ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ფეხბურთში ბევრი რამ მოურინიომ მასწავლა

ფეხბურთში ბევრი რამ მოურინიომ მასწავლა

გუნდურ თამაშში ინდივიდუალური პრიზები უსამართლობაა

"ბარსელონას" ნახევარდაცვის მაესტრო ჩავი ერნანდესმა რადიო "ონდა სეროს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- კიდევ რამდენ ხანს აპირებთ "ბარსელონაში" თამაშს?

- ვიმედოვნებ, რომ აქ კიდევ ბევრ სეზონს გავატარებ და ფეხბურთელის კარიერასაც აქ დავასრულებ. მე ამ კლუბის ნაწილი ვარ და, თუ საშუალებას მომცემენ, აქ დავრჩები ბოლომდე. "ბარსასთან" 2014 წლამდე მაკავშირებს კონტრაქტი, კიდევ 2 წლით გაგრძელების პირობით.

- თქვენ კი რჩებით, მაგრამ დარჩება თუ არა გვარდიოლა გუნდში დიდ ხანს?

- ეჭვიც კი არ მეპარება, რომ პეპი კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ვიცი, რა კაციცაა ის, როგორ თამაშობს მისი გუნდი, რა ხდება ჩვენს ირგვლივ, ყველაფერი ეს უბრალოდ აიძულებს მას ხელშეკრულება გაახანგრძლივოს. მგონია, რომ ის კიდევ ბევრ წელს გაატარებს "ბარსელონაში", თუმცა ფეხბურთი სიურპრიზებით აღსავსეა. "ბარსელონასთვისაც" და პეპისთვისაც კარგი იქნება, თუკი ის დარჩება. მე ვერ წარმომიდგენია "ბარსა" მის გარეშე, მას ყველა იმ მექანიზმის გასაღები აქვს, რომლებიც ამ ბოლო დროს აიწყო "ბარსელონაში". მან მწვრთნელის პროფესიაში და თავად ფეხბურთში მოაწყო რევოლუცია. პეპმა თამასა ძალიან მაღლა აწია, ჩვენ ბევრს ვსწავლობთ მისგან. რაც ის გუნდშია, "ბარსელონაში" კარგი რაღაცები ხდება - ძალიან გატაცებულია ფეხბურთით, ჩვენ კი მასთან ერთად თავს მშვიდად ვგრძნობთ, პეპი თავადაც ცხოვრობს და სხვასაც აძლევს ამის საშუალებას. არავის ახვევს თავის აზრებს, არ ითხოვს ყველა მას ჰგავდეს. ჩემთვის, პეპი ყოველთვის იყო მაგალითი, ორიენტირი, საფეხბურთო თვალსაზრისითაც და ადამიანურადაც. ჩვენი აზრები და მოსაზრებები ძალიან ჰგავს ერთმანეთისას, ფეხბურთში და ცხოვრებაშიც.

- თქვენ რომ "რეალში" გეთამაშათ...

- ძალიან გამიმართლა, იმ კლუბში ვარ, სადაც თამაში მიხარია. "რეალში" თავს კარგად ვერ ვიგრძნობდი, მათ წინადადებას საერთოდ არ მოვისმენდი. "რეალი" მუდამ გვირთულებს ცხოვრებას. ბოლო დროს, მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები აიყვანეს, მოიწვიეს ძლიერი მწვრთნელი, რომელსაც აქაც უმუშავია. სხვათა შორის, ჩვენ მას დიდ პატივს ვცემთ - ჟოზე მოურინიო ფეხბურთის ყველა ასპექტში ერკვევა, გამარჯვებულის ფსიქოლოგია აქვს, კარგად იცის რა სურს და რა თამაშს თამაშობს. მის განკარგულებაში დიდებული ფეხბურთელებია. ჩვენ ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ.

- მაგრამ თქვენ მისი გუნდი 5:0 გაანადგურეთ...

- "რეალის" კარში გოლს სულ სხვა ფასი აქვს. კარგ დროს ჩამოვიდა "რეალი". ნებისმიერი დიდი ფეხბურთელისთვის საოცნებო მომენტია, როცა ძალიან ძლიერ მეტოქეს ეთამაშები და მაზე უპირატესობას გრძნობ. ეს იყო დაუვიწყარი საღამო, ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი.

- ამბობენ, ეს "ბარსა" ისტორიაში საუკეთესოა, ეთანხმებით?

- ეს კი არ ვიცი, თუმცა რადგან ასე ლაპარაკობენ, სიამაყისთვის მიზეზი გვქონია. ჩვენ მართლაც ბევრს მივაღწიეთ - მარტო ერთ წელში 6 ტიტულის აღება რას ნიშნავს. ქუჩაში "რეალის" ფანებიც კი მაჩერებენ და მესალმებიან. დიდი პატივია იყო "ბარსელონას" ფეხბურთელი, რაც უფრო დიდ ხანს გაცვია მისი მაისურა, მით უფრო მალე ხდები კლუბის შემადგენელი ნაწილი.

- არადა, კაცმა რომ შეგხედოთ, ყველანი ერთ თარგზე მოჭრილნი, ძირითადად ტანდაბლები ხართ...

