ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გასული სათამაშო დღე "დეტროიტ რედ უინგზის" შვედი ფორვარდის - იოჰან ფრანცენის ბენეფისად იქცა. დღის ყველაზე ლამაზ, დაძაბულ და შედეგიან მატჩში სკანდინავიელმა ფორვარდმა 5 (!) გაუტანა "ოტავა სენატორზს".

მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდები რეგულარულის საერთო ცხრილის სხვადასხვა პოლუსებზე იმყოფებიან, ბრძოლა მთელი 60 წუთის განმავლობაში არ შეწყვეტილა და ინიციატივა ხელიდან ხელში გადადიოდა.

შესაძლოა, "სენატორებს" მოგების მეტი შანსი ჰქონდათ. ეს იშვიათი გამონაკლისი იყო, როცა კანადურ კლუბსა და მის ლიდერებს თამაში გამოუვიდათ. მაგრამ "ოტავამ" ვერ მოაგვარა ფრანცენის ნეიტრალიზების პრობლემა და დამარცხდა. შვედი ლეგიონერი სასწაულებს ახდენდა და რთულია გაიხსენო მატჩი, რომლის ბედიც ასე ყოფილიყო დამოკიდებული ერთ ჰოკეისტზე. არ უნდა დავივიწყოთ კიდევ ორი შვედის - ჰენრიკ ზეტერბერგისა (0+3) და უბერებელი ნიკლას ლიდსტრიომის (0+2) წვლილიც, მაგრამ მთავარი გმირი, რა თქმა უნდა, ფრანცენი იყო, ვინც ორ-ორჯერ გაუტანა რობინ ლენერსა და ბრაიან ელიოტს, ბოლო შაიბა კი ცარიელ კარში შეაგდო.

დასავლეთის ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი "დეტროიტი" არ წყვეტს ბრძოლას კონფერენციაში პირველობისთვის. მართალია, "ვაკუვერი" ძალიან გაიჭრა წინ, მაგრამ "რედ უინგზს" ორი თამაში თადარიგში აქვს.

ზედიზედ მეოთხე მოგება გაიფორმა "პიტსბურგმა", რომელსაც კვლავ არ ჰყავდა სიდნი კროსბი და ევგენი მალკინი. 20 დარტყმა მოიგერია და "მშრალად" შეინახა საკუთარი კარი "პინგვინების" მეკარე ბრენტ ჯონსონმა, მაგრამ "შათაუტი" არ ჩაეთვალა, რადგან საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე რიკ დიპიეტროს აუტეხა ჩხუბი და ყინულიდან გააძევეს. თანაც ჯონსონმა ერთი დარტყმით ჩააგდო ნოკდაუნში მეტოქე და ექიმების წინასწარი დიაგნოზით, დიპიეტროს ყბა აქვს გატეხილი.

ზედიზედ მეორე დღეს მეორე მატჩი წააგო "ფინიქსმა", რომელიც ჯერჯერობით წარმატებით იბრძვის პლეი ოფის საგზურისთვის. მაგრამ თუ ერთი დღით ადრე ამ გუნდმა დასანანი მარცხი იწვნია "სან ხოსესგან", გუშინ სასტიკად წააგო "ვანკუვერთან" - 0:6. ძმები სედინების პასიურობის ფონზე, რაიან კესლერმა დუბლი გაიფორმა, მეისონ რეიმონდმა გოლი და შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში, ხოლო მიკაელ სამუელსონი ორი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა. უნდა აღინიშნოს ახალგაზრდა კოდი ჯონსონი, რომელმაც მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა ლიგაში და პირველი გოლი გაიტანა. მეკარე რობერტო ლუონგომ კი 23 დარტყმა მოიგერია და კარიერაში 54-ე "შათაუტი" შეასრულა.

"ანაჰაიმმა" გუშინ მეოთხე გუნდი გახდა, ვინც საკუთარ მოედანზე დათმო შეხვედრა. "სან ხოსემ" თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და საფინალო სირენამდე ხელიდან აღარ გაუშვია. ერთადერთი, რაც "იხვებმა" შეძლეს, კემ ფაულერისა და ბობი რაიანის გოლებით სხვაობის მინიმუმამდე შემცირებაა. მეტის გაკეთება მასპინძლებმა ვერ მოახერხეს.

ოტავა-დეტროიტი 5:7

3:2, 1:2, 1:3

გოლები: 1:0 კოვალიოვი-10 (გონჩარი-16, ე. კარლსონი-22), 1:1 ფრანცენი-22 (სალეი-8, ფილპულა-19), 1:2 ფრანცენი-23 (ზეტერბერგი-38, ბერტუცი-22), 2:2 რეგინი-2 (კოვალიოვი-11, კამპოლი-8), 3:2 კამპოლი-2 (ალფრედსონი-16, ფოლინო-12), 3:3 დრეიპერი-5 (ივსი-5, ჰელმი-16), 3:4 კრონვალი-9 (ლიდსტრიომი-32), 4:4 მ. მიხალეკი-12 (რეგინი-11, კამპოლი-9), 4:5 ფრანცენი-24 (ზეტერბერგი-39, რაფალსკი-29), 5:5 მ. მიხალეკი-13 (კოვალიოვი-12, რეგინი-12), 5:6 ფრანცენი-25 (რაფალსკი-30, ლიდსტრიომი-33), 5:7 ფრანცენი-26 (ზეტერბერგი-40).

პიტსბურგი-აილენდერსი 3:0

2:0, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 ტაილერ კენედი-8 (პ. მარტინი-15, ზ. მიხალეკი-9), 2:0 კუნიტცი-18 (დუპუი-12, პ. მარტინი-16), 3:0 ტელბოტი-6 (ადამსი-7).

მონრეალი-ფლორიდა 3:2

0:1, 1:0, 2:1

გოლები: 0:1 ტიმინსი-1 (ოლეში-11, ბერნიე-8), 1:1 ჰალპერნი-8 (სუბანი-15), 2:1 პლეკანეცი-17 (პასიორეტი-6), 3:1 ჯონტა-19 (პასიორეტი-7, სუბანი-16), 3:2 ვეისი-15 (ფროლიკი-19, კულიკოვი-14).

ფინიქსი-ვანკუვერი 0:6

0:1, 0:2, 0:3

გოლები: 0:1 ბაროუზი-13 (დ. სედინი-40), 0:2 ჰანსენი-6 (სვიტი-1, რეიმონდი-15), 0:3 ჰოჯსონი-1 (ტამბელინი-8, ჰამჰუისი-13), 0:4 კესლერი-29 (სამუელსონი-20), 0:5 რეიმონდი-10 (სამუელსონი-21), 0:6 კესლერი-30.

ედმონტონი-ლოს ანჯელესი 1:3

0:0, 1:2, 0:1

გოლები: 1:0 პააიარვი-7 (სემ განიე-19, უმარკი-7), 1:1 რ. სმიტი-20 (დაუტი-23, ჯ. ჯონსონი-30), 1:2 რ. სმიტი-21 (დაუტი-24, ჯ. ჯონსონი-31), 1:3 ჯ. ჯონსონი-5.

ანაჰაიმი-სან ხოსე 3:4

0:3, 2:1, 1:0

გოლები: 0:1 ჰიტლი-19 (ჯ. ტორნტონი-32, მიურეი-6), 0:2 იგერი-4 (სეტოგუჩი-7, ლ. ბოილი-29), 0:3 დემერსი-2 (ქლოუ-27, სეტოგუჩი-8), 1:3 ლუპული-5 (ლაპიერი-5, სექსტონი-4), 1:4 ქლოუ-14 (დ. ბოილი-30, პაველსკი-24), 2:4 ფაულერი-6 (პერი-27, ს. კოივუ-17), 3:4 რაიანი-23 (პერი-28, მაკლინი-1).

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს