ავსტრიაში დარეგისტრირებულ გუნდს "SV GEORGIA" ჰქვია და ჩვენი ბიჭები ქართული დროშისგამოსახულებიანი მაისურებით ასპარეზობენ
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ქართველთა სათვისტომო ჯერ არ არის შექმნილი, მაგრამ გვყავს საფეხბურთო გუნდი, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველმა ბიჭებმა ფუტზალის გუნდი ჩამოაყალიბეს და მოკლე ხანში წარმატებასაც მიაღწიეს.

ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ ავსტრიის ფუტზალის ფედერაციაში დარეგისტრირებულ გუნდს "SV GEORGIA" ჰქვია და ჩვენი ბიჭები ქართული დროშისგამოსახულებიანი მაისურებით ასპარეზობენ.

გვესაუბრება "SV GEORGIA"-ს დამფუძნებელი, მწვრთნელი და მოთამაშე მამუკა ჭიჭინაძე:

- 2010 წლის 9 მარტს ავსტრიის ფუტზალის ფედერაციაში დავარეგისტრირეთ გუნდი, სახელწოდებით "SV GEORGIA" (სპორტული საზოგადოება "საქართველო"), გვყავს 19 ფეხბურთელი, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში 13 მოთამაშეა. გუნდში ქართველებს გარდა (მოთამაშე მწვრთნელი მამუკა ჭიჭინაძე, გიორგი გიკაშვილი (კაპიტანი), შოთა თავდუმაძე, მირზა ბჟალავა, აჩიკო ბათურიშვილი, თემურ განიაშვილი, გივი ბედოშვილი, ირაკლი ავალიანი), 4 ავსტრიელი, 2 რუმინელი და 1 მოლდაველიც თამაშობს.

მიმდინარე წლის იანვარში გავიმარჯვეთ ავსტრიის ფუტზალის მეორე ლიგაში და გადავედით პირველ ლიგაში. სულ 10 მატჩი ჩავატარეთ და მათგან 8 მოვიგეთ, 2 - წავაგეთ. პირველ ლიგაში უეფას ტურნირშიც ვიასპარეზებთ, ახლა კი ავსტრიის თასის გათამაშებისთვის ვემზადებით.

- ფეხბურთს, ალბათ, საქართველოშიც თამაშობდით...

- თითქმის ყველა გამოვდიოდით ამა თუ იმ ქართულ საფეხბურთო კლუბში. მე, მაგალითად, რუსთავის "მეტალურგის" ღირსებას ვიცავდი.

- ფინანსების მოძიება არ გიჭირთ?

- სამწუხაროდ, საქართველოდან ფინანსური მხარდაჭერა არ გვაქვს. ჩვენი სახსრებით ვქირაობთ დარბაზს სავარჯიშოდ, თუმცა ზოგიერთი აქაური ქართველიც გვეხმარება.

ლევან ხვედელიძე

გაზეთი "ყველა სიახლე"

intereli
გენაცვალეთ ბიჭებო
mentalitet
თქვენ გენაცვალეთ!!! ვიცი ეს გუნდი!! სუყველას უგებენ და ასე ამბობენ ქართული ფეხბურთი არ მომკვდარაო !!! იუტუბშიც თუ სადღაც ვუყურე, ფუტსალის მიმოხილვა იყო ჩვენების ტექნიკური გოლი აჩვენეს:) მაგარი კლასი, ტეხნარი და პურის-მჭამელი ბიჭები არიან :)) გემოზე თამაშობენ.. ჯიგრები ხართ თქვენ გენაცვალეთ მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს ეს გუნდი!
mamuka
გუნდის ვებ-გვერდი: svgeorgia.com
mamuka
გუნდის ვებ-გვერდზე ნახეთ მეტი:www.svgeorgia.com
ქომაგი
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო გილოცავთ! ვასახელოთ საქართველოოო ! გაიხარეთ. იმედია ვინმე გამოჩნდება და დაგასპონსორებთ! გილოცავთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს