ლუგანსკის ”ზარიაში” გასასინჯად მყოფმა ქართველმა ნახევარმცველმა პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა

ლუგანსკის ზარიას პოტენციურმა ახალწვეულმა, ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ გუნდზე თავისი შთაბეჭდილებები გამოთქვა.

"შთაბეჭდილება უბრალოდ შესანიშნავია. "ზარია" ძალიან კარგი გუნდია. აქ ფეხბურთელებიც ძალიან მეგობრულები არიან. ყველას მალე დავუმეგობრდი. კარგად მიმიღეს. სიმართლე გითხრათ, არც ველოდი, რომ გუნდში ასეთი კეთილგანწყობილი სიტუაცია დამხვდებოდა. ეს რა თქმა უნდა ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბის და თავად ფეხბურთელების დამსახურებაა მომწონს ის ტექნიკური ფეხბურთი, რომელსაც "ზარია" თამაშობს. ძალიან მიხარია, რომ აქ ჩემით დაინტერესდნენ", - თქვა ჯაბა ლიპარტიამ.

მოთამაშემ ისიც აღნიშნა, რომ "ზარია" მის მიმართ ინტერესს პირველად არ იჩენს.

"უკრაინაში "ვიტ-ჯორჯიასთან" ერთად ვიყავი. ყირიმში შეკრებაზე ხუთჯერ ვიყავით და უკრაინულ გუნდებთანაც არაერთხელ ვითამაშეთ. "ზარიასთან" თამაშიც მახსოვს. მაშინ თერთმეტმეტრიანი მოვიპოვე. "ზარიას" ჩემი აყვანა ჯერ კიდევ მაშინ უნდოდა, როდესაც მწვრთნელი ანატოლი ვოლობუევი იყო. მაშინ ეს რატომღაც არ გამოვიდა. იმედი მაქვს, რომ ამჯერად ყველაფერი რიგზე იქნება."

ლუგანსკის "ზარიას" თავკაცი ანატოლი ჩანცევი აცხადებს, რომ მისმა გუნდმა უახლოეს ხანში ახალწვეულების საკითხი უნდა გაარკვიოს. მწვრთნელმა თქვა, რომ მეორე შეკრებაზე გუნდთან ერთად სხვა რამდენიმე მოთამაშესთან ერთად ჯაბა ლიპარტიაც გააგრძელებს მუშაობას.

მომზადებულია sport.comments.ua-ს მიხედვით

გელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