საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს 2010 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი და გუნდი გამოავლინა

ქართული მედიის 39 წარმომადგენელი მონაწილეობდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციულ საახალწლო რეფერენდუმში, რომელმაც საქართველოს 2010 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი და საუკეთესო გუნდი გამოავლინა.

რეფერენდუმი წლეულს ორმოცდამეხუთედ გაიმართა. ანკეტებში სულ დასახელებული იყო 36 სპორტსმენი - სპორტის 17 სახეობის წარმომადგენელი. საქართველოს 2010 წლის N1 სპორტსმენი გახდა საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "კლერმონის" მორაგბე დავით ზირაქაშვილი - 284 ქულა. მან წარმატებით ითამაშა სანაკრებო მატჩებში, თავის კლუბთან ერთად გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, მიწვეული იყო მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში.

საუკეთესოთა ათეულში 257 ქულით მეორე ადგილი ერგო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს და იტალიური "ვირტუსის" ფორვარდს, ვიქტორ სანიკიძეს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

248 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე გავიდა თავისუფალი სტილის მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე -2010 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

2010 წლის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. დავით ზირაქაშვილი (რაგბი) - 284

2. ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთი) - 257

3. გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - 248

4. ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) - 224

5. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) - 207

6. ელენე გედევანიშვილი (ფიგურული ციგურაობა) - 201

7. ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო) - 127

8. ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი) - 123

9. ჯანო ანანიძე (ფეხბურთი) - 118

10. დავით ხუციშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - 116

ათეულთან ახლოს იყვნენ ვარლამ ლიპარტელიანი(ძიუდო), ლევან ბერიანიძე (თავისუფალი ჭიდაობა), მანუჩარ მარკოიშვილი (კალათბურთი), უშანგი კუზანაშვილი (სამბო), მამუკა გორგოძე (რაგბი), ბაადურ ჯობავა (ჭადრაკი).

წლის საუკეთესო გუნდად აღიარეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, რომელმაც 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. საუკეთესოთა შორის დასახელდნენ აგრეთვე საქართველოს მორაგბეთა (2011 წლის მსოფლიოს თასის ფინალისტი), ძიუდოისტთა (ევროპის 2010 წლის გუნდური ჩემპიონი) და ფეხბურთელთა ნაკრები გუნდები.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის ლაურეატები:

1964 - სლავა მეტრეველი, 1965 - ომარ ფხაკაძე, 1966 - ალექსანდრე მეტრეველი, 1967 - ზურაბ საკანდელიძე, 1968 - ვიქტორ სანეევი, 1969 - ნონა გაფრინდაშვილი, 1970 - თინათინ ლეკვეიშვილი, 1971 - ლევან თედიაშვილი, 1972 - ვიქტორ სანეევი, 1973 - ლევან თედიაშვილი, 1974 - ლევან თედიაშვილი, 1975 - ნონა გაფრინდაშვილი, 1976 - ვიქტორ სანეევი, 1977 - დავით კვაჭაძე, 1978 - მაია ჩიბურდანიძე, 1979 - თემურ ხუბულური, 1980 - ქეთევან ლოსაბერიძე, 1981 - რამაზ შენგელია, 1982 - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები, 1983 - თეიმურაზ აფხაზავა, 1984 - მაია ჩიბურდანიძე, 1985 - დავით გობეჯიშვილი, 1986 - მაია ჩიბურდანიძე, 1987 - ლერი ხაბელოვი, 1988 - ნინო სალუქვაძე, 1989 - არ ჩატარებულა, 1990 - დავით გობეჯიშვილი, 1991 - არ ჩატარებულა, 1992 - კახი კახიაშვილი, 1993 - კახი კახიაშვილი, 1994 - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები, 1995 - გიორგი ვაზაგაშვილი, 1996 - ელდარ კურტანიძე, 1997 - გიორგი კანდელაკი, 1998 - გიორგი ასანიძე, 1999 - ნინო სალუქვაძე, 2000 - გიორგი ასანიძე, 2001 - გიორგი ასანიძე, 2002 - ელდარ კურტანიძე, 2003 - ელდარ კურტანიძე, 2004 - ზურაბ ზვიადაური, 2005 - რევაზ მინდორაშვილი, 2006 - ზაზა კედელაშვილი, 2007 - რამაზ ნოზაძე, 2008 - ირაკლი ცირეკიძე, 2009 - მანუჩარ ცხადაია, 2010 - დავით ზირაქაშვილი.

ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
"ორივე შემტევი მოგვწონს" - დეკუს "ბარსას" სატრანსფერო სამიზნეებზე ჰკითხეს
იამალი "ბარსელონასთან" 2030 წლამდე გაახანგრძლივებს
24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!
გადაწყდა - მოდრიჩი "რეალს" დატოვებს
ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის - ახალგაზრდული რუმინეთს დაუპირისპირდება
უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა
1 ნაბიჯში როლან გაროსთან - ბასილაშვილი კვალიფიკაციიც ფინალში ითამაშებს
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
"როცა საქართველოში ეს ვნახე, კულტურული შოკი მივიღე" - "რუსთავის" იაპონელი ფეხბურთელი
იოლანდამ "ნაპოლის" "ჩუმი ლიდერი" დაასახელა
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
2024/2025 წლების სეზონის MVP შეი-გილჯეს ალექსანდერი გახდა
"იცით, გული რაზე მწყდება?" - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
[VIDEO] "ინდიანას" საოცარი ქამბექი - "პეისერსმა" სტუმრად "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა
"დინამო ბათუმმა" თელავში ნავსი გატეხა, "გაგრა"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
"ბარსელონამ" ფლიკს კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
თქვენ ეს შეგიძლიათ? ხვიჩას კი შეუძლია...