ესპანურ შეკრებაზე მყოფი "ზესტაფონი" "მარბელას თასის" პირველ მატჩში პრაღის "სპარტასთან" 0:5 განადგურდა
აი, ასე დაიწყო "მარბელას თასი" ესპანურ შეკრებაზე მყოფმა "ზესტაფონმა". კომენტარი, ვფიქრობთ, ზედმეტია. გასაგებია, რომ პრაღის "სპარტა" სულაც არ არის ხელწამოსაკრავი მეტოქე, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის მიერ განცდილი 0:5, თუნდაც საკონტროლო მატჩში, მეტი რომ არ ვთქვათ, უსიამოვნო ამბავია.

ვფიქრობთ, შეხვედრის დეტალურ მიმოხილვას აზრი არ აქვს. ოქმში ნახავდით, რომ ჰეთთრიქი ჩეხთა კამერუნელმა ფორვარდმა ლეო კვეუკემ შეასრულა, დავიდ პაველკამ კი ქართველთა კარში წყვილი გოლი გაიტანა. "ზესტაფონის" კარის დარაჯმა ზურაბ მამალაძემ კი ისევე, როგორც "ლეხთან" ამხანაგურ მატჩში, აქაც თერთმეტმეტრიანი მოიგერია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ტურნირის ორგანიზატორებმა გრაფიკი შეცვალეს და "მარბელას თასის" ეს მეოთხედფინალური დაპირისპირება არა საღამოს, არამედ დღის პირველ ნახევარში გამართეს.

მარცხის მიუხედავად, გია გეგუჩაძის გუნდი ამ ტურნირზე ასპარეზობას განაგრძობს. "დამამშვიდებელ ეტაპზე" "ზესტაფონი" კიევის "დინამოსა" და დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" შორის დამარცხებულს უნდა შეხვედროდა, მაგრამ კიეველებს ესპანეთში ჩასვლა დააგვიანდათ და ნახევარფინალის საგზური ავტომატურად "დნიპროს" მიაკუთვნეს. "დინამოს" ამ მატჩში წაგება ჩაეთვალა და, შესაბამისად, "ზესტაფონის" მორიგი მეტოქე 5 თებერვალს სწორედ იური სიომინის გუნდი იქნება.

ზესტაფონი-სპარტა 0:5

ზესტაფონი: მამალაძე (46. რ. კვასხვაძე) – ბენაშვილი (46. ალადაშვილი), მ. კობახიძე, გ. ონიანი (46. გრუიცა), ელიავა – დაუშვილი (46. ჩიხლაძე), გორგიაშვილი (46. ძარია), აფციაური (46. ჭანკოტაძე), გრიგალაშვილი (46. ბაბუნაშვილი) – დვალი (46. ფიფია), წინამძღვრიშვილი (64. ს. ლომია).

სპარტა: ბლაჟეკი, რჟეპკა, პამიჩი, პოდანი (76. ზემანი), სიონკო (66. ჰუშეკი), მატეიოვსკი (76. პაველკა), კვეუკე (81. ლაჩნი), კუშნირი, ბრაბეცი, ვაცეკი (86. სკალაკი), კერიჩი (66. კადერაბეკი).

გოლები: 0:1 კვეუკე (15), 0:2 კვეუკე (40), 0:3 კვეუკე (54), 0:4 პაველკა (81), 0:5 პაველკა (84).

samtredieli
სამტრედიას რო გადაუარეს მაშინ არიყო ნამეტანი ?
dato
Ммм да ес укве араа сасацило...
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს