ჟერომ შამპანმა ფეხბურთში რეფორმების გასატარებლად იდეები წარმოადგინა, რომელთა რეალიზებას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს
ფიფას პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ჟერომ შამპანმა ფეხბურთში რეფორმების გასატარებლად იდეები წარმოადგინა, რომელთა რეალიზებას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს.

"უამრავ რამეს გთავაზობთ. უნდა შემოვიღოთ წესი, რომლის თანახმად, მხოლოდ კაპიტანს უნდა ჰქონდეს მსაჯთან საუბრის უფლება. შეხედეთ ახლა, როგორ მირბიან მოთამაშეები წარამარა არბიტრთან, უყვირიან მათ - ეს დაუშვებელია. მაგალითად, რაგბიში მხოლოდ კაპიტანს აქვს უფლება, ესაუბროს მსაჯს, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში კი საჯარიმო ინიშნება და მსგავსი რამ იქ აღარ ჭრის.

ამასთან, შემომაქვს წინადადება, ყვითელ და წითელ ბარათებთან ერთად, შემოვიღოთ ნარინჯისფერი ბარათიც, რომლითაც მოთამაშეს მოედნიდან დროებით გავაძევებთ. მაგალითად, ჰოკეიში მოედანზე ვითარების განსამუხტავად იყენებენ ორი წუთით გაძევებას და არა - თამაშის ბოლომდე.

ასევე, გამოვდივარ დამატებით ტაიმებში მეოთხე შეცვლის უფლების დანერგვის ინიციატივით. ამ დროს გუნდები მეტწილად პენალტების სერიის მოლოდინში არიან და დრო მშვიდად გაჰყავთ. დასვენებული მოთამაშის შემატება კი გუნდებს შეტევაში წასვლისკენ წააქეზებს.

უნდა გავაუქმოთ სამმაგი დასჯა, როდესაც მოთამაშე საკუთარ საჯარიმოში ჯარიმდება - მას აძევებენ, მისი გუნდის კარში ინიშნება პენალტი, პლუს - გაძევებული მოთამაშე ტოვებს შემდეგ მატჩს. ამ შემთხვევაში ყვითელი ბარათი და პენალტი დასასჯელად საკმარისი მგონია.

დაბოლოს, მხარს ვუჭერ ვიდეოტექნოლოგიების დანერგვას. დღეს სულ უფრო ბევრ სტადიონზეა ინტერნეტი და ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია, სმარტფონში ნახოს, ვთქვათ, იყო თუ არა თამაშგარე. იგივე შესაძლებლობა არ აქვს არბიტრს. ასე რომ, ფრთხილად და თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ავითვისოთ ეს ტექნოლოგიები", - ამბობს ფრანგი კანდიდატი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს არჩევნები 26 თებერვალს გაიმართება.

georgiano
გულშემატკივარი: ყოჩაღ შენ მეგობარო! ეს ადამიანი ფეხბურთის ფედერაციაში უნდა მუშაობდეს!
გულშემატკივარი
მხოლოდ გაძევების ნაწილში არის ეს იდეა უფრო ნათლად ჩამოსაყალიბებელი. საჯარიმოში დარღვევა: 1. უხეშობა; 2. ძალიასმიერი ორთაბრძოლა და ამ ბრძოლაში ძალის გადამეტება; 3. არასპორტული საქციელი; 4. უკანასკნელი იმედის ჯარიმა (ეს საჯარიმოს გარეთაც შეიძლება მოხდეს), აკრძალული ხერხით შეჩერება; 5. ე.წ. ხელით განზრახ თამაში, ან "ბურთმა მოძებნა ხელი"-ს პრინციპი. დანარჩენი თქვენ მიამატეთ :))))) მოკლედ, 1. თუ უხეშობას აქვს ადგილი შესაძლოა ამ დროს გოლი სულაც არ გადიოდეს, ამიტომ გაგდება დაუშვებელია, პენალტი და ყვითელი, ან პენალტი და დროებით გაძევება საკმარისია. თუკი უხეშად მოცელა მეტოქე და ამ დროს გოლის გასვლის რეალური შანსი იყო უნდა მისცე პენალტი, ყვითელი და დროებითი გაძევება (ყვითელი იმიტომ, რომ განმეორების შემთხვევაში გაძევება უნდა იყოს); 2. ხშირია საჯარიმოში ძალიასმიერი ორთაბრძოლები, მაგრამ უხეშობის გარეშე, ამ შემთხვევაშიც პენალტი და ყვითელი საკმარისი. ანუ თუ უხეშობა არ იყო გაძევება თუნდაც დროებითი არ არის საჭირო, მაგრამ ყვითელი აუცილებელია, უნდა გაფრთხილდეს. თუ უხეშობა იყო გოლის ალბათობით, მაშინ 1-ლი პუნქტით. 3. ეს შეიძლება არ იყოს უხეშობა, ანუ ტრავმის ალბათობით, მაგრამ მაისურზე "გამობმა" და ა.შ. აუცილებელია ყვითელიც და დროებითი გაძევებაც. 4. ეს არის მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლის შემთხვევაში, ყვითელი და დროებითი გაძევება, თუ საჯარიმოშიაპენალტიც, მაგრამ წითლის გარეშე, თუ უხეშობა, ან არასპორტული საქციელი არ იყო, მაგალითად დაბლოკვა და მსგავსი რაღაც წითლით არ უნდა ისჯებოდეს. თუ კი ეს შემთხვევა მაისურის დაქაჩვას, ხელით შეჩერებას, არასპორტულ საქციელს თუ უხეშობას შეიცავს მაშინ საჯარიმოს შიგნით წითელიც შეიძლება, გარეთ კი თუ ტრავმის ალბათობა არ არის მაშინ წითელი არ არის აუცილებელი. 5. ხელით "ნებსით" თუ "უნებლიედ" თამაში, თუ აშკარად განზრახ ხელით თამაშია, მაშინ ყვითელს პლიუს დროებითი გაძევება და პენალტი, თუ ბურთი პირდაპირ კარში მიდის მაშინ პენალტიც და გაძევებაც. თუ კარში არ მიდის, მაგრამ გადაცემა იჭრება, ანუ "არაგანზრახ" ხელის თამაშია, ამ შემთხვევაში მხოლოდ პენალტი მაქსიმუმ, ან დროებითი გაძევება. იმ ადგილებში სადაც ვამბობ ყვითელს და დროებით გაძევებას, ბევრ შევთხვევაში შეიძლება შემოვიფარგლოთ მხოლოდ ერთ-ერთით, მაგრამ თუ უხეშობას აქვს ადგილი, არასპორტულ საქციელს ან ხელით მოწინააღმდეგის შეჩერებას მაშინ ორივე უნდა გამოვიყენოთ, რადგან ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, რომ შეიძლება გაძევებულ იქნეს და მომდევნო ერთ, ან ორ თამაშს გამოტოვებს. თუ წაიკითხეთ ხომ კარგი, თუ არა და მე ჩემი აზრი ვთქვი, საინტერესო იქნება ამ თემის განხილვა სპეციალისტებთან ერთად :)))))
giga
ნამდვილად ვეთანხმები ყველა პუნქტს
ua-football: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ხელფასი გამაოგნებელია - ბევრს არც დაესიზმრება
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია
მამარდაშვილი: ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, ერთად გამოვასწოროთ თამაში
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
ლიეტუველთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების სუსტი ადგილების გამოყენებას უნდა შევეცადოთ
ბასტონის შეძენა "ბარსელონას" 70 მილიონი დაუჯდება
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
U19 | საქართველო 6:2 ყაზახეთი
სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
დარჩება მუნდიალის შემდეგაც? - სკალონიმ არგენტინის ნაკრებში თავის მომავალზე ისაუბრა
სილვას "ბარსელონაში" სურს - ტრანსფერზე გადაწყვეტილებას დეკო მიიღებს
ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - "ბარსელონას" უმნიშვნელოვანეს მატჩებში რაფინია გამოაკლდება
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალში" ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ისაუბრა
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
პსჟ-ის კაპიტანი მშობლიურ გუნდში - მარკინიომა თავისი გეგმები გაამხილა
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
ფიფა: ვის აირჩევს საფეხბურთო სამყარო? [ნაწილი I]
ფიფას ახალი პრეზიდენტი პირველი ცდით ვერ აირჩიეს
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
ფიფას პრეზიდენტის არჩევნები: ზეპ ბლატერი დეკემბრამდე დარჩება
ფიფას პრეზიდენტის არჩევნები: ვინ გახსნის შამპანურს?
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ჯანი ინფანტინო ფიფას ახალი პრეზიდენტია
ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატები დამტკიცდა