რუსი ვარსკვლავი ტრავმამ დააღალატა
"ვაშინგტონ კეპიტალზის" ლიდერი, რუსი ფორვარდი ალექსანდრ ოვეჩკინი გამოტოვებს "ყველა ვარსკვლავის მატჩს". მიზეზი ტრავმაა, რომელიც ლიგის ვარსკვლავმა გუშინ, "ფილადელფიასთან" მატჩში მიიღო. დედაქალაქურმა კლუბმა შეხვედრა 3:4 წააგო. ოვეჩკინმა მოედანზე 19 წუთი და 58 წამი გაატარა და ქულა ვერ აიღო.

"ყველა ვარსკვლავის მატჩის" გამოტოვებისთვის, რუს ჰოკეისტს რეგულარულ ჩემპიონატში ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელოდება, კერძოდ, ოვეჩკინი მონაწილეობას ვერ მიიღებს 2 თებერვალს, "ფლორიდა პანტერზთან" შეხვედრაში.

გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, ოვეჩკინი მეტროპოლიტენის დივიზიონის კაპიტნად იყო არჩეული.

წელს, "ყველა ვარსკვლავის მატჩი" ახალი წესებით გაიმართება. თამაში შედგება სამი მინი-მატჩისგან "3x3"-ზე ფორმატში, თითო 20-წუთიანი ხანგრძლივობით. სულ მატჩში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი დაკომპლექტებული იქნებიან თითოეული დივიზიონის 11 საუკეთესო ჰოკეისტით. მატჩის გამარჯვებული მილიონ დოლარს მიიღებს.

"ყველა ვარსკვლავის მატჩი" 31 იანვარს, ნეშვილში გაიმართება.

ტამპა ბეი-ტორონტო 1:0

1:0, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 სტემკოსი-21 (სტრალმანი-18, ფილპულა-18).

ვაშინგტონი-ფილადელფია 3:4 (ო)

0:2, 2:1, 1:0, 0:1

გოლები: 0:1 ბ. შენი-12 (სიმონდსი-15, გოსტისბეერი-13), 0:2 რ. უაიტი-5, 1:2 ბურაკოვსკი-6 (ნ. შმიდტი-10), 2:2 ბექსტრიომი-16 (ოში-14, ელზნერი-12), 2:3 ვორაჩეკი-7 (ჟირუ-24), 3:3 ბურაკოვსკი-7 (კუზნეცოვი-34), 3:4 ვორაჩეკი-8 (გოსტისბეერი-14, ჟირუ-25).

კალგარი-ნეშვილი 1:2

0:1, 0:1, 1:0

გოლები: 0:1 რიბეირო-6 (კ. სმიტი-6, ეკჰოლმი-15), 0:2 შ. უებერი-12 (იოსი-25, იოჰანსენი-27), 1:2 ჯორდანო-11 (გოდრო-27, ბროუდი-21).

ლოს ანჯელესი-კოლორადო 3:4

2:0, 1:2, 0:2

გოლები: 1:0 დაუტი-10 (კოპიტარი-29, მუზინი-22), 2:0 ტ. ლუისი-5 (ლეკავალიე-3, დ. კინგი-2), 2:1 დუშენი-23 (ჯ. მიტჩელი-6), 2:2 ლანდესკოგი-12 (კომო-15, სოდერბერგი-25), 3:2 დ. კინგი-4 (ნოლანი-4, კარტერი-22), 3:3 ლანდესკოგი-13 (ბერი-25, დუშენი-19), 3:4 მაკინონი-18 (გრიგორენკო-11, სოდერბერგი-26).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა