ქართველმა სამბისტებმა ბექა იმერლიშვილმა და დიმიტრი მუმლაძემ ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს თასზე თითო ოქრო და ბრინჯაო დაისაკუთრეს
ახალი სეზონი სამბისტებმაც დაიწყეს - ამ დღეებში ყაზახეთში მსოფლიოს თასის ეტაპზე იჭიდავეს. როგორც ასეთ ქვეყნებში ანუ მუდმივი პრეზიდენტების სამყაროში ხდება, ყაზახეთშიც ყველაფერი პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის სახელს ატარებს და გამონაკლისი არც ეს ტურნირი ყოფილა.

შეჯიბრებას ქალაქმა ურალსკმა უმასპინძლა, სადაც ოთხი ქართველი ჭიდაობდა. ამ კვარტეტის მონაგარი თითო ოქრო და ბრინჯაოა. ტურნირის ჩემპიონი გარდაბნელი ბექა იმერლიშვილი (68) გახდა, რომელმაც პირველ შეხვედრაში მასპინძელი აიბეკ გაბდეშევი დაამარცხა, მერე აზერბაიჯანელ ნამიგ სულთანოვს სძლია, ნახევარფინალში რუს ალექსანდრ შოკუროვსაც მოუგო, ფინალში კი კიდევ ერთი რუსი, მახატ ნურალიევი დაამარცხა. ნურალიევმა მეოთხედფინალში მეორე ქართველი, ნაკრების ლიდერი გელა სანიკიძე დაამარცხა, რომელმაც საბოლოოდ მეხუთე-მერვე ადგილები გაინაწილა.

ბრინჯაოს მედალი ხაშურელმა დიმიტრი მულაძემ (52) მოიპოვა, რომელსაც უშანგი კუზანაშვილის შემცვლელად მოიაზრებენ. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონმა კუზანაშვილმა წლეულს წონა შეიცვალა და ზევით გადაბარგდა, უმჩატეს წონაში კი ნაკრების უმთავრეს იმედად მულაძე იქცა, რომელსაც ყაზახეთში ურიგოდ არ უჭიდავია.

სამბისტები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 12-16 მაისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება. იმ შეჯიბრებისთვის მზადების ფარგლებში ჩვენები 18-20 თებერვალს მინსკში უკვე იქაური უცვლელი პრეზიდენტის - ალექსანდრ ლუკაშენკოს სახელობის მსოფლიოს თასის მორიგ ეტაპზე იჭიდავებენ. ევროპამდე ჩვენი ნაკრების გეგმაში კიდევ ერთი შეჯიბრებაა - 26-28 მარტს მოსკოვში ”პრეზიდენტის თასად” წოდებული სამბოს დამაარსებელ ხარლამპიევის სახელობის მსოფლიოს სუპერთასი ტარდება, მაგრამ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ბოლო წლებში ქართველი სპორტსმენები რუსეთის ტერიტორიაზე გამართულ ტურნირებში თითქმის არ მონაწილეობენ. მით უფრო - ასეთი სახელწოდების მქონე შეჯიბრებებში ანუ, რაც იქაური პრეზიდენტის სახელს ატარებს. ამიტომ მოსალოდნელია, არც სამბისტები დააფინანსონ იქ წასასვლელად და ამათაც გეგმების შეცვლა მოუწიოთ. ევროპამდე ჩვენები მეტ ტურნირში გამოსვლას არ გეგმავენ. სამაგიეროდ, გადაწყვეტილია, რომ ორ საწვრთნელ შეკრებას გაივლიან, რაც ფრიად კარგი იქნება მათთვის.

ევროპის პირველობისთვის ემზადებიან ახალგაზრდა და ჭაბუკი სამბისტებიც. მოგეხსენებათ, ეს შეჯიბრება მათთან ერთდროულად ტარდება ორივე ასაკში, წლეულს კი მას 16-20 აპრილს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა უმასპინძლებს. ჩვენი მოზარდებისთვის მთავარი საევროპო შეჯიბრება საქართველოს ჩემპიონატი იქნება, რომელსაც 2-5 მარტს ჭაბუკები გამართავენ, ზუსტად ერთ კვირაში - ახალგაზრდები. სწორედ ამ პირველობაზე გამოიკვეთება ძირითადი ბირთვი ორივე ნაკრებისთვის, კანდიდატთა საბოლოო შერჩევა კი საერთაშორისო ტურნირებზე მოხდება.

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა