გაგაცნობთ საკლუბო და სანაკრებო მწვრთნელთა ხელფასებს
2005 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრების თავკაცებში ყველაზე ცოტა ხელფასი კახა ცხადაძეს აქვს - თვეში 40 ათასი დოლარი (წელიწადში 480 ათასი დოლარი, ან 440 ათასი ევრო) - მაგრამ, სწორედ ცხადაძის ხელფასს მოჰყვა ყველაზე დიდი აჟიოტაჟი და, როგორც ჩანს, მისი მოხსნის საბაბიც გახდება.

თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი წელიწადში, ბევრია ეს თუ ცოტა?

ქართული ფეხბურთი საერთაშორისო საფეხბურთო ინდუსტრიის ნაწილია (ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს) ამიტომ, ცალკე მწვრთნელის ხელფასის განხილვა და მისი მისადაგება მხოლოდ ქვეყნის მდგომარეობაზე, საერთაშორისო საფეხბურთო კონტენტის უგულველყოფით, არასწორ, პოპულისტურ ნაბიჯად მიგვაჩნია.

ვნახოთ, რა მდგომარეობა სამწვრთნელო ხელფასებსა და ჰონორარებში დღევანდელ საფეხბურთო მსოფლიოში. დღეისათვის ყველაზე მეტ ანაზღაურებას იღებს ხოსეპ გვარდიოლა, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნში" წელიწადში 14,8 მილიონი გირვანქა აქვს (20,7 მილიონი დოლარი).

შემდეგ მოდიან არსენ ვენგერი და ლუი ვან გაალი (თუ ამ წერილის დაწერისას უკვე არ გადააყენეს). დღეისათვის მსოფლიოში 5 მწვრთნელი მაინც იღებს 10 მილიონ დოლარზე მეტს წელიწადში. ისინი ვარსკვლავები არიან და ბუნებრივია, ცხადაძეს არ ვადარებთ, მაგრამ მაინც აღვნიშნავთ, რომ გვარდიოლას ხელფასი 43-ჯერ მეტი აქვს, ვიდრე კახა ცხადაძეს.

ცხადაძე ნაკრების თავკაცია, ამიტომ სანაკრებო მწვრთნელებზე გადავერთოთ. "ფორბსმა" 2014 წლის მუნდიალზე მონაწილე 32-ვე მწვრთნელის ხელფასი გამოაქვეყნა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ჰყავდა რუსეთის ნაკრებს. იტალიელი ფაბიო კაპელო 11,2 მილიონ დოლარს იღებდა, ეს კი საშუალოდ რუსეთის მოქალაქეზე 763-ჯერ მეტი იყო მაშინ.

მეორე ადგილზე იყო ინგლისელთა თავკაცი როი ჰოჯსონი - 5,8 მილიონი დოლარი, მესამეზე - ჩეზარე პრანდელი (იტალია) - 4,3 მილიონი დოლარი. მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის, გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი მხოლოდ მე-6 ადგილზე იყო - 3,6 მილიონი დოლარით.

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ყოველთვის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელს არ მოაქვს წარმატება.

32-გუნდიან სიას რომ ჩავყვეთ, ბოლო ადგილზე ვნახავთ მექსიკელთა ნაკრების ყოფილ თავკაც მიგელ ერერას (რომელიც მერე ჟურნალისტის ცემისთვის გააგდეს). ერერას მუნდიალამდე არც ისე დიდი ხნით ადრე დაუძახეს და მის ნაკრებს თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. ყველაფერი ამისთვის კი მან ყველაზე ცოტა მიიღო - 209 ათასი დოლარი.

როგორც ხედავთ, მექსიკის ნაკრების თავკაცი ორჯერ (და მეტად) ნაკლებს იღებდა, ვიდრე ცხადაძე.

სულ კი მუნდიალის მონაწილე 32 ქვეყნიდან 7-ის მწვრთნელზე მეტია ქართველი სპეციალისტის ხელფასი: ხორხე ლუის პინტო (კოსტა რიკა, 440 ათასი დოლარი); ფოლკერ ფინკე (კამერუნი, 394 ათასი), სტეფან კეში (ნიგერია, 292 ათასი), საფეტ სუშიჩი (ბოსნია, 352 ათასი), ნიკო კოვაჩი (ხორვატია, 271 ათასი), ჯეიმს კვესი აპია (განა, 251 ათასი) და ზემოთნახსენები ერერა.

როდესაც ბოსნიელი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი იაპონელებმა 2018 წლის მუნდიალისთვის მწვრთნელად დანიშნეს, მას 2,27 მილიონი დოლარი დაუნიშნეს ხელფასად.

შევეშვათ დალხენილ იაპონიას და მეზობლებში გავიხედოთ - ხორვატ რობერტ პროსინეჩკის აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად დანიშნვნისას წელიწადში 1,5 მილიონი დოლარი დაუნიშნეს (წყარო ხორვატიულია) ხელფასად. აზერბაიჯანის ნაკრები ჩვენსას ვერ სჯობს, ქვეყანა ჩვენზე ძალიან ბევრად დალხენილიც არ არის, მაგრამ ეროვნული ნაკრების თავკაცს სამჯერ და მეტად მეტი ანაზღაურება აქვს.

ყაზახეთის ნაკრებში იური კრასნოჟანი წელიწადში 2,7 მილიონ დოლარს იღებდა. მან თანამდებობა 1 იანვარს დატოვა. სამაგიეროდ, უკრაინის ნაკრების თავკაცის, მიხაილ ფომენკოს ხელფასი ზოგიერთი გამოცემის მიხედვით, მხოლოდ 16 ათასი დოლარია.

გავიხსენოთ თემურ ქეცბაია, მას საქართველოს ნაკრებში ცხადაძეზე მეტი ხელფასი ჰქონდა, შემდეგ კი გუნდიდან წავიდა და ახლა კვიპროსის აპოელ-ის თავკაცია. კვიპროსული წყაროების ცნობით, ქეცბაიას ამჟამინდელი ანაზღაურება თვეში 42 ათასი დოლარია. ოდნავ მეტი, ვიდრე ცხადაძის.

სხვათა შორის, ცხადაძე ნაკრები ბაქოს "ინტერიდან" მოვიდა, სადაც მას დაახლოებით ისეთი ანაზღაურება ჰქონდა, როგორც ახლა საქართველოში აქვს.

დაბოლოს, ერთი საკითხიც - ევროპულ ქვეყნებში საფეხბურთო ჩინოვნიკებს მწვრთნელების გაშვება ძვირ სიამოვნებად უჯდებათ. წარმოიდგინეთ, რომ მათ იცავს კონტრაქტი და ხშირ შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული სრული თანხის დაფარვა უწევთ, ამას კი ახალი მწვრთნელისთვის მისაცემი ანაზღაურება ემატება.

აქ კი? დღეს ისე ჩანს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, ცხადაძეს მაქსიმუმ ზაფხულამდე შეეძლება ხელფასის აღება. ნუთუ, ჩვენთან მწვრთნელებს კონტრაქტი არ იცავს?

zura
ცხადაძე არის ავანტიურისტი მწვრთნელი, ასევე ჭარბად ემოციური, ვერანაირ წარმატებას ის ვერ მიაღწევდა ნაკრებში, მარტო ის ეყოფა მაგას თავის შვილს რომ ათამაშებდა - რომელიც ნამდვილად არაკვალიფიცირებული იყო ნაკრებისთვის. შოტლანდიასთან ერთი მოგება ვერ გადაფარავს შემდგომ სამარცხვინო წაგებებს..მარტო ესტონეთთან კმარა -წაგება წაგებით მაგრამ ყოვლად უსუსური თამაში. ჩხადაძეს შევადარებდი დღევანდელ უქნარა მინისტრებს და მათ მოადგილეებს , რომლებიც მცონარობაში იმხელა დანამატებს იღებენ. შესარჩევში მოხვხვდით უსუსტეს ჯგუფში და ღმერთმა ინებოს ერთი ნორმალური მწვრთნელის ყოლა
თენგო
"realoba"-ს. ხელშეკრულება რაც არის კარგად ვიცი. იურისტი ვარ და საერთაშორის ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობ. ხელშეკრულების გაუქმება რომ შეუძლია ფედერაციას გასაგებია. სწორედ მაგიტომ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს მეორე მხარეს, რადგან ცალმხრივად, შეთანხმების გარეშე წყვეტს თანამშრომლობას. კობიაშვილის ფეხბურტელობის დონე კავშირში არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის დონესთან. ანუ, სტადიონის ბალახიდან პირდაპირ ფედერაციის ხელმძღვანელის სავარძელში გადაჯდომა არ მიმაჩნია მართებულად. გარკვეული ადმინისტრაციული გამოცდილება უნდა ქონდეს. ზეპ ბლატერი, ჟოაო აველანჟი, სტენლი როუზი და სხვები(არც ცნობილი ჟიულ რიმე) ყოფილან კარგი ფეხბურთელები, მაგრამ იყვნენ საუკეთესო მენეჯერები. ჰოდა, კობიაშვილს ჯერ რაღაც ეკეთებინა, მიერო გამოცდილება, ესწავლა მართვა და შემდეგ გამოეტქვა პრეტენზია სფფ-ს პრეზიდენტობაზე. ხომ ხედავთ, აღმასკომიც არ დაეტანხმა და ისევ ცხადაძესთან მოლაპარაკება ურჩია და ნაცქარები ნაბიჯი დაუწუნა. უკვე საჯაროდ გაცხადებულ ხადაძის გაშვებას ვეღარ ცვლის(ენამ გაუსწრო). რჩება სიტუაციის შელამაზების შანსი და კომპენსაციეზე შეთანხმება. ცხადაძის ადგილზე ცივილიზებული ადამიანი არაფერს დათმობდა და ბოლომდე გაიტანდა თავის სიმარტლეს. თუმცა, კახაში სესაძლოა ისევ "ქართველობამ" იმძლავროს და დათმოს.
zviadi
ვისაც ცხადაძე არ უნდა ფეხბურთს არ უყუროს გამორთოს ტელევიზორი და გააკეთოს და ითვალოს ფულები
realoba
თენგო, საკლუბო კონტრაქტი ერთ გვერდიანი და რამოდენიმე სიტყვიანი არაა! იქ არის გარკვეული მუხლები, რომლის საფუძველზეც კონტრაქტი და ტრენერთან კლუბის (თუ ნაკრების) ურთიერთობა შეიძლება რომ ვადამდე ჩაიშალოს. ანუ კონტრაქტი არ დასრულდეს!
თენგო
თუ ცივილიზებულ და ისეტ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც კანონს ძალა აქვს, ცხადაძე 100%-ით მართალია. რა შუაშია, ვის, სად რამდენი ხელფასი აქვს. მდიდარია, თუ ღარიბი სახელმწიფო. გაფორმდა ხელშეკრულება, ანუ ორივე მხარის ინტერესი გატვალისწინებული იყო, შეთანხმდენენ, ხელი მოაწერეს. მორცა და გათავდა. კეთილი ინებონ და ხელშეკრულების პირობები შეასრულონ. 40მ 000 დოლარი ვირაცისთვის ბევრია, ვიღაცისთვის ცოტა. კახაა ცხადაძისტვის არის ხელფასი და ისუნდა მიიღოს. სხვა შემთხვევაში ეკუთვნის კომპენსაცია. ეს არის კანონით და მე არ მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც კანონს არაფრად აგდებენ. რაც უკვე მოხდა, არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. ანუ, ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდია და იქ ჩაწერილ სიტყვებს და ციფრებს მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ აქვს, როცა ძლიერ მხარეს(ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს) სურს.
ბურდღუნა
ამ დღეებში ჭყონიამ მოუწოდა ქართველ ემიგრანეტბს, დაბრუნდით საქართველოში და მიხედეთ სამშობლოსო, მარტო სუხიშვილების კონცერტზე რომ ბღავით-ტირიხართო. და ამის მერე რომელი გამოჩენილი ქართველი იმუშავებს საქართველოში, 6 თვე ხალიავაზე ამუშავეს კაცი და ეუბბნე´ვეიან, უხოდიტე ვონ. რა სტიმული აქვთ ამის მერე ფეხბურთელებს ან სხვა კარგ მწვრთნელებს? დღეს ცხადაძეა, ხვლა სხვა იქნება.
lelo
ლევან ფეხბურთის ბალეშიკები შენს გვერდით ვდგეართ!! ნუ უსმენ ბოღმა ხალხს ვინც ყელაფერში პოლიტიკა ხედავს!
ქუთაისელი
კახა ცხადაძე არ არის სწორი სათქმელი თავიდანვე ეთქვა ძლივს რომ ვათქმევიეთ ამ ბლეყვე .ფულის შოვა თუ უნდოდა ეშოვა აზერ-ში არველაძეების მხარე არის ნაც-ბოზების მხარე და სიჭინავამ მისცეს ის რაც დაპირდა რა ცოტა წაიღო მაგენმა და რომ არ ლაპარაკობთ ქეცბაიამ და რა ქნეს? დააქციეს ქართული ფეხბურთი თვითონ კი გამდდიდრდნენ. ეხლა 40 ათასი დოლარის ანუ 100000 ლარის გადახდა არ შეიძლება დაიმსახუროს და წავახალისოდ. გაიყვანოს გუნდი ფინალში და მივცეთ.გაიხსენეთ რა ქნეს ხორვატებმა დაქცეულ ქვეყანაში უკან დააბრუნეს ფული და გაჭირვებულებს დაეხმარნენ.ეს კიდევ 10 თვეში მილიონერი ხდება ტირის და არავის ეხმარება და თანაც არ ამბობს 1წწ-ში მილიონერი რომ ხდება.ამიტომ მლიქვნელია-გავათავისუფლოთ და ახალი გვინდა.ვონ.
gizog
''დიდია თუ პატარა ცხადაძის ხელფასი'' ისე ვსვათ საკითხს, თითქოს ცხადაძე, საქართველოს ერთი ოკუპანტივით შემოიჭრა ფედერაციაში, დაიკავა ფედერაცია, თავის თავი აღიარა ნაკრების მთავარ მწვრთნელად და დაინიშნა თვეში 120 ათასი ლარი. ან არჩევნები გააყალბა და მიითვისა მთავარი მწვრთნელობა. მგონი ასე არ ყოფილა. მოიწვიეს და სთხოვეს ემუშავა ფედერაციაში შეუთანხმდნენ ხელFასზე და რაკი წინა მწვრთნელი თვითონ გაუშვეს დაკომპესაცია გადაუხადეს ახალ მოწვეული კაცი 6 თვე უხელფასოდაც ამუშავეს. ეხლა ვდგევართ და ათასჯერ ვიმეორებთ ეს რამხელა ხელფასია და რამხელა ხელფასია. ისე კაცი, რომ 10 წელზე მეტი ევროპაში, თანაც გერმანიაში გაატერებ, ბევრი თუ არა დადებული ხელშეკრულების პატივისცემა მაინც უნდა ისწავლო, თორემ ჩვენ კანონისა და ხელშეკრულებების უპატივცემობლით გჭირს რაც გჭირს. ეს უკანასკნელი კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან კარგად ავითვისეთ.
11
აზერბაიჯანის ნაკრები ჩვენსას ვერ სჯობს, ქვეყანა ჩვენზე ძალიან ბევრად დალხენილიც არ არის-ოო:)) ავტორს ვეკითხები,მართლა ასე ფიქრობს რომ აზერბაიჯანი ჩვენზე ბევრად დალხენილი მაინცდამაინც არაა????მართლა ასე ფიქრობთ???მიუხედავად ამჟამინდელი კრიზისისა რაც ბაქოშია,ჩვენთან შედარებით დალხენილი კი არა,1000-100 შეფარდებითაა თუ ციფრებში გადავიყვანთ.1000 ბაქო და 100 თბილისი.
Joras
ჟორა შენ თვითონ თუ უყურებ ფეხბურთს და საერთოდ საფეხბურთო სიახლეებს, ცხადაძემ თვითონ თქვა იქაური კლუბი გაკოტრდა და კაპიკს ვეღარ ვიღებდიო და შენ ამტკიცებ რომ იქაური პირობები დატოვა და აქ წამოვიდა?!?!?! რომელი პირობები?!?! ჯერ კარგად გაერკვიეთ და მერე ილაპარაკეთ...
quTaiseli
ვისაც ცხადაძე უნდა მწვრთნელად სახლში წაიყვანოს და უხადოს თავის ჯიბიდან მილიონები არ გადაგვაყოლეს მთელი ქვეყანა ამ ერთ კაცს.აღარ კმარა ამ თემაზე საუბარი.
სანდრო
ჩვენტან მწვრტნელებს კი არა ფეხბურტელებსაც გაუშვებენ და მორჩა კონტრაქტი რომ იყო რაღაც დრომდე ვინ უყურებს მსგას?! ამატი აშენებული ფეხბურტი არ გაიშვაა საქმოსნების ბუდეა მეტი არაფერი! პლიუს კიდევ ერტ სისულელეს აკეტებენ ცხადაზის გაშვებით რბილად რომ ვტქვა
merabi
ვეთანხმები ჟორას. ცხადაძე საქართველოში იმ პირობით დაბრუნდა, რომ დაახლოებით მაინც აზერბაიჯანში რომ იღებდა იმ დონის ხელფასი მიეღო. თქვენ მის ადგილას ასე არ მოიქცეოდით? როცა ახალ სამსახურს იწყებთ თქვენი ნებით, განა უფრო მაღალ (ან სულ მცირე იმავე) ხელფასს არ მოითხოვთ? თან კონტრაქტიც ხომ იყო ხელმოწერილი, განა უკონტრაქტოდ იმუშავებდა კახა ამდები თვე? დასკვნა - კობიაშვილი და ხეჩიკაშვილი ტყუიან ცხადძესთან 100%!
maia
ღმერთო თქვენის წყალობით მაინც იყოს ადამიანი ფულზე და ძალაუფლებაზე ფასეული,ან რაიმე კარგი მოგვივლინეთ რომ ამ ქვეყნიური სამოთხით ვიცხოვროთ..რომ სამუდამოში ნათლათ ვიყოთ..თქვენი მონა მორჩილი..მაია.ადამიანებო მიყვარხართ გულებსი
არჩილ ხოფერია
მწვრთნელის მაღალი ხელფასი შედეგების მომტანი რომ არაა ამას საქართ ველოს მაგალითზე კიდევ დამტკიცება უნდა? 2006 წელს შემდეგ მაღალანაზღაურებადმა მწვღთვნელებმა რაიმე შედეგს მიაღწიეს? რაღა თქმა უნდა არავითარი შედეგი არ გვქონდა. კიდევ რაღა დამტკიცება გჭირდებათ იმის გასაგებად, რომ მწვრთნელს კი არა ფეხბურთელებს უნდა მიეცეს ხელფასი და ისიც შედეგის მიხედვით.
ვააა, გაგონილა, კაცოოოოოოოო ? ? ?
ფეხბურთი შემაჯავრეს - ეს წუპაკი "ფეოლები" მილიონებზე ისე ლაპარაკობენ, როგორც პენიცილინზე!
ნუკრი
უბედური ქართული ფეხბურთი წურბელებისგან ვერ განთავისუფლდა ეხლა კალაძეების კლანი მიუჯდა "საწოვარს"
ჟორა
თქვენ .. 80%-ს. ბაქოში კაცს ხელფასი ჰქონდა და შესაბამისად დაგეგმილი ხარჯებიც. უარი თქვა, შეწყვიტა კონტრაქტი და წამოვიდა საქართველოში გარკვეული პირობებით. საბავშვო ბაღია? "გავათავე ლავაში -აღარ მინდა თამაში"? იმიტომ ვართ ასე დაქცეულები .... და უვიცებით სავსე რომაა ქვეყანა. აღარ გინდა ცხადაძე გადაუხადე კომპენსაცია და კაცურად უთახრი რომ გინდქ სხვა მოიყვანო, რათ უნდა ამას პრასტიტუტკობა და ქალივით ენის ჭარტალი. .... ეს კობიაშვილიც. არ გინდათ მაღალხელფასიანი მწვრთნელი? დააყენეთ დევდარიანი, მაისურაძე ან ვინმე ახალგაზრდა, მაგრამ დაივიწყეთ ნაკრები. და ვაფშე ფეხბურთს თუ უყურებთ როლელიმე?
hm
აზერების შესაძლებლობას ადარებთ? საქართველოს ნაკრების მწვრთნელს არ უნდა ჰქონდეს მაგდენი ხელფასი! დაიდოს უკრაინის, პოლონეთის ბულგარეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის და თუნდაც ისლანდიის ნაკრების მწვრთნელის ხელფასები! ვის ედრებით? მსოფლიოს მონაწილეებს? და იმათზე მეტი აქვს ამ ტლუს!
გიო
ფოლკერ ფინკეს კამერუნის ნაკრებში აქვს ცხადაძეზე ნაკლები ხელფასი. იქნებ ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტს ლეგიტიმური შეკითხვები გაჩენოდა ისე მოჩვენებითი ობიექტურობისთვის თორემ 125 ადგილზე მყოფ ნაკრებს ათეულის ნაკრებების მწვრთნელებს რომ ადარებს ცოტა უხერხულია!
Izi
Uფროსი ნოდარ ახალკაცის Xელფასი და შედეგები დავწეროთ. მთავრობის მეთაურს+მინისტრთა კაბინეტი= ცხადაძეს
გიო
თქვენ დოლარში რატომ მითვლით ხელფასს??? ლარში მისი ხელფასი ხელზე წელიწადში 1.2 მილიონი ლარია. წინა მწვრთნელებსაც 2.5 კურსში დაუთვალეთ აბა და რა სხვაობას მიიღებთ. მანიპულირებთ კურსის მეშვეობით და გგონიათ ჩვენ დებილები ვართ?!
kaxi
რა შედარებებია? ვის ადარებთ ცხადაძეს? რა დიდი მწვრთნელი ეგ არის ან ვინ იცნობს საფეხბურთო სამყაროში? ეს ძალიან დიდი თანხაა 20000 ათასიც ეყოფა, კობიაშვილი მართალია. ჯერ შედეგები დადოს და მერე მოითხოვოს მაღალი ხელფასი.
felisio
რატომღაც საქართველოში არავინ პატივს არ სცემს არც ხელშეკრულებას და არც უკვე დადებულ გარიგებას. თუ ხელშეკრულება არასწორედ იყო გაფორმებული სიჭინავას მიაკითხონ და თუ ყველაფერი წესრიგშია მაშინ რა უფლება აქვს ვინმეს კონტრაქტის ამოწურვამდე რაიმე მოსთხოვოს ცხადაძეს. შეეძლოთ უბრალოდ ეთხოვათ პირობების გადახედვა და თუ შეთანხმდებოდნენ შეიცვლებოდა კონტრაქტი თუ არადა იგივე უნდა დარჩენილიყო. რა გამოდის უცებ რომ კობიაშვილი (დავუშვათ) შეიცვალოს და ახალ პრეზიდენტს მწვრთელის კონტრაქტი არ მოეწონოს ისევ უნდა შეცვალოს?
jorj
აბსოლუტურად არაფრის მომცემი და მიკერძოებული სტატიაა, საოცარი შედარებებით :) "რა ვქნა ძმაო, შემიკვეთეს" ამბავია აქ :)) პაზორ!
lasha_king
ukve meramdene mikerdzoebuli statia... Revaz esec ert-erti matgania mgoni ( magdas vgulisxmob ) jurnalistia da savaraudod imati "bandis"
მაგდა
Revaz-ს. "ბრავო" ძმაო. მამაშენს კიდევ ყავს შენისთანა ჭკვიანი? რა ჟურნალისტები, რის არველაძეები... ბოდიში მაგრამ, ...!!!!
noe
საღოლ რევაზ. 100%
nika
ხალხო იმ ნაკრებსჰი იტამასჰაო რო ტერტ ვაფსე და ამ ტავრობამ გაამარტლა რუსეტი სპორტი სხვა პოლიტიკა სხვა
Revaz
რამდენს გიხდიან ეს არველაძეები ამ ჟურნალისტებს, ჯერ რა შედარებებია. მერე პატრიოტიო რომ გაიძახით საქართველოში პატრიოტოზმმა ჩამოიყვანაო... რომელ პატრიოტიზმზეა საუბარი, რუსეთთან აფხაზეთის ომი რომ გვქონდა წანაგები და წავიდა იმათ ნაკრებში ითამაშა?! დაავიწყდა ალბათ მაშინდელი თაობა აქ რო აღარ უშვებდა. თუ ის 21 წლამდეში ორი დღის დანიშნული ფულის გამო ბაქოში რომ წავიდა?! თქვენ საერთოდ უნდა ჩამოგართვან მუშაობის უფლება და ყველა ასეთ ჟურნალისტს, სალუქვაძის თამადობით...
Gogita
20000 საკმარისია
qutaisi
გვარდიოლას ადარებტ ცხადაზეს აპსუს საქარტველო ვისაც უყვარს ამდენს არ იყვირებს მიაგწიო უნდა სჰედეგს და მერე მოსტხოვე მაგალი ხელპასი ცხადაზე რომ მოვიდა ვიპიქრე ცოტა რამ სეიცვლება ეს რა მესმის როცა ასე დიდზე წავა საქმე სჰენიტ უნდა გადადგე სჰენზე დიდი მწრტვნელები წავიდნენ საქარტველოს ნაკრებიდან

რა მოინდომეს! გვარდიოლასა და ცხადაძეს შორის იმდენი მანძილია, რამდენიც დედამიწიდან იუპიტერამდე
Akaki
კი 120 ადგილზე ვართ :I და 1 ქულით ვუსწრებთ სომხეთს, ბაჰრეინს, სიერა კეონს ტაილანდს :D სამაგიეროდ გვისწრებენ ისეთი ქვეყნები როგორებიც არიან სენტ-კიტსი და ნევისი, ეთიოპია, ეთიოპია, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, არუბა, ჩადი და ჩრდილოეთ კორეა :D რო გადახედოთ რეიტინგს ბევრ ისეთ ქვეყანას აღმოაჩენთ რომილის სახელიც შეიძლება არც გაგიგონიათ, ნამდვილად უფრო მაღალ ხელფასსაც იმსახურებს მწვრთნელი როცა ესეთი საოცარი რეიტინგი გვაქ ;)
Zura
ცხადაძეს საქართველოს ნაკრებზე გული რო შესტკიოდეს დაბალ ხელფასზეც დათანხმდებოდა და არც ესე არ გახმაურებდა ამ ამბავს,მაგრამ ფული უფრო აინტერესებს და რა ქნას :D
ლაშა
გუნდითუ არ ვცდები 120 ადგილზეა,მერე რა გუნდებში თამაშობენ გადავხედოთ ჩვენი ფეხბურთელები ანუ შედეგი მაინც არ იქნება. ბავშვთა ფეხბურთს თუ არ მიხედეს არასდროს არაფერი არ იქნება.ხოდა მწვრთნელის ხალფასი 4-ჯერ უნდა შემცირდეს.თუ პატრიოტები ხართ და გული შეგტკივათ ასე უნდა იყოს,მაგრამ არ კიდიათ....ფული ბაბაია ფულიიიიი
megre
დღესდღეობით საქართველოს ნაკრების მწვრთნელისთვის გადახდილი მილიონები ხელფასის სახით მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მწვრთნელი თუნდაც გვარდიოლა, ლიოვი, მოურინიო... არის ქვეყნისთვის წყალში გადაყრილი ფული, რადგან დღევანდელი ჩვენი ფეხბურთელების დაბალი სათამაშო კლასის გათვალისწინებით შედეგი მაინც არ იქნება. მინისტრის და ფედერაციის პოზიცია სწორიცაა მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთებულიყო რომ საზოგადოებაში ამდენი კითხვა და ეჭვი არ გაჩენილიყო მათი ამ ქმედების გამო
akaki-s
იმიტომ რომ 40.000$ სწორედ რომ 100.000 ლარი გამოდის !
paata
აწი ბაჩანას ვინ გამოიძახებს დაერხა ბაჩანას
Akaki
ერთი თუ ორი დღის წინ მთელმა საქართველომ გავიგეთ რომ ცხადაძის ხელფასი წლიურად 1.5 მილიონი იყო, თვეში 120 000 გამოსდიოდა და ხელზე 100 000 იღებდა და დღეს რატომ იწერება რომ 40 000 აქვს? :)
romandro
50-ააააათასი ლარი თვეში ცხადაძეეეეს,მეტი რატომ უნდა გადაუხადონ სანამ შედეგს არდადებს ნაკრები?
gur
კარგ მრწვრთნელს რას ეძახით? მაგას მხოლოდ შედეგი განსაზღვრავს. რაღაც არ მახსენდება რომ ბაქოს ინტერს ჩემპიონთა თასი მოეგოს ცხადაძით..
kika
რატომ გიკვირთ 30 000 დოლარი? კარგი მწვრთნელის საბაზრო ფასი ასე ღირს.მოკლედ მუქთად გვინდა ყველეფერი ასე შორს ვერ გავფრინდებით
123
ძალიან ცუდი შედარებებოა გალეთებული. ეს გაზეთი ცხადაძის ადვოკატია თუ რა? არანაირი აზრი არ აქვს ნაკრებოს მწვრთნელისთვის ხელფასის გადახდას, მაშინ როცა ფეხბურთელი არ გყავს. პ.ს. თუ ობიექტური შეფასება უნდოდა ავტორს, მსოფლიოს რეიტინგში ჩვენს გვერდით მყოფ ნაკრების მწვრთნელებს უნდა შევადაროთ
ირაკლი
არ ვამბობ რომ ნაკრების მწვრთნელის ხელფასი 1200 ლარი უნდა იყოს, მაგრამ ის ხელფასი რაც ცხადაძეს აქვს ნაკრების მსოფლიო რეიტინგის გათვალისწინებით უდაოდ ბევრია. ეს ხელფასი ობიექტური იქნებოდა ნაკრები რომ ტოპ 50-ში შედიოდეს.. 20 000 ლარი ალბათ არ იქნებოდაცუდი ხელფასი.
levani
თუ შედარებაა აზერბაიჯანს და ყაზახეთს ნუკი ადრით, შეადარეთ კამერუნს, კოსტა რიკას, ხორვატიას, რომელიც ევროპული ქვეყანაა და არა ამ ნავთობის სახელმწიფოებს. საქართველოს მწვრთნელს 200000ევროზე მეტი არ უნდა ქონდეს წელიწადში
tngh
ბ-ნო simartle!!! "პოჩერკმა" გაგყიდა. ნუ ცდილობ საკითხის პოლიტიზირებას.
Zaza
ჰალილჰოჯიჩის ხელფასი ალჟირის ნაკრებში(რომელიც მუნდიალზე ჯგუფიდან გაიყვანა და რომ არა ნოიერიმგერმანიასაც სახლში გაუშვებდა)600ათასი დოლარი იყო
გელა1
რა შეჭამეთ ცხადაძე, თქვენ გახვალთ მსოფლიოს შესარჩევში ტრადიციულად ბოლოდან მე-2 ადგილზე.
ნამდვილი გულშემატკივარი
უკვე ეს მეტისმეტია რამხელა ხელფასებია არარის საჭირო ამათი რჩენა. ხალხმა ხმა უნდა აიმაღლოს. ფულს ვუხდით და თან მის შვილს ათამაშებს აზრზე არაა ფეხბურთის.. ნუ არცერთი. ნამდვილი ეროვნებით გმირი გვინდა ნაკრებში. ხელფასი გაიცეს მხოლოდ შედეგის მიღწევით.. ესარის ჩვენი გულშმატკივრის ლოზუნგი. რაც ამან ხელფასი წაიღო იმ თანხით ერთ პატარა სტადიონს მაინც გავაკეთებდით, სადაც მომავალი თაობა გაიზრდება. გიბრალტარს ბატონო კახა უთქვენოდაც დავამარცხებთ. კობი შენი გვჯერა მხოლოდ... იმედია გაგვიმართლებ მოლოდინს.. და ისტორიაში შეხვალ არამარტო მოედანზე საკუთარი თამაშით...
oto777
მე თუ მკითხავთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელს არ უნდა ჰქონდეს 5000 ლარზე მეტი თვეში. აქედან უნდა დაიწყონ და სწორედაც თუკი იქნება წინსვლა ეტაპობირივად უნდა მოხდეს შემდეგში წახალისება ხელფასის ზრდით. დღეს საქართველოში,ქვეყანაში სადაც ლუკმა პურის ფული არ აქვთ ხალხს,ამხელი თანხის გადახდა რამდენსაც ნაკრების მწვრთნელებს უხდიდნენ და უხდიან ახლაც უტვინობა და უნამუსობაა,მეი არაფერი.
Zaza
ხელფასებში შედარებებს ვაკეთებთ ასეული მილიონი დოლარების ბიუჯეტის მქონე საფეხბურთო კლუბებთან და ფედერაციებთან((((კაპელოს ხელფასს აბრამოვიჩი აძლევდა და როცა აბრამოვიჩმა უარი განაცხადა,რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ კაპელო გაუშვა და სლუცკი დანიშნეს.არც რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას არ გაჩნია საშუალება,რომ ნაკრების მწვრთნელს მილიონები გადაუხადოს
Zaza
აზერბაიჯანი ჩვენზე დიდად დალხენილად არ ითვლება?თითქმის 5ჯერ მეტია ბიუჯეტი,ხოლო თუ გავითვალისწინებთ ,,შავ,,ფულს,საერთოდ ...(((
რომეო
კარგით რა რა მისაღებია ფასია, 15-20 ათას ლარზე მეტი არ უნდა ჰქონდეთ, როცა ნაკრები ასეულშიც კი არ შედიც, 150 ლარია ქვეყანაში ადამიანის საარსებო მინიმუმი, რამდენი მილიონი ღატაკი ცხოვრობს ქვეყანაში. მაგას მიაქციეთ ყურადღება და ისე შეადარეთ სხვადასხვა ქვეყნის მწვრთნელებს. მილიონები წაიღეს და შედეგი არაფერი. მართალია სპორტის სამინისტრო არ უნდა გადაიხადოს მაგდენი თანხა. ცხადაძე კიდე ფულის ხამი ყოფილა რა ჩემცირება კაია მარა 30 ათასი დოლარს მიიღებდა თვეში ასეთი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი სირცხვილია. სანამ წინას რამდენი ჰქონდა რა გააკეთა მაგათ შედარებას თავს არ დავანებებთ არაფერი გვეშველება არც ფეხბურთში და საერთოდ არაფერში.
simartle
Ocnebebi sruldeba :-) fui 41 erts...
dato
Kargit Ra AR grcxveniat vis adarebt Ra mixcevebi aqvs cxadadzes cotaga aklia gvardiolamde da danarchenebamdec. Kobiashvils rac sheexeba ivanishvilis da misi tojinebisgan RAs moelit ? Me kargs arapers....
tngh
ჩივაძის და ყიფიანის ხელფასი 1 500 ლარზე მეტი არასდროს არ ყოფილა. გაიხსენეთ მათი შედეგები. გერმანიასთან, ინგლისთან და იტალიასთან წაგება არ აპატიეს. მაშინ დაიღუპა საქართველოს ფეხბურთი... აფსუს.
ამონა
ხორვატებს თამაშით თუ ვერ ვბაძავთ, პატრიოტობაში მაინც მივბაძოთ.
1
აწი ამათი ერთად მუშაობა შეუძლებელია. გარეთ ეს თემა პირველად ცხადაძემ გამოიტანა და თუ დარჩენა უნდოდა, არ უნდა შესულიყო დაპირისპირებაში.
vova
არ დაუნიშნავ დიდ ხელფასებს და დაიწყებენ მერე აქედან და იქედან "გამაზვებს" არ დაგავიწყდეთ ჭკუისკოლოფებს რომ სახემწიფო 50% წილში უზის დღგ სახით ამ ხელფასებში
grisha babu
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას აზერები ან ყაზახები თავის მწვრთნელს რამდენს უხდიან. ეს საქართველოა, ქვეყანას, სამინისტროს, ფედერაციას, აქვთ თავიანთი ბიუჯეტები. ამხელა თანხის გადახდა არ უნდათ, რაშიც მე პირადად და ასობით ათასი მოქალაქე/გულშემატკივარი სრულად ვუჭერთ მხარს! ეს ფული უნდა მოხმარდეს სხვა საკითხებს, თქვე უნამუსოებო, ბავშვებს კეტების და ბურთის ფული არ აქვთ და მშობლებს ახდევინებენ ფულს და ეს ცხადაძე თავისი ჯიბის ჟურნალისტებთან ერთად ტვინი გაღუნეს ერთი კვირაა! წადით რა შეგვეშვით!
kaxeli papa
ვესტ-ჰემის ახლანდელი მწვრტნელი სლავენ ბილიცი ,რამდენს იგებდა ტავისი ქვეყნის ნაკრების გაწვრტნასი-ხომ არ გახსოვტ? მე ასე მახსოვს-80 ატას დოლარს წელიწადსი, ტუ მესლება-ბოდისი. დასკვნა ტვიტონ გააკეტეტ.
ლადო
ჰოდა ამას რომ გააგდებენ საქართველოდან როგორც ლეკვს მერე კარლო კალ"ი"ადძე ნახევარ ფასში შეძლებს იგივეს
დათო
ჩემი აზრით საქსრთველოს შემთხვევაში მისაღები ხელფასია!!! სხვათაშორის ფომენკომ გუნდი ევროპაზე გაიყვანა, ჩვენ.....(((( ქეცბაიას ხელფასი 30000€ გამოდის 33000$ და არა 42000$, როგორ ითვლით საოცარია))))!!!!! თუ მართლა ხელფასის გამოა ეს აურზაური ატეხილი , სირცხვილია, რომ ვერ შეთანხმდნენ !!!! დაპირისპირება ალბათ ისევ " გრუზინული" ამბიციების გამო მოხდა !!!!!
tngh
ეს იმ ნაკრებების მწვრთნელების ხელფასებია, რომლებმაც თავისი გუნდები ფინალურ ეტაპზე გაიყვანეს.
პანტელეიმონი
კონტრაქტის მიხედვით ექვსი თვის კომპენსაციის გადახდა ეკუთვნის ცხადაძეს, მაგრამ სასამართლო დავის გარეშე ეს ამბავი ვერ მოგვარდება. დასადგენი იქნება რა ოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს ფედერაციმ ცხადაძეს, რადგან კომპენსაციის თანხას უნდა გამოაკლდეს, 50 ათასი დოლარი ცხადაძის ვალი ფედერაციისადმი და 2009 წელს ცხადაძის მიერ არ გადხდილი 40 ათასი ლარი, პლიუს ამ შვიდი წლის დარიცხული თანხა. ეს პროცესი სასამართლოში მინიმუმ წელიწად ნახევრით მაინც გაიწელება და ბოლოს ცხადაძე დაახლოებით 250 - 300 ათას ლარს აიღებს.
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ასეც ხდება - "სიტი" პრემიერ ლიგაში ბოლო 2 თვეში ყველაზე ცუდი კლუბია
უკრაინაში ტური გადაიდო, ფომენკომ კი სანაკრებო სია ჩამოწერა
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ანდრეი შევჩენკო დაინიშნა
ტრიუმფატორი მწვრთნელი ჟურნალისტის ცემისთვის გაუშვეს
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
Sky Sport: "სიტი" ზაფხულში" ამ შვიდი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
E-noticies: "სიტი" სეზონის ბოლოს გვარდიოლას გაუშვებს და ამ მწვრთნელს დანიშნავს
ᓤᓝᓢᓝ-NEWS: ᓐᓛᓩᓐᓢᓔᓑᓣᓚᓘ ᓛᓘᓒᓔᓚ ᓔᓠᓔᓠᓐ
ვიქტორ ხლუსი: ასე ეხმარებოდა "გურია" თბილისის "დინამოს"...
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ᓛᓘᓒᓔᓚ ᓔᓠᓔᓠᓐ: ᓐᓥ ᓘᓛᓘᓡᓗᓕᓘᓡ ᓐᓠ ᓛᓝᓕᓔᓓᓘᓗ, ᓠᓝᓛ 5 ᓛᓐᓢᓩᓘ ᓕᓘᓗᓐᓛᓐᓨᓝᓗ
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
შერიგება ერთი პირობით - გვარდიოლა და თავისი მეუღლე კვლავ ერთად არიან
სომხეთთან წაგების შემდეგ ბოსნიის ნაკრების მწვრთნელი გადადგა
"120 მილიონი რაში დახარჯეს?" - კაპელომ "მილანი" გააკრიტიკა
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"საქართველოს ნაკრები ის გუნდი აღარაა" - მონტენეგროელთა მწვრთნელი
კაპელო: კვარაცხელია ისეთი იყო, როგორც "ნაპოლიში" პირველ სეზონში
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
რობერტ პროსინეჩკი აზერბაიჯანის ნაკრებს ტოვებს
ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓐ-ᓛᓔᓥᓡᓘᓙᓐ 2:1 - ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓣᓠᓘ ᓡᓐᓡᓬᓐᓣᓚᓘ ᓤᓝᓠᓢᓐᓚᓔᓖᓐᓨᓘ
ᓮᓝᓠᓕᓐᓢᓘᓐ-ᓛᓔᓥᓡᓘᓙᓐ 1:3 - ᓮᓝᓠᓕᓐᓢᓘᓐ ᓨᓘᓜ ᓒᓐᓣᓨᓕᓔᓡ [VIDEO]
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
რობერტ პროსინეჩკიმ აზერბაიჯანის ნაკრები დატოვა
ბოსნიის ნაკრების მწვრთნელი რობერტ პროსინეჩკი გადადგა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
რობერტ პროსინეჩკი: საქართველოს ნაკრებს წარმოუდგენელი კონტრშეტევები აქვს
"კვარაცხელიაზე ამის დანახვამ გამაკვირვა! მას და სხვა ფეხბურთელებს კონტემ ეს გადასცა" - კაპელო სერია A-ს ბოლო ტურში ხვიჩას ასპარეზობაზე
უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ანდრეი შევჩენკო გახდეს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
არსენ ვენგერმა, მისი აზრით, მუნდიალის მთავარი ფავორიტი დაასახელა
ვენგერის აზრით, გერმანელთა წარუმატებლობის მიზეზი პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობაა
გვარდიოლა ზაფხულში "სიტიდან" წასვლას გეგმავს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"ნამცხვარი გადიდდება" - ვენგერი მუნდიალის ყოველ ორ წელიწადში ჩატარებაზე
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
"პსჟ თუ "არსენალი"? - კაპელომ გამარჯვებული ივარაუდა
ᓮᓝᓠᓕᓐᓢᓘᓐ VS ᓛᓔᓥᓡᓘᓙᓐ - ᓕᓘᓡᓘ ᓘᓥᓜᓔᓑᓐ ᓜᓐᓐᓓᓠᓔᓕᓘ ᓪᓠᓔᓛᓚᓘ?
"ინტერი" ტიტულს ვერ დაიცავს"- კაპელომ მომდევნო სეზონში სერია A-ს მთავარი ფავორიტები დაასახელა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
კაპელო: იამალი მესის მსგავსი გენიოსი არ არის
გვარდიოლაც საუდის არაბეთში? - ასეთ შემთხვევაში, პეპის ხელფასი რამდენჯერმე გაიზრდება
Football.ua: საქართველო-უკრაინა 1:1 დასრულდება
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ევრო 2016. C ჯგუფი. უკრაინა-ჩრდ. ირლანდია: უგულო და უგოლო უკრაინა [VIDEO]