ფინეთის უმაღლესი და პირველი ლიგების კლუბებში ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ქართველი მოთამაშეები ჩაირიცხნენ
ბოლო წლებია, ფინეთს ქართველები მიეძალნენ. გამონაკლისი არც წლევანდელი ზამთარია: უმაღლესი და პირველი ლიგების კლუბებში ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი მოთამაშეები ჩაირიცხნენ.

ფინეთის პირველი დივიზიონის კპვ-ში ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები ნიკა კილაძე ჩაირიცხა. ამას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება - "ქართველი ფეხბურთელი ნიკა კილაძე კპვ-ს წევრი გახდა. კონტრაქტი ოთხშაბათიდან ამოქმედდა, როდესაც კლუბმა ხელშეკრულება გაუფორმა."

კპვ-ს მენეჯერი პეკა კუუსელა კილაძის დამატებით კმაყოფილია:"კილაძე ჩვენთან გასული წლის შემოდგომაზე ისინჯებოდა, რამდენიმე კვირა ვაკვირდებოდით, მოგვეწონა და მიწვევა გადავწყვიტეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, რადგან "კაიანი ჰაკასთან" კონტრაქტი აკავშირებდა."

კილაძე ფინეთში ორწელიწადნახევარია, თამაშობს - 22 წლის ცენტრალური მცველი წელიწადნახევარი პირველი ლიგის "კაიანი ჰაკაში" გამოდიოდა.

იგი კლუბში ირაკლი სირბილაძესთან ერთად წარადგინეს. ამ უკანასკნელს კპვ-სთან კონტრაქტი 2011 წლის ბოლოს უმთავრდება. სანტა კლაუსის სამშობლოში წლის უმეტეს დროს ცივა და აქედან გამომდინარე, კილაძე და სირბილაძე თბილისში ემზადებოდნენ.

სირბილაძე გასული სეზონის აღმოჩენა იყო. 27 წლის თავდამსხმელი პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი, თავდამსხმელი და ფეხბურთელი გახდა. კლუბში იციან, რომ ირაკლის საინტერესო მიწვევები აქვს, მაგრამ კპვ კონტრაქტით სარგებლობს და არ უშვებს, ეს "ლელოს" სირბილაძემ უთხრა, როცა შესაძლო ტრანსფერზე ველაპარაკეთ - დეკემბერში სირბილაძე კლუბის შეცვლას აპირებდა და, ცხადია, სიახლით დავინტერესდით.

"კილაძის წარდგენისას მის გვერდით ვიდექი, მაგრამ ახალი კონტრაქტი არ გამიფორმებია. უბრალოდ, მთხოვეს, კილაძე შენი ქვეყნიდან არის და ერთად გადაგიღებთო. ახლა ისევ კპვ-ში ვვარჯიშობ და დაინტერესებული გუნდების პასუხს ველი, რომლებთან მოლაპარაკებას კლუბის პრეზიდენტი აწარმოებს.

ფინეთში ჩამოსულს მითხრეს, რომ აქაური უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა კლუბი მიწვევს. დაინტერესებული არიან შვედეთის, ნორვეგიის და დანიის უმაღლესი დივიზიონების გუნდები. მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ: "იარო", ვპს და "მარიაჰამინი".

ფინეთში ტრანსფერები მარტში იხურება და მანამდე საქმის მოგვარება შეიძლება, მაგრამ ახალ კლუბთან შესათამაშებლად დრო მჭირდება. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, კპვ-ს ხელმძღვანელებს და გულშემატკივრებს სიყვარულისა და ნდობისთვის მადლობას გადავუხდიდი და წავიდოდი. მინდა გარემოს შეცვლა, მაღალ დონეზე თამაში, მაგრამ კპვ-ს პრეზიდენტი დღემდე ზუსტ პასუხს არ მეუბნება. გასული წლის ტიტულების შემდეგ, საუკეთესო დროა კარიერის ასაწყობად და ამიტომ კლუბს გაშვება ვთხოვე.

ვიმედოვნებ, კპვ ხელს არ შემიშლის. თუმცა აქაური სიურპრიზი მაეჭვებს: ფინეთში დაბრუნებულს მითხრეს, რომ წლეულს კვპ-ს სტადიონის ვიპ-ადგილების ბილეთებზე ჩემი სურათი იქნება. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოა, მაგრამ დამაფიქრა, ამის შემდეგ გამიშვებენ? არადა, უმაღლეს ლიგაში თამაშიც მიზიდავს", - გვითხრა სირბილაძემ.

ფინეთის უმაღლეს ლიგაში ბოლოს ქართველი ფეხბურთელი 2007 წელს თამაშობდა - მეკარე გიორგი ნიკურაძემ ტპ-47 დატოვა, კარიერა დაასრულა და მენეჯერობა დაიწყო. მისი შუამავლობით ფინეთის რანგით მეორე და მესამე დივიზიონებში ბევრი ჩვენებური ჩაირიცხა, მაგრამ უამღლესში - არავინ.

ოთხწლიანი შესვენების შემდეგ ფინეთის უმაღლეს ლიგაში ქართველი ისევ გამოჩნდა - გიორგი ხიდეშელი. არ შეგეშალოთ, იგი ზესტაფონელი გიორგი ხიდეშელის სეხნია და მოგვარე ზუგდიდის "ბაიას" ყოფილი ფეხბურთელია.

გიორგი 25 წლის შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ თავდასხმაშიც ათამაშებდნენ. "იარომ" სწორედ თავდამსხმელად მიიწვია. ბოლო წლებში თამაშობდა ცხინვალის "სპარტაკში", რუსთავის "ოლიმპში", "ბაიაში" კი 2010 წლის ზაფხულს გადავიდა, მაგრამ კლუბში წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო, ზუგდიდი ორ თვეში დატოვა.

ხიდეშელი "იაროში" გადავიდა, რომელმაც შარშან ფინეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა. სკანდინავიაში ისიც ნიკურაძის დახმარებით მოხვდა.

ხიდეშელის ამბავი ნიკურაძემ გვაცნობა:"გიორგიმ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "იარო" საკმაოდ ძლიერი და შეძლებული კლუბია, გასული სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა. გიორგიმ გასინჯვისას მწვრთნელი და პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ საჭირო ფეხბურთელია. ფინეთის ლიგის თასზე ათამაშეს კიდეც და ერთი გაიტანა, ერთიც საგოლე პასი მიითვალა. იშვიათი შემთხვევაა, ფეხბურთელი გუნდს ასე იოლად შეეწყოს."

ხიდეშელის ჩარიცხვაზე კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

"იარო" ორი უცხოელი ფეხბურთელით გაძლიერდა - უკრაინელი სერგეი შპაკითა და ქართველი გიორგი ხიდეშელით.

ქართველმა თავდამსხმელმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას ერთი კვირა აკვირდებოდნენ და თავის გამოჩენა მოახერხა. ლიგის თასზე "ას ოულოსთან" გოლი გაიტანა. ხიდეშელს შეუძლია როგორც თავდასხმაში, ასევე ნახევარდაცვაში თამაში.

"მსურს, გუნდს წარმატებების მიღწევაში ჩემი გოლებით დავეხმარო. უფრო გამთამაშებლობა მიზიდავს, მაგრამ ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელის აზრით უფრო სასარგებლო ვიქნები. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კარგად გაგრძელდება", - განაცხადა ხიდეშელმა.

"იაროში" გიორგი ვარდოსანიძეც ისინჯებოდა, მაგრამ მას კონტრაქტი არ გაუფორმეს. ფინური კლუბის პრესსამსახური წერს:"ქართველი ფეხბურთელი გიორგი ვარდოსანიძე "იაროში" ერთი კვირა ისინჯებოდა და გადაწყდა, რომ კლუბში არ დატოვებენ. მარცხენა ნახევარმცველი უკვე სამშობლოში გაემგზავრა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

parulisizliere
კილაძე ძაან ძლიერია მაგას ვენაცვალე მე
კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
ისაკის დუბლი 3 წუთში და ბარკოლას დებიუტი - "ლივერპულმა" "იფსვიჩი" მარტივად დაამარცხა
ლოჩოშვილის "კიოლნი" "შტუტგარტთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "არ ვარ რაფინია, ქალი ვარ" - კურიოზული შემთხვევა "ბარსელონას" ბაზასთან
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"მოვიწყენთ და მოგვენატრება" - მოურინიომ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
"ოქროს ბურთის" გამარჯვებულის გამოცხადებამდე - ცნობილი გახდა, რატომ ჩქარობს პსჟ კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებას
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
[PHOTO] 2-წლიანმა უქმობამ თავისი ქნა - "ტოტენჰემის" ფანები მუდრიკის წონამ შეაშფოთა
"ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა" - "მონაკოს" მწვრთნელმა ლუის ენრიკეზე ისაუბრა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
რობინიოს შვილი "ჯენოას" ფეხბურთელი გახდა
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონე" თასიდან გამოვარდა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა