საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს 2010 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი და გუნდი გამოავლინა

ქართული მედიის 39 წარმომადგენელი მონაწილეობდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციულ საახალწლო რეფერენდუმში, რომელმაც საქართველოს 2010 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი და საუკეთესო გუნდი გამოავლინა.

რეფერენდუმი წლეულს ორმოცდამეხუთედ გაიმართა. ანკეტებში სულ დასახელებული იყო 36 სპორტსმენი - სპორტის 17 სახეობის წარმომადგენელი. საქართველოს 2010 წლის N1 სპორტსმენი გახდა საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "კლერმონის" მორაგბე დავით ზირაქაშვილი - 284 ქულა. მან წარმატებით ითამაშა სანაკრებო მატჩებში, თავის კლუბთან ერთად გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, მიწვეული იყო მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში.

საუკეთესოთა ათეულში 257 ქულით მეორე ადგილი ერგო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს და იტალიური "ვირტუსის" ფორვარდს, ვიქტორ სანიკიძეს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

248 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე გავიდა თავისუფალი სტილის მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე -2010 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

2010 წლის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. დავით ზირაქაშვილი (რაგბი) - 284

2. ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთი) - 257

3. გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - 248

4. ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) - 224

5. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) - 207

6. ელენე გედევანიშვილი (ფიგურული ციგურაობა) - 201

7. ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო) - 127

8. ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი) - 123

9. ჯანო ანანიძე (ფეხბურთი) - 118

10. დავით ხუციშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - 116

ათეულთან ახლოს იყვნენ ვარლამ ლიპარტელიანი(ძიუდო), ლევან ბერიანიძე (თავისუფალი ჭიდაობა), მანუჩარ მარკოიშვილი (კალათბურთი), უშანგი კუზანაშვილი (სამბო), მამუკა გორგოძე (რაგბი), ბაადურ ჯობავა (ჭადრაკი).

წლის საუკეთესო გუნდად აღიარეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, რომელმაც 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. საუკეთესოთა შორის დასახელდნენ აგრეთვე საქართველოს მორაგბეთა (2011 წლის მსოფლიოს თასის ფინალისტი), ძიუდოისტთა (ევროპის 2010 წლის გუნდური ჩემპიონი) და ფეხბურთელთა ნაკრები გუნდები.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის ლაურეატები:

1964 - სლავა მეტრეველი, 1965 - ომარ ფხაკაძე, 1966 - ალექსანდრე მეტრეველი, 1967 - ზურაბ საკანდელიძე, 1968 - ვიქტორ სანეევი, 1969 - ნონა გაფრინდაშვილი, 1970 - თინათინ ლეკვეიშვილი, 1971 - ლევან თედიაშვილი, 1972 - ვიქტორ სანეევი, 1973 - ლევან თედიაშვილი, 1974 - ლევან თედიაშვილი, 1975 - ნონა გაფრინდაშვილი, 1976 - ვიქტორ სანეევი, 1977 - დავით კვაჭაძე, 1978 - მაია ჩიბურდანიძე, 1979 - თემურ ხუბულური, 1980 - ქეთევან ლოსაბერიძე, 1981 - რამაზ შენგელია, 1982 - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები, 1983 - თეიმურაზ აფხაზავა, 1984 - მაია ჩიბურდანიძე, 1985 - დავით გობეჯიშვილი, 1986 - მაია ჩიბურდანიძე, 1987 - ლერი ხაბელოვი, 1988 - ნინო სალუქვაძე, 1989 - არ ჩატარებულა, 1990 - დავით გობეჯიშვილი, 1991 - არ ჩატარებულა, 1992 - კახი კახიაშვილი, 1993 - კახი კახიაშვილი, 1994 - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები, 1995 - გიორგი ვაზაგაშვილი, 1996 - ელდარ კურტანიძე, 1997 - გიორგი კანდელაკი, 1998 - გიორგი ასანიძე, 1999 - ნინო სალუქვაძე, 2000 - გიორგი ასანიძე, 2001 - გიორგი ასანიძე, 2002 - ელდარ კურტანიძე, 2003 - ელდარ კურტანიძე, 2004 - ზურაბ ზვიადაური, 2005 - რევაზ მინდორაშვილი, 2006 - ზაზა კედელაშვილი, 2007 - რამაზ ნოზაძე, 2008 - ირაკლი ცირეკიძე, 2009 - მანუჩარ ცხადაია, 2010 - დავით ზირაქაშვილი.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ ექვსგუნდიანი გახდება
ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
მიქაუტაძემ გოლის გემო გაიხსენა
დინამო თბილისი 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
"ლორიანმა" შანსები ვერ გამოიყენა - პსჟ-მ მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
[VIDEO] ეს უკვე საგანგაშოა - "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" განადგურდა
იეგოიანის მორიგი კარგი მატჩი - "ექსელსიორმა" ისევ გაიმარჯვა
ლოჩოშვილი შეცვლაზე შევიდა, მისმა გუნდმა კი 5:0 გაიმარჯვა
[VIDEO] კვერნაძის 74 წუთი, ბობჩეკის ჰეთ-თრიკი - "ფროზინონემ" "პარმა" დაამარცხა
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანომ" "ბეტისს" სძლია
სათადარიგო ქვილითაია და "ჰოლშტაინის" გამარჯვება "კაიზერსლაუტერნთან"
15-ქალა | პორტუგალიასთან ახალი სახეებით
"ჯადოქარი არ ვარ" - მარესკამ "სიტის" რთულ პერიოდზე ისაუბრა
"არ გამიმართლა, ჩემს დროს ნამდვილი მკვლელები იყვნენ" - რონალდო
"ამდენი გოლის გაშვების უფლება არ გვაქვს" - ალონსო "ჩელსის" მარცხის შემდეგ
"ვნანობ თუ არა, რომ ქომაგს დავარტყი?" - კანტონამ შეკითხვას უპასუხა
[VIDEOS] მამუკელაშვილის 13 წუთი ყოფილ გუნდთან და დონჩიჩის დაპირისპირება მწვრთნელთან და ქომაგთან - "ლეიკერსი" "სან ანტონიოსთან" დამარცხდა
"მადლობა საქართველოს პოლიციას და ბათუმს" - "ჰაპოელმა" განცხადება გაავრცელა
გულიაშვილმა ვერ ითამაშა, ზაბირიმ ისევ გაიტანა, "რასინგმა" ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა
[VIDEO] ზივზივაძე მოედნიდან უგოლოდ არ გადის - "ჰაიდენჰაიმმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
ტრანსფერი გამოირიცხა - "ატლეტიკომ" ალვარესი პსჟ-ის არ მიჰყიდა
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგრძლივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს