ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

I ლიგა: ცხინვალის "ლიახვი" უმაღლესი ლიგის გზაზე

I ლიგა: ცხინვალის "ლიახვი" უმაღლესი ლიგის გზაზე

"...რომ დასახული მიზნისთვის ოსი და ქართველი ფეხბურთელები ერთად იბრძოდნენ"
პირველი ლიგის ლიდერი "ლიახვი", რომელიც, ნამდვილად და არა ფურცელზე, ცხინვალელთა გუნდია, სულ უფრო უახლოვდება უმაღლეს ლიგას.

გუნდი მეორე წრისთვის შეკრებას 18 იანვრიდან გორში ატარებს. პირველი ლიგის ყველა საშინაო მატჩს "ლიახვი" "ქართლზე" მართავს და იქვე ვარჯიშობს კიდეც, გორში "დილას" არყოფნისას კი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის გვერდით, "პარკ არენის" ხელოვნურსაფარიან მოედანზეა დისლოცირებული.

შეკრების განმავლობაში "ლიახვმა" რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გამართა - გორში 3:2 დაამარცხა "ბორჯომი", მცხეთაში 1:0 სძლია დუშეთის "არაგვს", ხოლო 13 თებერვალს თბილისში 2:2 ითამაშა უმაღლესლიგელ "სამტრედიასთან". სეზონის განახლებამდე ბოლო სპარინგში ცხინვალელები გორში "რეალ ვარკეთილს" დაუპირისპირდებიან.

პირველი ლიგის კვალობაზე, "ლიახვი" საკმაოდ კარგადაა დაკომპლექტებული. გუნდში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელია, მათ შორის ისეთებიც, სათამაშო პრაქტიკა უმაღლეს ლიგაშიც რომ ჰქონიათ. აქცენტი ცხინვალელ, კერძოდ კი, ოსი ეროვნების ფეხბურთელებზეა გაკეთებული. შესაბამისად, დღეს "ლიახვსა" და ლიახვი 2"-ში 15-მდე ასეთი მობურთალია თავმოყრილი.

საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი მათგანია ერიკ გაბარაევი, რომელიც ორი წლის წინ გორის "დილაში" მივიდა, ამჟამად კი "ლიახვის" ღირსებას იცავს. სხვათა შორის, აქ ის დაოჯახდა კიდეც გორელ ქალზე...

ცოტა ხანს ქუთაისის "ტორპედოში" ირჯებოდა ინალ ფუხაევი, ხოლო ანატოლი ხუბეჟოვი "ლიახვამდე" "კრასნოდარის" დუბლშემადგენლობაში ირიცხებოდა.

"ჩვენი კავშირების წყალობით უკვე არაერთი ცხინვალელი ფეხბურთელი ჩამოვიყვანეთ "ლიახვში". რასაკვირველია, ეს იოლი არ არის, მაგრამ თავად ხედავთ, რომ არც შეუძლებელი ყოფილა. გუნდისთვის სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, რომ დასახული მიზნისთვის ოსი და ქართველი ფეხბურთელები ერთად იბრძოდნენ. მათ ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.

ფეხბურთელების და კლუბის მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლაა. ამ მიზანთან საკმაოდ ახლოს ვართ. უახლოეს წლებში, გვინდა ქართულ-ოსური შემადგენლობით "ლიახვს" ევროთასებზე ასპარეზობის უფლება მოვაპოვებინოთ", - გვითხრა კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ზაზა რომელაშვილმა.

საყურადღებოა, რომ რომელაშვილი იმ ცხინვალის "ლიახვის" კაპიტანი გახლდათ, რომელიც 1990 წელს საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობდა, თუმცა ცნობილ მიზეზთა გამო სეზონი ბოლომდე ვერ ჩაამთავრა. კლუბის თავკაცები ამჟამინდელ "ლიახვს" სწორედ მაშინდელი "ლიახვის" მემკვიდრედ მიიჩნევენ...

კლუბი დიდად მადლიერია საქართველოს პარლამენტში გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, სოსო ვახტანგაშვილის. მისი მხარდაჭერით "ლიახვი" მესამე წელია პროგრესირებს. გუნდმა აღდგენიდან პირველივე სეზონში წარმატებით იასპარეზა მეორე ლიგაში - პირველ ადგილზე გავიდა და ამ ლიგის ისტორიაში პირველად გამართულ სუპერთასის მატჩში, შემადგენლობაში მოთამაშე 10 ოსი ფეხბურთელით მოიგო კიდეც ეს თასი.

ცხინვალელებს არც პირველ ლიგაში გასჭირვებიათ ლიდერობის მოპოვება. ამჟამად ისინი სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევარს 6 ქულით უსწრებენ და უმაღლესში აღზევების უმთავრესი კანდიდატები არიან.

წლეულს კლუბის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარამდეა. უმაღლეს ლიგაში გადასვლის მერე დაფინანსება ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება.

მოსამზადებელი შეკრების მიწურულს "ლიახვის" მთავარ მწვრთნელს, მალხაზ ჟვანიასაც რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- რომელი ახალი ფეხბურთელი დაიმატეთ ზამთრის შესვენებისას?

- დავიმატეთ მეკარე დაუშვილი, მცველები - ხიზანეიშვილი, მარაქველიძე, ნახევარმცველი გოგიჩაიშვილი, შეტევაში წუწუნავა და ბუკია, აგრეთვე - ცხინვალელი ფეხბურთელი კარაცაევი.

- კლუბს აქცენტი ცხინვალელი ფეხბურთელის დამატებაზე აქვს გაკეთებული, რაც უდავოდ კარგია, მაგრამ ისინი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს თუ თამაშობენ?

- ვინც დავიმატეთ, ყველა მათგანით კმაყოფილი ვარ. მათი ასაკი 18-დან 23 წლამდე მერყეობს და, სხვათა შორის, საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდებიც არიან, გუნდის კაპიტანი 23 წლის ვალერი ჯელიევია. მათ შესაძლებელობებს ყველა დაინახავს, როცა უმაღლეს ლიგაში გადავალთ.

აღსანიშნავია, რომ მოედნის მიღმაც სამაგალითო ურთიერთობა აქვთ ქართველ და ოს ფეხბურთელებს. მათი ერთგულება და გვერდში დგომა აისახება მინდორზე და გამარჯვებებიც ასე მოდის.

- მოსამზადებელმა შეკრებამ რამდენად დაგაკმაყოფილათ? შარშან, როგორ ვიცით, ურეკში მოემზადეთ, წლეულს კი ამაზე უარი თქვით...

- შეკრების ერთ-ერთ ვარიანტად შავიზღვისპირეთს წლეულსაც განვიხილავდით, მაგრამ ბოლოს ისევ გორში დარჩენა ვამჯობინეთ და სწორი გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ პირობებით, აგრეთვე, სპარინგ-მატჩებით. ამხანაგურ მატჩებში გამარჯვების მოპოვება უმთავრესი მიზანი არ არის, თუმცა, როცა ამ ტიპის სპარინგებს წაუგებლად ატარებ, ფსიქოლოგიურად ეს, რასაკვირველია, მაინც კარგად აისახება გუნდზე.

- პირველ ლიგაში თქვენი გუნდი გამოკვეთილი ლიდერია, უახლოეს მდევარს დიდი სხვაობით უსწრებთ და მიზნის მიღწევა, ალბათ, არ უნდა გაგიჭირდეთ...

- მეორე წრე ჯერ კიდევ წინაა. კონკურენტად ძლიერი გუნდები გვყავს და მოდუნება არაფერს გვარგებს. ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

ავტორის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა

"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

რა ხდება მატჩის გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით - ნაწილი გათავისუფლდა

დილა VS ოლბორგი - საქმე ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს!

ლიცენზირების პროცესი დასრულდა - 8 ქართულმა კლუბმა უეფას ლიცენზია მიიღო

ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია

"ლიახვმა" პირველი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო

ნუკრი რევიშვილი გორის "დილაში"?

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?

გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...

საქართველოს თასის მეოთხედფინალში ეროვნული ლიგის მხოლოდ 2 წარმომადგენელი გავიდა

ოთარ ტატიშვილი "შევარდენი 1906"-ის საპატიო პრეზიდენტი გახდა

ფრანგ ინვესტორებს ბაკურიანსა და ურეკში სტადიონების მშენებლობა სურთ

დილა-მეტალურგი 3:0 - გორელებმა ხასიათი გამოიკეთეს [VIDEO]

ბოლნისის "სიონი" ლიტვის ნაკრების ნახევარმცველით გაძლიერდა

კიდევ ერთი გარიგებული მატჩი - "ლიახვი" და "იმერეთი" მკაცრად დაისაჯნენ

დინამო(ბთ)-სიონი 0:0 - ახლა ქულაც აღარ კმარა

გიორგი მიქაძემ "მერანი" დატოვა, მალხაზ ჟვანიამ - "თელავი"

ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა

"ლიახვი" ლიცენზირების აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილებას ტრიბუნალში გაასაჩივრებს

ცხინვალის "ლიახვი" განცხადებას ავრცელებს

"სამტრედიის" გეგმები: გაძლიერება და თურქული შეკრება "ყარაბაღის" წინ