ბელგიის ნაკრების უკანახაზელი დიმიტრი ლაუერსი ევრო 2011-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს გულშემატკივრობს
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ყველა მეტოქესთან წარმატებით ითამაშა, "კერკეტი კაკალი" მხოლოდ ბელგია გამოდგა. ჯგუფში პირველ ადგილზე სწორედ ბელგიელები გავიდნენ.

მას მერე ხუთი თვე გავიდა და ევროპის ჩემპიონატის წილისყრამ საქართველოს ნაკრებს მეტოქედ კვლავ ბელგია არგუნა. საინტერესოა, რას ფიქრობენ ქართველებთან მომავალ შეხვედრაზე თავად ბელგიელები და როგორ იხსენებენ 2010 წლის მატჩებს.

იტალიურ "აველინოში" მერაბ ბოქოლიშვილის გვერდით ბელგიის ნაკრების უკანახაზელი დიმიტრი ლაუერსი თამაშობს. სწორედ მერაბის დახმარებით დავუკავშირდით მას და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ველაპარაკეთ. გამოგიტყდებით, შარშან, ბელგიასთან პირველი მატჩის შემდეგ სწორედ ლაუერსზე ვიყავი გაბრაზებული, რადგან სირენამდე 6 წუთით ადრე, თანაბარ ანგარიშზე (55:55) სწორედ მან ჩააგდო სამქულიანი, ერთ წუთში იმავე ლაუერსმა მეორე სამიანი გამოიყენა, ბელგია 5 ქულით დააწინაურა... მას მერე ჩვენმა ნაკრებმა თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლო.

დიმიტრიმ ინტერვიუში ქართველებზე იმდენად თბილად ილაპარაკა, რომ წყენაც დამავიწყა და სამქულიანებიც. მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებმა ბელგიასთან წაგების მიუხედავად მიაღწია ევრობასკეტამდე.

- თავდაპირველად ევროპის ჩემპიონატის წილისყრაზე ვთქვათ.

- მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ, ჩემდამი ინტერესის გამოხატვისთვის. სხვა ჯგუფების ფონზე იოლ ჯგუფში მოვხვდით. მაგრამ, სწორედ ეს ართულებს საქმეს - ყველას აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი და ერთი-ორად მონდომებული ითამაშებს.

- ბელგიის ნაკრების მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებზე რა აზრის ბრძანდებით?

- ბულგარეთსა და საქართველოს კარგად ვიცნობთ. მათ გასულ წელს შესარჩევ ტურნირზე ვეთამაშეთ. შეჯიბრების დაწყებამდე ქართველებიცა და ბულგარელებიც ბელგიაზე ძლიერებად ითვლებოდნენ, მაგრამ ორივეს ვაჯობეთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. შესაბამისად, იგივეს გამეორებაზე ვფიქრობთ 2011 წლის სექტემბერში.

- არ შეიძლება შესარჩევ ტურნირში საქართველო-ბელგიის ორ დაპირისპირებაზე არ გკითხოთ.

- პირველი მატჩის წინ, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი ბელგია იყო, ფავორიტად საქართველო ითვლებოდა. თქვენს გუნდში არაერთი მაღალი კლასის კალათბურთელია - ზაზა ფაჩულია, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე. ქართველებისა არ გვეშინოდა. ჩვენი გამარჯვება კი განწყობამ განაპირობა - ყველას სურდა სწორედ ფავორიტთან გამოეჩინა თავი. ამიტომ შევიკარით, მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყავით და წარმატებასაც მივაღწიეთ. ქართველებთან პირველი მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო - თვითრწმენა შეგვემატა და დავინახეთ, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება რეალურად შეგვეძლო.

- მეორე მატჩი, თბილისში 23 ქულის სხვაობით მოიგეთ.

- ეს ჩვენთვისაც დიდი სიურპრიზი იყო. ვიცოდით, რომ თბილისის დარბაზი ბოლომდე გაივსებოდა, მეტოქეც ძლიერი გვყავდა და წარმატების მიღწევა ძალიან გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ახლაც არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოვიგეთ ასე იოლად.

- სანაკრებოდან საკლუბო თემაზე გადავინაცვლოთ. "აველინოში" ახალგაზრდა ქართველი მერაბ ბოქოლიშვილი თამაშობს. მინდა მისი დახასიათება გთხოვოთ.

- ძალიან ძნელია ახალგაზრდულ ასაკში სამშობლოსგან მოწყვეტა, თუმცა მერაბს დიდ კალათბურთელად ჩამოყალიბება აქვს გადაწყვეტილი და საქართველოდან შორს, იტალიაში ძალიან ბევრს შრომობს. მას კარგად ესმის, რაც უნდა ნიჭიერი იყოს ადამიანი, პროფესიული წინსვლისთვის ბევრი ვარჯიში სჭირდება. ჩემი აზრით, მერაბი "აველინოს" პირველი გუნდისთვის მზადაა. ამიტომაც ხვდება გუნდის განაცხადში და იმედი მაქვს, უახლოეს მატჩებში იტალიის ჩემპიონატში დებიუტიც ექნება. და რაც ყველაზე მთავარია - ბოქოლიშვილი თავისი ასაკის კალათბურთელებზე წინაა. სწორედ ამიტომ მისთვის დიდებში ვარჯიში უფრო სასარგებლოა, ვიდრე თანატოლებში.

- იცნობთ კიდევ ერთ ქართველს - ვატო ნაცვლიშვილს. მახსოვს, თბილისის დარბაზში ნაცვლიშვილი რომ შემოვიდა, ხმამაღლა დაიძახეთ: ვატოო!

- ნაცვლიშვილთან ერთად დიდი ხნის წინათ ვთამაშობდი. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ვატო გუნდის ლიდერი იყო და მისი დახმარებით საფრანგეთის თასიც მოვიგეთ. დღესაც სიამოვნებით ვიხსენებ "დიჟონში" გატარებულ წლებს.

- დამშვიდობების წინ ერთს გისურვებთ: ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე ბელგია და საქართველო გასულიყვნენ.

- გამოგიტყდებით, მეც ეგ მინდა. სლოვენია ძალიან ძლიერია, მას ვერ ჩამოვიტოვებთ, მომდევნო ორ ადგილს ბელგია და საქართველო თუ დაიკავებენ, ძალიან გამიხარდება. ამას გულწრფელად ვამბობ, რადგან ქართველი კალათბურთელები ძალიან მომწონს და დიდ პატივს ვცემ - იტალიაში ჩვენთან ერთად თამაშობენ მანუჩარ მარკოიშვილი და ვიქტორ სანიკიძე, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს