22 წლის ქართველი ფეხბურთელი ბოსნიის პრემიერლიგის პოპულარული კლუბის შეკრებაზე ერთი თვე იმყოფებოდა
ლევან კუტალია ოფიციალურად გახდა მოსტარის "ზრინსკის" ფეხბურთელი. 22 წლის ქართველი ბოსნიის პრემიერლიგის პოპულარული კლუბის შეკრებაზე ერთი თვე იმყოფებოდა და მისი საკითხი დადებითად გადაწყდა.

"ორიოდე დღის წინ ხელმძღვანელობამ დამიბარა და კონტრაქტზე დავილაპარაკეთ. საკმაოდ კარგი პირობები შემომთავაზეს და ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. შვიდი წლის წინ "ზრინსკიში" ხორვატიის ნაკრებისა და ამჟამად "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი 17-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. მეც სწორედ 17-ნომრიანი მაისურა გადმომცეს და მითხრეს, მოდრიჩის მსგავსად უნდა ითამაშოო. ამ ნდობამ ძალიან გამახარა", - ამბობს კუტალია.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პირობებითაც კმაყოფილია: "ბოსნიური კლუბების პირობებს კარგად ვიცნობ. ორი წელი სარაევოს "სლავიაში" ვირიცხებოდი, რომელიც ბოლო წლებში ბოსნიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. "ზრინსკი" კი მიმდინარე ჩემპიონატში ბოლოდან მესამე ადგილზეა. მართალია, მოსტარელებს ფინანსურად არ უჭირთ, მაგრამ მოსალოდნელზე უკეთესი პირადი კონტრაქტი შემომთავაზეს.

ამ კლუბში თამაში ფეხბურთელისთვის რეკლამაცაა. კლუბი ბოსნიის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელია, მის ფეხბურთელებს ევროპაში საკმაოდ ხშირად ყიდიან, ასე რომ, ჩემთვის მისაღები ვარიანტია."

"ზრინსკის" მთავარმა მწვრთნელმა სლავენ მუსამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა: "ჩვენმა შტაბმა კუტალიას დატოვება გადაწყვიტა. შენაძენით კმაყოფილები ვართ, რადგან ლევანს შეტევის გამწვავება შეუძლია."

Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ" - იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს