"ყველანაირი იმედი გადამეწურა, მწვრთნელების შეწუხებაც მერიდება..."
ორიოდე დღის წინ ქუჩაში შემთხვევით რატი წინამძღვრიშვილი ვნახე. 27 წლის კაცი გულდაწყვეტილი მელაპარაკა. გუნდი ვერ მოძებნა და, ალბათ, ფეხბურთიდან წავალო, მითხრა...

ეს ის თავდამსხმელია, რომელიც გულშემატკივარმა ასაკობრივი ნაკრებებიდან და ბევრისთვის საყვარელი კლუბიდან, თბილისის "ამერიდან" გაიცნო. უმაღლეს ლიგაში 16 წლისამ ითამაშა, ხოლო 17-სამ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა მოირგო (სულ 3 მატჩი).

2006 და 2007 წლებში წინამძღვრიშვილმა "ამერთან" ერთად ორჯერ მოიგო საქართველოს თასი, თავად კი პირველ ფინალში "ზესტაფონს" ულამაზესი თავური გაუტანა. 2011 და 2012 წლებში, ახლა უკვე "ზესტაფონთან" ერთად, ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო იმავე "ამერთან" და "ზესტაფონთან" ერთად 5-ჯერ (2007, 2008, 2012, 2013, 2014) გახდა სუპერთასის გამარჯვებული.

...მაგრამ "ზესტაფონის" მერე წინამძღვრიშვილს კარიერა აერია. 2013 წლიდან ითამაშა საჩხერის "ჩიხურაში", თბილისის "სასკოში", თერჯოლის "საპოვნელასა" და "ჭიათურაში"... თუმცა საკუთარი შესაძლებლობები ვეღარ გამოავლინა...

- ბოლოს "ჭიათურაში" ვთამაშობდი, - თქვა რატიმ საუბრის დასაწყისში, - კლუბში ფინანსური პრობლემები იყო და წამოვედი. ველოდებოდი, რომ ვინმე დამიკავშირდებოდა, მაგრამ... არავინ დაინტერესებულა და ისევ უგუნდოდ ვარ. ძალიან მწყდება გული... გამოდის, რომ ფეხბურთს უნდა შევეშვა... ყველანაირი იმედი გადამეწურა. მწვრთნელების შეწუხებაც მერიდება, გუნდში აყვანას ვერავის ვთხოვ... სიმართლე გითხრათ, დაბალი ხელფასის გამო, თამაში აღარც მიღირს.

- აღარ გიღირთ თუ აღარ გინდათ?

- როგორ არ მინდა?! ფეხბურთი უზომოდ მიყვარს. მაგრამ ძალიან დიდი წვალებაა, ხელფასები კი - მეტისმეტად დაბალი. 1000 ლარი ბევრგან ზღაპრულ ანაზღაურებად ითვლება.

- აბა, რას აპირებთ?

- წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვაკეთო უფეხბურთოდ. ამ ნაბიჯის გადადგმა მიმძიმს, მაგრამ სხვა გამოსავალსაც ვერ ვპოულობ. რომ იცოდეთ, ჩემსავით ფიქრობს პირველი ლიგის ფეხბურთელთა 95 პროცენტი. სწორედ უფულობის გამოა, გამოცდილ მოთამაშეებს ბავშვებს რომ ამჯობინებენ.

- საქართველოს ნაკრებში დებიუტი 17 წლის ასაკში გქონდათ, მაგრამ შესაძლებლობები ვერ გამოავლინეთ. გულახდილათ თქვით, რა იყო მიზეზი?

- ბევრი ფიქრობს, რომ საქმეს ზერელად ვეკიდებოდი. შესაძლოა, ნაწილობრივ ასეც იყო. მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთით არ ვცხოვრობდი. თან, იმდენი ოპერაცია გავიკეთე... ცხადია, ამას უკვალოდ არ ჩაუვლია.

- რამდენი ოპერაცია დაგჭირდათ?

- ნახევარი წლის წინ მეცხრედ დავწექი საოპერაციო მაგიდაზე. ბოლოს მენისკის პრობლემა მქონდა. სამჯერ გამიწყდა ჯვარედინი იოგები, ორჯერ მხარი მომტყდა, ერთხელ კუჭის ოპერაცია დამჭირდა... და რა ვიცი, რამდენი უბედურება გამოვიარე.

მაგრამ მთავარი ჯვარედინი იოგების პრობლემა იყო, ამან დამღუპა. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, თამაში მაინც მსურს. ყველა ტრავმას კონკრეტული მიზეზი აქვს. მაგალითად, კუნთი რომ უწყდებათ, ხშირად, ამის მიზეზი თავად ფეხბურთელის არაპროფესიონალიზმია, ცუდად ხურდება ან არასწორად იტვირთება. მაგრამ ჩემი პრობლემების თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ჯვარედინი იოგები პირველად თამაშის დროს გამიწყდა - გავრბოდი და უცებ საშინელი ტკივილი ვიგრძენი...

მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ საქართველოში დროული და ხარისხიანი მკურნალობა შეუძლებელია.

- რატომ არის შეუძლებელი?

- იმიტომ, რომ მოთამაშეებს თითქმის არც ერთი კლუბი არ აზღვევს, მკურნალობასა და ხარჯების ანაზღაურებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

- ამის გამო, ფეხბურთს ბევრი ნიჭიერი ბიჭი შეეშვა...

- დარწმუნებული ვარ, მათ გზას კიდევ ბევრი გაჰყვება, სანამ ვითარება არ გამოსწორდება. მოთამაშეთა 99 პროცენტი ტრავმას საკუთარი სახსრებით მკურნალობს, და ეს მაშინ, როცა ხელფასები ძალიან დაბალია და ძვირადღირებული ოპერაციები ბევრისთვის მიუწვდომელია.

ახლახან, თურქეთიდან დამიკავშირდნენ და სამოყვარულო ლიგაში თამაში შემომთავაზეს. საბოლოოდ, ეს ვარიანტი გამოირიცხა, მაგრამ ნახეთ - სამოყვარულო ლიგაშიც კი 2000 დოლარს შემპირდნენ, რაც ჩვენს ფულზე 5 ათასი ლარია. ამხელა ხელფასები ჩვენს უმაღლეს ლიგაშიც არ არის. თურქულ სამოყვარულო ლიგაშიც კი ბევრად მეტს იხდიან და წარმოიდგინეთ, ჩვენ რა დონეზე ვართ!

- სამწუხაროდ, ქვეყანაც არ არის ისეთი ძლიერი, კლუბებმა მოთამაშეებს დიდი ხელფასები რომ უხადონ...

- მე კი არ ვამბობ, ქართველი ფეხბურთელები "დავფრინავთ" და მილიონებს ვიმსახურებთ-მეთქი. მაგრამ ფეხბურთი მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სახეობაა და მას თავისი მოთხოვნებიც აქვს, რომელსაც ჩვენ ვერ მოვწყდებით. საქართველოში კი არც ბევრი კარგი სტადიონი და ბაზაა, არც მაღალი დონის მოედნები, პირობებზე აღარაფერს ვამბობ და 1000-ლარიანი ხელფასებით და ასეთი პირობებით ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე ვერ გავალთ.

გული მიკვდება, ჩვენთან ფეხბურთი ისე ჩაკლეს...

- თბილისის "ამერში" ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობდა, მაგრამ უმრავლესობამ კარიერა ვერ აიწყო. ამის მიზეზი რაღა იყო?

- სამწუხაროდ, აღარც ბექა გოცირიძე ჩანს, აღარც ზურაბ გვაძაბია, აღარც გიორგი ელბაქიძე... მირზა ბჟალავა და დათო მჭედლიშვილიც დაიკარგნენ. ყველას ჰქონდა მიზეზი. ზოგი უყურადღებობას შეეწირა, ზოგი ტრავმას და ზოგიც - რას.

