ნანა ძაგნიძემ გიბრალტარში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალზე საერთო ჩათვლაში მეექვსე, ქალთა შორის კი პირველი ადგილი დაიკავა
გიბრალტარში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალის ბოლო ორ ტურში შესანიშნავად ითამაშა დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ფიდეს ქალთა გრანპრის ფავორიტმა ნანა ძაგნიძემ, რომელმაც ზედიზედ სძლია დრაშკო ბოშკოვიჩსა (სერბეთი) და კრიშნან სასიკირანს (ინდოეთი), მოაგროვა 7 ქულა და საერთო ჩათვლაში მეექვსე, ხოლო ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.

სალომე მელია ორივე შეხვედრაში ინდოელებს - პენტალა ჰარიკრიშნას და ნარაინან გიტა გროპალს დაუზავდა, მანაც 7 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ უარესი კოეფიციენტით ქალებში მეორე ადგილი ერგო. 6,5 ქულით მესამეზე რუსი ნადეჟდა კოსინცევა გავიდა.

ტურნირში მესამე ქართველი დიდოსტატი - გიორგი ყაჭეიშვილიც მონაწილეობდა. რვა ტურის მონაგარს ბოლო ორ დღეში მან 1,5 ქულა შემატა (ყაიმზე შეუთანხმდა ჰარიკა დრონავალს, ალექსაის საბრერა კი დაამარცხა) და 7 ქულით მე-14 ადგილით დაკმაყოფილდა.

ფესტივალის გამარჯვებული გახდა უკრაინელი ვასილი ივანჩუკი, რომელმაც 8 პარტია მოიგო და მხოლოდ 2 პარტია დაამთავრა ყაიმით. 8,5 ქულით მეორე პრიზი ნაიჯელ შორტს (ინგლისი) ერგო. 7,5-7,5 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები კაიდო კულაოტსმა (ესტონეთი) და მიხაელ როისმა (ისრაელი) გაიყვეს.

ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