ინტერვიუ. ალექსანდერ მერკელი

ყაზახი, რუსი თუ გერმანელი - მერკელმა თვითონაც არ იცის, სადაურია. იცის მხოლოდ ის, რომ მილანში თავის დამკვიდრება უნდა

18 წლის გერმანელი ცენტრალური ნახევარმცველი ალექსანდერ მერკელი „მილანში“ ყველასათვის მოულოდნელად გამოჩნდა და უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ „როსონერიში“ ადგილიც დაიმკვიდრა. გერმანელს „მილანის“ შეუცვლელ ფიგურას ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ფაქტი ერთია: მერკელმა დაამტკიცა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მილანური კლუბის გამოცდილი ნახევარმცველების ღირსეულად შეცვლა და თუ საჭირო გახდა, მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის შეუძლია, მერკელს იმდენად ენდოს, რომ 90 წუთი ათამაშოს. ერთი სიტყვით, 18 წლის მერკელი უკვე სრულფასოვანი მილანელია. შესაბამისად, დროა, ის „მილანის“ და არა მარტო „მილანის“, არამედ ზოგადად ფეხბურთის ქართველმა ქომაგებმაც ახლოს გაიცნონ. გერმანულ გაზეთ „ცაითში“ მერკელის საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა.

- ჰერ მერკელ, ცოტა ხნის წინ მილანელ თანაგუნდელებთან ერთად ისადილეთ. თუ საიდუმლო არ არის, რა იყო სადილად მილანელოზე?

- უგემრიელესი სპაგეტი ფანტასტიკური სოუსით. სხვათა შორის, თითქმის ყოველდღე სპაგეტის ვჭამთ, ოღონდ მუდმივად სხვადასხვა სოუსებით და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გემრიელია, სიმართლე გითხრათ, მაკარონის დანახვა უკვე აღარ შემიძლია.

- ჩვენ კი გვეგონა, რომ ლეგენდარული მილანელოს შეფ-მზარეულებს მენიუში მუდმივად ცვლილებები შეაქვთ...

- ყოველდღე ერთსა და იმავეს ნამდვილად არ გვაჭმევენ, უბრალოდ, სადილად ყოველთვის სპაგეტია, ოღონდ სხვადასხვა სოუსებით. ცხადია, ბრინჯსა და ხორცსაც ვჭამთ ხოლმე, მაგრამ თამაშების წინ ყოველთვის სპაგეტის მივირთმევთ.

- ერთობლივი სადილის ან ვახშმის დროს ალბათ ყოველთვის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად ზიხართ...

- არა, „მილანში“ ახალგაზრდები და გამოცდილები ერთად სხედან ხოლმე. მე ყოველთვის კევინ-პრინს ბოატენგის გვერდით ვზივარ. ჩვენთან ერთად კი კლარენს ზეედორფი, ანტონიო კასანო, მატიო ფლამინი და მეკარე ფლავიო რომა სხედან ხოლმე.

- და თქვენც სიამოვნებით ისმენთ სუპერვარსკვლავების სხვადასხვა ისტორიებს?

- ხანდახან მეც ვყვები რაღაცებს. მართალია, ჯერ მხოლოდ 18 წლის ვარ და მოსაყოლი ბევრი არ მაქვს, მაგრამ სადილის ან ვახშმის დროს ყველანი ვსაუბრობთ ხოლმე. ცხადია, როცა ზეედორფი ან კასანო რამეს ყვებიან, უდიდესი ყურადღებით ვუსმენ, რადგან როცა ისინი ფეხბურთზე საუბრობენ, მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მათ ხომ უდიდესი გამოცდილება აქვთ.

- რამდენიმე კვირაა, თქვენც „მილანის“ სრულყოფილი წევრი ხართ. „როსონერის“ მაისურით უკვე გოლის გატანაც მოახერხეთ და ერთი სიტყვით, სრულფასოვანი „მილანისტა“ ხართ...

- სწორედ ამაზე ვოცნებობდი და მიხარია, რომ ბოლო დროს ყოველთვის პირველ გუნდთან ერთად ვარ. იმედი მაქვს, რომ ჩემი კარიერა ასევე პოზიტიურად გაგრძელდება. „მილანის“ რიგებში უკვე 7-8 ოფიციალური თამაში ჩავატარე და ეს უკვე დიდი წარმატებაა მოთამაშისთვის, რომელიც ჯერ 18 წლისაა. პრესაში იწერება, მერკელმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი „მილანის“ რიგებშიო, მაგრამ ჩემი აზრით, კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო იმისათვის, რომ სრულფასოვან მილანელად ჩამოვყალიბდე.

- როგორ ახსნით თქვენს წარმატებებს?

- პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ „მილანს“ ახლა არაერთი წამყვანი ნახევარმცველი ჰყავს ტრავმირებული და ალეგრი თავიდან ამიტომაც მენდო. 18 წლის ფეხბურთელისთვის „მილანის“ ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ადვილი სულაც არ არის. კარგი ისაა, რომ თითქმის ყველა მატჩი მოვიგეთ, რომელშიც მე ვითამაშე. შესაბამისად, მწვრთნელს ჩემთვის სასაყვედურო არაფერი აქვს.

- როდის მიხვდით, რომ „მილანის“ პირველ გუნდში თავის დამკვიდრების შანსი მოგეცემოდათ?

- ზაფხულში. „მილანის“ პრიმავერაში 2008 წლიდან ვთამაშობ. ზაფხულში ალეგრიმ დამიძახა და მითხრა, შეკრებაზე პირველ გუნდთან ერთად უნდა წაგიყვანოო. ანდრეა პირლო და ჯენარო გატუზი მსოფლიოს ჩემპიონატზე იყვნენ ნამყოფები და შვებულება გაუხანგრძლივდათ, რის გამოც ნახევარდაცვაში ორი ადგილი იყო გამოთავისუფლებული და ალეგრიმ მე მიხმო. მერე რამდენიმე ამხანაგურ მატჩში მათამაშა და აშკარად მოვეწონე. ნოემბერში კი ალეგრიმ პირველ გუნდში გადამიყვანა.

- როგორი რეაქცია ჰქონდათ გამოცდილ ფეხბურთელებს, როცა პირველ გუნდში ახალგაზრდა მერკელი დაინახეს?

- პირველად „სამპდორიასთან“ ვითამაშე და მატჩის შემდეგ, გასახდელში ჩემთან დანიელე ბონერა მოვიდა და დებიუტი მომილოცა. ზეედორფი კი გვერდიდან არ მომშორებია.

- როგორ ფიქრობთ, რატომ მაინცდამაინც ზეედორფი?

- ზაფხულის მერე კლარენსს ძალიან დავუახლოვდი და დავუმეგობრდი. კლარენსი ხშირად მესაუბრება, რჩევებს მაძლევს, მაქებს და შეცდომებზე მიმანიშნებს. პირველივე ვარჯიშის მერე მეუბნებოდა, კარში უფრო ხშირად დაარტყი და ნურაფრის გეშინიაო.

- „მილანში“ რამდენიმე რთული ტიპიც თამაშობს. მაგალითად, გატუზო, იბრაჰიმოვიჩი და ახლა უკვე ვან ბომელიც. მათთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ნორმალური, უფრო სწორად, კარგი. ცხადია, მათ მე უფრო დიდ პატივს ვცემ, ვიდრე ისინი მე, მაგრამ პრობლემა არ მქონია.

- გერმანიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „შტუტგარტიდან“ „მილანში“ იმის გამო გადახვედით, რომ სკოლაში ძალიან ცუდად სწავლობდით...

- ჩემზე ცუდი მოსწავლეებიც იყვნენ... სინამდვილეში, „შტუტგარტმა“ პროფესიონალური კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ პირობებზე არ დავთანხმდი. რაკი უარი ვთქვი, ამითვალწუნეს და სწორედ ამის მერე დაიწყეს ლაპარაკი, სკოლაში ძალიან ცუდად სწავლობსო. მერე იმდენი ქნეს, რომ ვარჯიშიდან ორი კვირა მომხსნეს, ასე ვთქვათ, დამსაჯეს იმის გამო, რომ კონტრაქტს ხელი არ მოვაწერე. გადაწყვეტილება ასე ამიხსნეს: რატომ უნდა გავარჯიშოთ, თუ ჩვენთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობო...