- 5-6 წლის წინათ ჩემზე და ინიესტას ნაირებზე ამბობდნენ, რომ მხოლოდ ტექნიკურად გამორჩეული "ჯუჯების" დრო წავიდა. ახლა კი ჩვენ, მთელი მსოფლიოსთვის საპირისპირო მაგალითი ვართ. ჩვენც გვქონია რთული დროება "ბარსაში", ამიტომაც ძალიან გვეამაყება, რომ ბევრს, ძალიან ბევრს დავუმტკიცეთ, რა არის ფეხბურთში მთავარი და რა არა. მახსენდება, როგორ ამბობდა ჩვენს ვარჯიშებზე მოსული ხუანდე რამოსი, ესენი ძალიან პატარები არიანო. სხვათა შორის, კარგი მაგალითი გადამდებია, გუშინ "ვილიარეალის" თამაშს ვუყურე და ეს გუნდიც ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს.

- მოურინიო შეაქეთ, არადა, ამბობენ, არ გაქვთ მასთან კარგი ურთიერთობა?

- უკვე ნათქვამი მაქვს, რომ ის კარგი მოტივატორია ჩვენთვის, რაც სასიკეთოდაც წაგვადგა. სხვათა შორის, როცა "ბარსელონაში" მუშაობდა ძალიან კარგად წარმოჩინდა, ჩვენც ბევრჯერ გვავარჯიშა და პირდაპირ ვიტყვი - ბევრი რამ სწორედ მოურინიომ მასწავლა.

- რას იტყვით "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირებებზე?

- ადამიანთა შორის დაპირისპირება, ურთიერთუპატივცემულება არ არის კარგი, მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ "ბარსელონასა" და "რეალს" შორის დაპირისპირებას ფეხბურთისთვის მხოლოდ კარგი მოაქვს. ამას ვერ დავუკარგავთ.

- სამი "ბლაუგრანა" "ოქროს ბურთისათვის" ბრძოლის "ფინალში" გახვედით...

- ეს, რომ ჩემთვის რამდენიმე წლის წინათ ეთქვათ, არ დავუჯერებდი. ეს ფანტასტიკაა, რომელიც ჩვენ მართლაც გადაგვხდა თავს. არავინ არ ვიცოდით, რომელი მოიგებდა "ოქროს ბურთს". როცა ბურთი, ლეოს შეხვდა, მე პირადად ვიგრძენი, რომ საფეხბურთო სამართლიანობა შედგა. ის მართლაც საუკეთესოა და ყოველ თამაშში ამტკიცებს, რომ სხვებს კლასით სჯობს, ლეო სენსაციურია. კი, არგენტინის ნაკრებს არ გაუმართლა და მეოთხედფინალს ვერ გაცდა, მაგრამ ლეო ჩემთვის მაინც საუკეთესო ფეხბურთელია. მე რომ მომეგო "ოქროს ბურთი"? ძალიან "ხმამაღალი" ფაქტი გამოვიდოდა, გოლეადორი არა ვარ, არადა ქულებს ისინი აგროვებენ. სამჯერ ზედიზედ ვიყავი "ოქროს ბურთის" ფინალში და მხოლოდ მე და ანდრესი არ ვართ ნომინანტთაგან ფორვარდები. ძალიან ბევრი ფეხბურთელი ვიცი, რომელიც იმსახურებდა ამ პრიზს, მაგრამ ვერ მოიგო - რაული, კასილიასი, პუიოლი... ჩემი აზრით, გუნდურ თამაშში ინდივიდუალური პრიზები არასამართლიანია. მე ასე მგონია.

- რას ნიშნავს იყო მსოფლიოს ჩემპიონი?

- ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთელის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული შენია. როცა ანდრესმა გაიტანა, ყველა სიხარულისგან ვქვითინებდით. ეს რაღაც ენითაუწერელი შეგრძნებაა. მივიჩნევ, რომ ჰოლანდიელები არასწორად იქცეოდნენ, ამიტომ ჩვენ დავიმსახურეთ მოგება. ნაკრებში თამაში კიდევ მსურს, მე ეს ძალიან მემაყება - ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს 34 წლის ვიქნები, მაგრამ, იქნებ, მაინც გამოვადგე გუნდს. ძალიან მინდა იქ მოვხვდე.

- როგორი მწვრთნელია დელ ბოსკე?

- კარგი მწვრთნელი რომ იყო, ბევრი რამ არის საჭირო, უნდა იყო ფსიქოლოგიც. დელ ბოსკე ყველაზე ადამიანური პირია საფეხბურთო სამყაროში, ვისაც კი შევხვედრილვარ. მისი წინამორბედი ლუის არაგონესიც დიდი მწვრთნელი იყო, ის მწვრთნელობის ეტალონია.

- "ელ კლასიკოზე" თქვენ სერხიო რამოსთან მოგივიდათ კონფლიქტი...

- მაშინ მართლა ცუდად მოგვექცა მესის, პუიოლს და მეც, მაგრამ შემდეგ ბოდიში მოგვიხადა. არადა, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ჩვენ საუბარში ყველაფერი გავარკვიეთ. ძალიან კარგად მესმის მისი, საშინელ სიტუაციაში იყო, თითქოს მთელი მსოფლიო ეომებოდა. მე მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ასე შეიძლებოდა რამე მოეტეხა მესისთვის, მაგრამ ისეთ დღეში იყო, რომ არავის ხმა არ ესმოდა. კაცი შეცდა, შემდეგ ბოდიში მოიხადა, რა პრობლემაა?

• ბექა76

ყველა დიდი ფეხბურთელი ვერაა დიდი ადამიანი. შავი აქაც გამონაკლისია

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს