.

დეკემბერში ძველი კონტრაქტი დაუსრულდა და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" ამიტომ გადავიდა. "ლელოში" წერდით, "ვოლგასთან" წინასწარ შეათანხმა, რომ საქართველოს ნაკრებში მიწვევის შემთხვევაში ხელს არ შეუშლიანო და ეს ასეც არის.

მესმის, რომ გარედან იდეალურ საქციელად არ ჩანს, მაგრამ გარედან ყველაფერი არ ჩანს და გია იმედოვნებდა, როგორც ბელარუსი მილევსკი ათამაშეს უკრაინის ნაკრებში, ასევე მიეცემოდა საქართველოში შანსი. არ მინდა, ყველაფრის დეტალურად თხრობა, მაგრამ ამის გამო ორჯერ ცნობილ რუსულ კლუბს უარი უთხრა. მე, როგორც მამა, ვიძლევი პირობას, თუ საქართველოს ნაკრები დაინტერესდება, გია ჩვენს ეროვნულში ითამაშებს, მეტი არ ვიცი, რა გარანტია გავცე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თემურ ქეცბაიას საკუთარ თავს სთავაზობს, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტს ჩვენი აზრი ვაცნობეთ", - ამბობს ალეკო გრიგალავა.

ფედერაციაში კი "ლელოს" უთხრეს, რომ ზვიად სიჭინავა გრიგალავას საქართველოს პასპორტის აღებაში დაეხმარება, ოღონდ, ცხადია, ნაკრებში თამაშს არ ჰპირდებიან - ეს თემურ ქეცბაიას კომპეტენციაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
პარიზი მორიგი დიდებისთვის ემზადება, ჩვენ - ხვიჩას გოლისთვის!
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
სანამ ბავშვთან მამა მივიდოდა, პირველადი დახმარება ხელაიფიმ აღმოუჩინა - პსჟ-ს პრეზიდენტის ეს ქმედება სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"