ახლა მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანი შემორჩა, მაგალითად - რეზო თევდორაძე და გიორგი განუგრავა. თუმცა, მათ ბევრად მაღალ დონეზეც შეეძლოთ თამაში. სამწუხაროდ, როგორც ვატყობ, კარიერას მალე მეც დავასრულებ. არადა, რამხელა იმედით ვიწყებდი თამაშს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dave
რატი, კაი ბიჭი ხარ შენ და კარგი მონაცემებიც გაქვს..ცუდია მადენმარამვამ რომ შეგიშალა ხელი, მაგრამ მგონი არ უნდა მიატოვო ის საქმე რაც გიყვარს, მოიკრიბე ძალა და დაიწყე ვარჯიში თუნდა დავალი ლიგის გუნდში, ან წადი სომხეთში, აზერბაიანის, ირანის დაბალი ლიგის გუნდში... მანამდე მიდი იმ გუჯა კახაძესთან, ეგება მართლა იცის იმ ადამიანმა როგორ აღიდგინო ფორმა !
dato
არაუშავს რატი ,ბოლო წლები მინდორზე მაინც მხოლოდ ბალეშიკების გინება გამოგდიოდა
Giorgi
ახალგაზრდა თავდამსხმელებიდან ყველაზე დიდი პოტენციალი რატის ქონდა) 18 წლის ასაკში ჩეხეთის "სპარტა" ყიდულობდა როდესაც მოულოდნელი ტრამვა მიიღო და საოპერაციო გახდა.. ბედმა არ გაუღიმა ტრამვების სახით..
Lasha
რატი იმედს ნუ გადაიწურავ ძმა, უნდა გაუძლო ამ მომენტს და ისევ პროფესიონალ ფეხბურთელად უნდა დარჩე, წარმატებებს გისურვებ ახალი გუნდის პოვნაში.
ser
ნამდვილად არ არის დასაკარგი ფეხბურთელი . ვინმე გუნდის მესვეური წაიკითხავს ალბათ ამ სტატიას და ეგებ აიყვანონ თავის გუნდში, არა მგონი რატიზე უკეთესი ფორვარდები ყავდეთ ჩვენ გუნდებს თუნდაც უმაღლეს ლიგაში
ser
mamulo გეტყობა რო ბებერი ხარ
C C C P ...
დისტრიბუციას მიაწექი რატი ბონუსებით ახვალ იქ 1500-2000 ლარამდე :D :D :D B კატეგორია გინდა პრავის და ვსიო
jemali
აწი შენ ფიფას თუ ითამაშებ ძმაო,თორემ რისი მთამაშებელი ხარ..
eeee
რა ფეხბურთელი ხარ ესეთი 1000 ლარი რო გეცოტავება? რა გაგიკეთებია საერთოდ და რატო უნდა გქონდეს ტუნდაც 1000 ლარი ხელფასი
irakli apkhaidze
ბრაზილია 5 გზის მსოფლიოს ჩემპიონია და იქაც იხოცება ხალხი შიმშილით, სიღარიბეს ვერსად წაუხვალ და მაგის გამო ის რაც ხალხს უყვარს და აბედნიერებს არ უნდა ჩაკლა. საჭმელიტ შიმშილიც ეყოფა ხალხს სპორტიტაც რო არ მოაშიო
ვისი ბრალია?
იქნებ „ამერის თაობამ“ ერთი კარგი ადვოკატი აიყვანოს - მორალური და მატერიალური ზიანისთვის ჩვენი „თანამედროვე ფეხბურთის პროფესორს“ გელა დარსაძეს მოსთხოვოთ პასუხი ;) არადა მახსოვს ცარიელ ბორის პაიჭაძეზე ყაზახეთის თამაშის მერე ამ ბიჭების ცხრასართულიანი გინება ტრიბუნების მიმართულებით. აი იქ დაამთავრეთ (დაგამთავრებინეს) თქვენ კარიერა
mamulo
არ დამიწყოთ ეხლა ფეხბურთი არ გიყვარსო.ძალიანაც მიყვარს მაგრამ იმ 50 ბავშვის სიცოცხლე უფრო მიყვარს,რომელთაც წლის ბოლომდე შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ,იმ უსახლკარო მოხუცის ბედი უფრო მაღელვებს,რომელსაც თავშესაფარი და საჭმელი არა აქვს ვიდრე ის გავა თუ არა საქართველოს ნაკრები არაფრისმომცემ მე-3 ადგილზე ქვეჯგუფსჰი.ამიტომ იქნებ გეკითხათ ხალხისთვის სანამ 250 მილიონს გამოუყოფდეთ მათი ფულიდან ფეხბურთს,რა სურთ.
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ჩიხურა-კოლხეთი 3:1 - გუნდურად, დამაჯერებლად... [VIDEO]
"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...
საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. I მატჩების წინ: სიურპრიზების მოლოდინი
"ჩიხურა" თურქულ შეკრებაზე მეორე სპარინგს უნგრულ "კიშვარდასთან" გამართავს
ᓐᓛᓑᓘცᓘუᓠᓘ "ᓡᓐᓡᓙᓝ" ᓡᓐᓥᓐრᓗᓕეᓚᓝᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓧᓝᓤიᓚ ᓛᓝᓗᓐᓛᓐᓨᓔᓔᓑᓡ ᓘᓛᓐᓢᓔᓑᓡ
"უნდა შევძლო და დავბრუნდე" - ბექა გოცირიძის ბრძოლის ქრონიკა
"არ ვაპირებთ, ჯოხი ვინმეზე გადავტეხოთ!"... "ლოკომოტივის" სამი პრობლემა
ეროვნული ლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მსოფლიოს ჩემპიონატი. ჭაბუკები: ქართველების ორი ბრინჯაო
[ოთხშაბათის საკითხავი] ბექას დაბრუნება
ბრაიან იდოვუ: მივხვდი - როცა ქართველები ინდომებენ, ბევრი შეუძლიათ
ეროვნული ლიგის X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ᓖ
გიორგი განუგრავამ "სამტრედია" დატოვა
მირიან გეწაძე: ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც თამაშებს არ ყიდულობს და არც ყიდის!
ლოკომოტივი-ჩიხურა 5:0 - მხუთავი სიამოვნება [VIDEO]
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვეს
ოლიმპიურმა კომიტეტმა საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
ბექა გოცირიძე მარტვილის "მერანში" ერთ თვეა ვარჯიშობს და უკვე 14 კგ დაიკლო
უმაღლესი ლიგა. XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ლოკომოტივმა" "დილას" მოუგო
"აი, მეგობრებო, ეს არის ჩემი სამსახური ამერიკაში" - რას საქმიანობს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე აშშ-ში [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურა": თურქეთში ბულგარელების წინააღმდეგ
ჩიხურა-დინამო(თბ) 2:1 - დაბრუნებაც ასეთი უნდა! [VIDEO]
სიურპრიზი, სახელად "საპოვნელა" - I ლიგა. B ჯგუფი. I ეტაპის შეჯამება
"თქვენი უმადური, დაუნახავი დედას შ****ეცი, ვისაც ამ ბიჭზე ენა გიტრიალდებათ..." - ბექა გოცირიძემ თურქეთთან მატჩის შემდეგ კვარაცხელიას კრიტიკოსებს მიმართა