ჩაშლილი ტრანსფერის ექო

ორშაბათს ნაშუადღევს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ „შალკეს“ 26 წლის პერუელი შემტევი ჯეფერსონ ფარფანი „ვოლფსბურგში“ გადასულიყო, მაგრამ ტრანსფერი ფაქტობრივად თვითონ ფეხბურთელმა ჩაშალა. მიზეზი კი ის არის, რომ ფარფანი ფულის მონაა.

„ვოლფსბურგის“ შეფი დიტერ ჰიონესი შალკელ კოლეგა ფელიქს მაგათთან ყველაფერზე შეთანხმებული იყო - ვოლფსბურგელები გელზენკირხენელებს 15 მილიონ ევროს უხდიდნენ. მაგათს პერუელი ფეხბურთელის გუნდში გაჩერება აღარ უნდოდა, ვოლფსბურგელები კი ფარფანის გადაბირებაზე ოცნებობდნენ. რაც მთავარია, დიტერ ჰიონესი ფარფანს ხელფასზეც შეუთანხმდა: წელიწადში 5.3 მილიონი ევრო, რაც, დაგვეთანხმებით, ფარფანისთვის საკმაოდ მაღალი ჯამაგირია. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი პერუელს არ ეყო - მან „შალკესგან“ კომპენსაციის სახით (კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებდა) კიდევ ერთი მილიონი მოითხოვა. „შალკე“ მზად იყო, ფარფანისთვის სამი მილიონი მიეცა, მაგრამ პერუელს ოთხი მილიონი სურდა. მაგათმა ამაზე უარი უთხრა და ვოლფსბურგელებს შესთავაზა, ეს ერთი მილიონი ტრანსფერის ფასს წაუმატეთო, რაზეც უკვე ჰიონესმა თქვა უარი.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ვოლფსბურგის“ შოკში სწორედ ფარფანის ღორმუცელობის გამო ჩავარდნენ, თორემ მათთვის ამ ერთი მილიონის დათმობაც არ იქნებოდა პრობლემა, რადგან ჯეფერსონის ყიდვა მართლა ძალიან უნდოდათ. შედეგად, ყველა მხარე უკმაყოფილო დარჩა...

"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს