ფინამ ხორვატ წყალბურთელებს მეკარე ივან სტრუიჩსა და თავდამსხმელ მარინო ფრანიჩევიჩს საქართველოს ნაკრებში თამაშის ნება დართო
გუშინ საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე ბითაძემ გვაცნობა, რომ ფინამ (საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაცია) ორ ნატურალიზებულ ხორვატ წყალბურთელს - თბილისის "ლიგამუსის" 205 სანტიმეტრის სიმაღლის მეკარე ივან სტრუიჩსა და ევროლიგის ნახევარფინალისტ იტალიის "ბრეშას" 204 სანტიმეტრის სიმაღლის ცენტრალურ თავდამსხმელ მარინო ფრანიჩევიჩს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის უფლება დართო. ევროპის ჩემპიონატის მეორე წრის ეს მატჩი 30 მარტს თბილისში "ოლიმპიკის" აუზში გაიმართება.

საბერძნეთის წყალბურთელთა ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ათენის ოლიმპიადის მეოთხეადგილოსანი და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. ეს ქვეყანა დღეს წყალბურთის ელიტაში შედის, ამიტომ ელადელთა წინააღმდეგობის დასაძლევად სერიოზული მომზადებაა საჭირო. საქართველოს ნაკრებიც 20 იანვრიდან ჩაქვში "ოაზისის" კომპლექსში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება. 4 თებერვლიდან თბილისში განაგრძობს ვარჯიშებს, 23 თებერვლიდან 3 მარტამდე კი სტამბოლში თურქებთან ერთად ეცდება ოსტატობის ამაღლებას.

როგორც ალექსანდრე ბითაძემ გვითხრა, საქართველოს წყალბურთის მესვეურებს მოლაპარაკება აქვთ სხვადახვა ქვეყნების კოლეგებთან და არ არის გამორიცხული, 30 მარტამდე თბილისში საქართველოს, საფრანგეთის, მაკედონიისა და, შესაძლოა, თურქეთის მონაწილეობით ამხანაგური საერთაშორისო ტურნირიც გაიმართოს. ევროპის ჩემპიონატის მატჩების წინ ამ გუნდებისთვის ეს შეჯიბრება ერთგვარი მოთელვა იქნება. 30 მარტს ფრანგებს მოსკოვში, მაკედონიელებს კი მინსკში უწევთ თამაში.

- მარტის დასაწყისში საქართველოს ჩემპიონატი აიღებს სტარტს, - ამბობს ბატონი ალექსანდრე. - მასში 5 გუნდი ჩაებმება. სასიამოვნოა, რომ მოასპარეზეთა შორის ბათუმელებსაც ვიხილავთ. როგორც ხედავთ, ეროვნული პირველობის გეოგრაფია იზრდება.

აჭარაში სერიოზულად ზრუნავენ სპორტის ამ სახეობის აღორძინება-განვითარებაზე და კარგი იქნება, თუ ეს სხვა რეგიონებისთვის მაგალითი გახდება. წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველოს ჩემპიონატი რამდენიმე ტურად გაიმართება, რაც შემთხვევითობას გამორიცხავს და სპორტსმენთა ოსტატობის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.

ოთხ-ოთხი ტური გათამაშდება 1995-1996 და 1997-1998 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა საქართველოს პირველობებშიც. სავარაუდოდ, მედლებისთვის 10-10 გუნდი იასპარეზებს, შარშანდელი რვა ექვსის ნაცვლად. საპრიზო ადგილებისთვის ქუთაისელი და ბათუმელი წყალბურთელებიც იბრძოლებენ. 4-6 თებერვალს "ოლიმპიკში" 15-16-წლიანები ითამაშებენ, 11-13 თებერვალს კი აუზი უმცროსებს - 1997-1998 წლებში დაბადებულებს დაეთმობათ. არ არის გამორიცხული, თითო ტურს რეგიონებმაც უმასპინძლონ.

შარშან ზაფხულს საქართველოს კადეტთა ნაკრები სერბეთში იმყოფებოდა საწვრთნელ შეკრებაზე და მასპინძლებთან ოთხი ტესტ-მატჩიც გამართა. ყველა შეხვედრა წააგო.

სამაგიეროდ, გვიან შემოდგომით სტუმრობისას ქართველმა მოზარდებმა სამი შეხვედრა მოუგეს სერბ თანატოლებს. სწორედ ამან უბიძგა სერბეთის წყალბურთის მესვეურებს, თავიანთი ქვეყნის კადეტთა (1995-1996 წლებში დაბადებულნი) პირველობაში 24-ე გუნდად საქართველოს ნაკრები დაეშვათ. ეს იქაური წყალბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იქნება. ჩვენი ბიჭები იოვან პოპოვიჩის ხელმძღვანელობით ნოვი სადში ამ თვის 14 რიცხვში გაემგზავრებიან და 16-20 თებერვალს ერთ-ერთ ჯგუფში წრიული სისტემით 5 მატჩს გამართავენ. 4-6 მარტს კი თბილისში მოგველის საინტერესო ტურნირი: "ოლიმპიკი" ლენ-ის (ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია) კალენდრით გათვალისწინებულ 15-16 წლის წყალბურთელთა ასპარეზობას - სახელოვანი სპორტსმენის, ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსნის, ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების გამარჯვებულისა და მსოფლიო უნივერსიადის, ასევე, საკავშირო ჩემპიონატების პრიზიორის ნოდარ გვახარიას პირველ საერთაშორისო მემორიალს უმასპინძლებს. ერთმანეთს საქართველოს, ბელარუსის, უკრაინისა და ეგვიპტის (თუ იქ სიტუაცია დალაგდა) სპორტსმენები დაუპირისპირდებიან.

ასე რომ, თებერვალ-მარტში ქართულ წყალბურთში დიდი გამოცოცხლება იქნება და ქომაგებს საინტერესო პაექრობები ელით.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ფუტსალი | საქართველო 2:3 ჩეხეთი
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
ჩემპიონთა ლიგა იწყება - უგულშემატკივრე კვარას სილქ უნივერსალზე!
მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს, ჯოჯოხეთურ Signal Iduna Park-ზე "დორტმუნდთან" შებმა, პრაქტიკულად საკუთარი გულშემატკივრის გარეშე მოუწევს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
პსჟ და საუკეთესო ხვიჩა ლიგაზე იწყებენ! - ქართველები ყოველდღიურად...
საქართველოს ნაკრების მცველი რუმინულ გუნდში გადავიდა
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან მატჩებისთვის ემზადება
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "სელტასთან" ქულები გაიყო
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
ჰამანი: პსჟ-ს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
"ინტერმა" თავდამსხმელს კონტრაქტი გაუგრძელა
"გალათასარაიმ" ჩემპიონთა ლიგაზე დიდ კლუბებს კონკურენცია უნდა გაუწიოს" - რაფაელ ლეაო
ჰაკიმ ზიეში კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
"საქართველოს ნაკრების ძირითადში ამიტომ ვერ ვხვდები" - კვერნაძე იტალიურ მედიას ესაუბრა
კვლავ ინგლისში - ჯეიმი ვარდის ახალი კლუბი ცნობილია
[VIDEO] რონალდ კუმანის შვილმა, რომელიც მეკარეა, ერედივიზიონში დუბლი შეასრულა
საფონოვი პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის პირასაა