- ამბობენ, მერკელის გადაბირება მიუნხენის „ბაიერნს“ და „ჰოფენჰაიმსაც“ უნდოდათო...

- რამდენიმე შემოთავაზება მართლაც იყო, მაგრამ „მილანში“ გადასვლა ვარჩიე. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.

- იმასაც ამბობენ, სერია A-ში ახალგაზრდა ფეხბურთელებს განსაკუთრებით უჭირთო...

- ცხადია, ახალგაზრდებს აქ ისე არ ექცევიან, როგორც გერმანიაში. იტალიაში ყველაფერი სხვანაირად ხდება. იტალიის ჩემპიონატი უფრო მძიმეა, თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას და ამიტომაცაა, რომ გუნდებს გამოცდილი მოთამაშეები უფრო სჭირდებათ, ვიდრე ახალგაზრდები. მე კი გამონაკლისი ვარ - 18 წლის ასაკში „მილანში“ ვთამაშობ, „როსონერი“ კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.

- ამ ფრაზას იტალიის პრემიერი და „მილანის“ პატრონი სილვიო ბერლუსკონი ძალიან ხშირად იმეორებს ხოლმე. სილვიო პირადად გაიცანით?

- ბერლუსკონის ორჯერ შევხვდი. პირველი შეხვედრის დროს ხელი მხარზე დამარტყა და მამაშვილური ტონით მკითხა, მილანში თავს როგორ გრძნობ, ხომ არავინ გაბრაზებსო. მეორე შეხვედრის დროს კი ხელი გადამხვია და მითხრა, იცოდე, თუ ვინმე გაწყენინებს, პირველად მე მითხარიო და თავისი პირადი მდივნის ტელეფონის ნომერი ჩამაწერინა. მასზე ბევრს ლაპარაკობენ, ხშირად უარყოფით კონტექსტში, პირადად ჩემი აზრი კი სილვიოს შესახებ დადებითია. ბერლუსკონი ძალიან მაგარი ტიპია, ხშირად ხუმრობს. მიუხედავად ასაკისა, ძალიან მხიარული ადამიანია. ვფიქრობ, მან იდეალურად იცის, ვისთან როგორ უნდა მოიქცეს.

- ბოლო დროს მასზე მართლა ბევრს ლაპარაკობენ და უმეტესად უარყოფით კონტექსტში. მისი სკანდალებისა და პოლიტიკური პრობლემების შესახებ „მილანის“ ფეხბურთელები არ საუბრობთ ხოლმე?

- ბერლუსკონიზე მხოლოდ გამოცდილი, ასაკოვანი ფეხბურთელები ლაპარაკობენ ხოლმე. მე პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს.

- წარმოშობით ყაზახეთიდან ხართ და შეგიძლიათ როგორც გერმანიის, ისე რუსეთის ნაკრებში თამაში. ამ თემაზე უკვე ფიქრობთ?

- თუ საკლუბო დონეზე კარგად ვითამაშებ, სანაკრებო თემაც თავისით მოვა. ჯერ არ ვიცი, სად მირჩევნია, რუსეთის ნაკრებში თუ ბუნდესგუნდში, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ძალიან გამიხარდება, თუ გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ჩემით დაინტერესდება.

"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
ლეონარდუ სანტუში თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
"ეს დაწყევლილი ფეხბურთი!" - გაბრაზებულმა ენრიკემ "სპორტინგთან" მარცხის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
[VIDEO] "ბოდო გლიმტმა" "მანჩესტერ სიტისთან" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
წიტაიშვილს და აბუაშვილს "მეცში" ახალი მწვრთნელი ჰყავთ
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
იური ტაბატაძის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა