ჯექსონ მარტინესი "ატლეტიკოს" ვერ გამოადგა, მაგრამ...
გუშინ სიმბოლურად 2016 წლის ზამთრის 16 აღსანიშნავი ტრანსფერი გამოვარჩიეთ, ახლა კი რამდენიმე კიდევ უნდა დავამატოთ.

ამას, პირველ რიგში, ჯექსონ მარტინესი გვაიძულებს, რომელმაც თავი დაადო და "გუანჯოუ ევერგრანდში" გადაბარგდა. იმაზე, რომ აზიური, განსაკუთრებით კი, ჩინური გუნდები ბოლო დროს აღარ ხუმრობენ, გუშინაც ვისაუბრეთ. ამ კლუბს 29 წლის ფორვარდის ტრანსფერი 42 მილიონი ევრო (!) დაუჯდა და ეს აზიისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

მხარეებს შორის კონტრაქტი 4 წელიწადზეა გათვლილი. კოლუმბიელი წელიწადში 12,5 მილიონ ევროს მიიღებს და მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა ხუთეულში შევა.

"მარტინესი ჩვენთვის იდეალური ვარიანტი იყო. იგი სიტუაციას დააბალანსებს დაცვასა და თავდასხმას შორის. დარწმუნებული ვარ, ჯექსონი გადამწყვეტ როლს ითამაშებს ქვეყნის ჩემპიონისა და აზიის ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დაცვაში" - თქვა ჩინური გრანდის ბრაზილიელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ.

კიდევ ერთი ტრანსფერი, რომელიც სულ ბოლოს არ განხორციელდა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რა თქმა უნდა, ჯუზეპე როსის ლა ლიგაში დაბრუნებაა. მართალია, 29 წლის ფორვარდი ესპანეთის ჩემპიონატის აუტსაიდერ "ლევანტეში" ჩაირიცხა, მაგრამ უკვე მოასწრო თავისი ქარიზმით სასიამოვნო ორომტრიალის გამოწვევა. ამერიკაში დაბადებული იტალიელის დიდი ტალანტის შესახებ, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ და წესით, ისიც უნდა იცოდეთ, რომ იგი ტრავმებმა გააწამეს.

მუხლზე იმდენი ოპერაცია აქვს გაკეთებული, სიარული რომ შეუძლია, ესეც მიღწევაა. როსი კი თამაშს და ბრძოლას აგრძელებს და სურს, რომ თავისი სიტყვა კიდევ თქვას. ფორმის აღსადგენად "ლევანტე" შესაძლოა, მშვენიერი ადგილი გამოდგეს, იგი გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენაში უნდა დაეხმაროს. მართალია, სადებიუტო შეხვედრა მარცხით დასრულდა, მაგრამ თავად გაიტანა (თუნდაც ცოტა კურიოზული) და თანაც, ეს მის 29-ე დაბადების დღეზე მოხდა.

ყველაზე ამაღელვებელი კი როსის პრეზენტაციის დროს მისი ფანებთან შეხვედრა გახლდათ. იგი "ვილიარეალის" ყოფილი ლიდერია, ხოლო "ლევანტესა" და "ვილიარეალს" ერთმანეთი არ უყვართ, მაგრამ ფანები ახლა როსის თვალებში შესციცინებენ და "ლევანტეს" ერთი ერთგული გულშემატკივარი, კეთილი ჭაღარა ბაბუა, რომელსაც ჯუზეპე შვილიშვილად ერგება, მას იმდენი ხანი ეხუტებოდა და ისეთ მხურვალე მადლობებს უხდიდა "ლევანტეში" გადასვლისთვის, რომ შეუძლებელია, როსიმ ამის მერე ორმაგი შემართებით არ ითამაშოს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ინგლისური "უოტფორდი". კიკე სანჩეს ფლორესის კლუბმა იანვარში რამდენიმე მშვენიერი ტრანსფერი გაჩარხა. ჯერ იყო და გუნდმა სემ ელარდაისისგან რატომღაც დაწუნებული მშვენიერი რუმინელი მეკარე კოსტილ პანტილიმონი დაიმატა.

ამას "მალაგადან" მაროკოელი შემტევის, ნორდინ ამრაბატის მოსვლა მოჰყვა. გუნდმა, ასევე, ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა ძალიან ნიჭიერ 18 წლის ვენესუელელ თავდამსხმელთან, ადალბერტო პენიარანდასთან, მაგრამ პოცოების ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა ტალანტი ჯერჯერობით, ისევ მათ მეორე გუნდში, "გრანადაში" უნდა დარჩეს იჯარის წესით.

ინგლისზე ვსაუბრობთ და შეუძლებელია არ აღინიშნოს ჩემპიონშიპიდან პრემიერლიგაში გადმოსული ორი ფორვარდი. ერთი ჩარლი ოსტინია, რომელიც უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა და პირველივე შეხვედრაში შეცვლაზე შესვლის მერე "საუთჰემპტონს" "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოაგებინა.

მეორე კი ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე ინგლისის პირველ 4 ლიგაში შედეგიანობის კუთხით, სამეულში მყოფი ბენიკ აფობეს "ვულვზიდან" "ბორნმუთში" გადასვლა. 22 წლის ფეხბურთელმა "ალუბლების" რიგებში 3 მატჩი ჩაატარა და სამივეში გაიტანა... თანაც მნიშვნელოვანი გოლები.

ერთ დროს ამომავალი ვარსკვლავი, "ბარსელონას" გამოზრდილი ისააკ კუენკა ისევ ლა ლიგაში ითამაშებს. უკვე ნახსენებმა "გრანადამ" იგი ბოლო წამს დაიმატა, გამოისყიდა რა "ბურსასგან". კუენკა ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და იქნებ სათქმელი სწორედ ახლა თქვას.

აქვე ალბერტო პალოსკი უნდა ვახსენოთ, რომელიც "სუონსიში" დანიშნულმა ფრანჩესკო გვიდოლინმა "თეთრ გედებში" წაიყოლა. უელსურმა გუნდმა "მილანის" აკადემიის პროდუქტი "კიევოდან" გამოისყიდა. პალოსკი 26 წლისაა და ახალ ცხოვრებას პრემიერლიგაში იწყებს. "სუონსის" კი ჯონჯო შელვის გაშვების გამო ნახევარმცველიც სჭირდებოდა და გუნდმა ქპრ-დან ლეროი ფერი ინათხოვრა.

ჰოლანდიელი კარგი ფეხბურთელია, მაგამ ერთი ცუდი თვისება აქვს - პრემიერლიგაში რომელ გუნდშიც გადადის ხოლმე, ის გუნდი ვარდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
"საქართველოში საფეხბურთო პირობები საშინელია და საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ..." - გიორგი მელქაძე
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
კლუბი, ალკოჰოლი, თამბაქო - "ატლეტიკოს" ექსფორვარდის გულწრფელი აღიარება
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
[VIDEO] ფინალში გასასვლელად "ბარსელონას" "ატლეტიკოს" 3:0 ძლევა არ ეყო
ჩინურმა კლუბმა 100-ათასიანი სტადიონის მშენებლობა დაიწყო
ჩინური კლუბი "რეალს" გარეთ ბეილში 96 მილიონს სთავაზობს
[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო
პაულინიო "გუანჯოუ ევერგრანდში" დაბრუნდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ლონდონის "ჩელსი" და მადრიდის "ატლეტიკო" ფორვარდებს გაცვლიან?
"ჩელსიმ" "ატლეტიკოს" დიეგო კოშტას ტრანსფერზე უარი უთხრა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
რაჯა ნაინგოლანი ახალ წელს თამბაქოთი და აკოჰოლით შეხვდა [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
პაულინიო" "გუანჯოუ ევერგრანდიდან" "ბარსელონაში" არ დაბრუნდება
გუს ჰიდინკს ლონდონის "ჩელსიში" ჯექსონ მარტინესის დამატება სურს
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
მადრიდის "ატლეტიკომ" ლონდონის "ტოტენჰემი" უარით გაისტუმრა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ჟოზე მოურინიომ ოჯახური მდგომარეობის მომიზეზებით ჩინურ გუნდს უარი უთხრა
"ნაპოლი" ჯექსონ მარტინესს უმიზნებს