"ოლიმპმა" ანთალია ისე დატოვა, მხოლოდ ერთი მატჩი ვერ მოიგო, ყველა დანარჩენში კი გამარჯვებული დარჩა
გუშინ რუსთავის "ოლიმპმა" თურქულ შეკრებაზე ერთდღიან ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც სამი გუნდი თამაშობდა: საქართველოს ჩემპიონი, ბულგარეთის უმაღლესი ლიგის მეთორმეტე ადგილზე მყოფ სოფიის "აკადემიკი" და შვეიცარიის ჩელენჯლიგის "ვილი".

მატჩის შემდეგ რუსთაველები სასტუმროდან პირდაპირ აეროპორტში გაემგზავრნენ და კლუბის პრესატაშე შოთა შერმადინმა ტურნირზე მხოლოდ მცირედი ინფორმაცია მოგვაწოდა.

"სასიხარულოა, რომ სამთა ტურნირი მოვიგეთ. პირველ მატჩში ბულგარულ "აკადემიკს" 1:0 მოვუგეთ. ერთად-ერთი გოლი რევაზ გეწაძემ მე-5 წუთზე გაიტანა. მეორე თამაში შვეიცარიულ "ვილთან" გვქონდა, სათამაშო დრო 0:0 დასრულდა. ტურნირი იტალიური სისტემით გაიმართა, თითო მატჩი 45-წუთიანი იყო, ფრედ მატჩის ვერ დასრულდებოდა და პენალტების სერია დაინიშნა. თერთმეტმერიანები ჩვენებმა უკეთ შეასრულეს: გაიტანეს ლუკა რაზმაძემ, დათო ბოლქვაძემ, გიორგი ჭელიძემ, ირაკლი მოდებაძემ, ბახტაძემ და საბოლოოდ 5:4 გავიმარჯვეთ. ტურნირის ორგანიზატორებმა სიმბოლური პრიზი გადმოგვცეს", - გვითხრა შერმადინმა.

"ოლიმპი" საქართველოში დღეს, 2 თებერვალს გამთენიისას უნდა ჩამოფრენილიყო და საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის დაწყებამდე მზადებას რუსთავში გააგრძელებს.

ამგვარად, თორნიკე მაისურაძისა და შვეიცარიელი ფიზმომზადების სპეციალისტის, ოლდრიხ შვაბის გაწვრთნილ-მომზადებულმა "ოლიმპმა" სასიამოვნოდ გაგვაოცა და ანთალია ისე დატოვა ერთხელ არ წაუგია. უფრო სწორედ, მხოლოდ ერთი მატჩი ვერ მოიგო, ყველა დანარჩენში კი გამარჯვებული დარჩა: თურქულ "ისტანბულთან" (4:0), შვეიცარიულ "სერვეტთან" (3:2) და ასევე შვეიცარიულ "კიასოსთან" (1:0), "აკადემიკთან" 1:0 და "ვილთან" პენალტების სერიაში (5:4). არადა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ჩემპიონს სუსტი მეტოქეები ჰყავდა.

და ბოლოს, გადაწყვეტილი ამბავზეც მოგახსენებთ: ესტონეთის ჩემპიონი "ფლორა" რუსთაველთა წინადადებას დათანხმდა და ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი საქართველოში ნახევარწლიანი იჯარით გამოუშვა.

ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა