საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შედეგებზე პასუხისმგებლობა ავსტრიელ კონსულტანტს დაეკისრება
ძიუდოისტთა ნაკრების ხელმძღვანელობაში ფუნქციათა გადანაწილების მორიგი ეტაპია - მართალია, სოსო ლიპარტელიანი მთავარი მწვრთნელის სტატუს კი ინარჩუნებს, მაგრამ მისი რეალური ფუნქცია ყველა ასაკობრივი ნაკრების კურატორობა იქნება, ეროვნულ ნაკრებში მთავარმწვრთნელობას კი ავსტრიელი კონსულტანტი პეტერ ზაიზენბახერი გასწევს.

სწორედ მან შეადგინა ნაკრებისა თუ ცალკეულ ათლეტთა სავარჯიშო გეგმა, ის დააყენებს შემადგენლობას ყოველი ტურნირზე, უხელმძღვანელებს ყოველდღიურ ვარჯიშებს და თვითონვე იქნება პასუხისმგებელი შედეგებზეც. ლიპარტელიანის ფუნქცია ლამის კოპირებაა ყოფილი სახელმწიფო მწვრთნელის თანამდებობისა - ის იქნება კურატორი და გააკონტროლებს სამივე ასაკის ნაკრებს, შეასრულებს მენეჯერის ფუნქციებს და კონტრაქტის ამოწურვისას გააკეთებს დასკვნას, რომელმა მწვრთნელმა შეასრულა გათვალისწინებული პირობები და რომელმა - ვერა.

ლიპარტელიანი არც შემადგენლობის შერჩევაში ჩაერევა, არც - გუნდის დაკომპლექტებაში და არც - ყოველდღიურ საწვრთნელ პროცესში. შესაბამისად, ის არც შედეგებზე იქნება პსუხისმგებელი. ეროვნულ ნაკრებში ზაიზენბახერის თანაშემწედ ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური იმუშავებს.

მოგეხსენებათ, ზაიზენბახერთან ქართულმა მხარემ კონტრაქტი 1+6 სისტემით გააფორმა. მის მიერ გაკეთებულ საქმეებსაც სწორედ ერთი წლის შემდეგ დაითვლიან და მერე გადაწყდება, გაუგრძელონ თუ არა კონტრაქტი. ორიენტირად მსოფლიოს პირველობაა აღებული - ის იქნება შედეგების მთავარი განმსაზაღვრელი და არა ევროპა. ზაიზენბახერის გადაწყვეტილებით, ევროპაზე შესუსტებული შემადგენლობით გამოვალთ - ლიდერები არ იჭიდავებენ.

პარიზში ხვალ დასაწყებ "დიდ მუზარადზე" მოჭიდავე გუნდიც ზაიზენბახერმა დააკომპლექტა. იქ ხვალ 60, 66 და 73-ის ფალავნები იჭიდავებენ. დღეს წილისყრა გაიმართა და გაირკვნენ ჩვენებურთა მეტოქეები. ამირან პაპინაშვილი (60) პირველ წრეში ისვენებს და ფინელ იჯჰო რეინოლდსა და ლატვიელ დმიტრი კოზლოვსს შორის მოგებულს შეხვდება.

ამავე წონაში ბეთქილ შუკვანი საუდის არაბეთის წარმომადგენელ ეისა მაირაშის ხვდება. 73-ში თენგიზ პაპოშვილი ნიგერიელ აბას სალიჰუსთან ჭიდაობს, ნუგზარ ტატალაშვილი - საქართველოდან წასულ ებრაელ იოსებ ფალელაშვილთან.

ლევან წიკლაური (81) ტურნირში მესამე წრიდან ჩაებმება, ლასა ზურაბიანი კი მეორე წრეში უზბეკ მუმინ ნაბიევს ხვდება.

პირველ შეხვედრას მესამე წრეში გამართავს ვალერი ლიპარტელიანიც (90), ლომერ ჟორჟოლიანი (100) კი პირველ წრეში ისვენებს და ფრანგ მაელ ლე ნორმანდისა და პოლონელო ტომაშ დომანსკის სეხვედრად დაელოდება. მძიმეში ადამ ოქრუშვილის მეტოქე ბულგარელი ივან ილიევია.

Charles IX
"დიდი მუზარადი" რა უბედურებაა? არ ითარგმნება "დიდი სლემი" - ეს ინტელექტუალურ-სპორტულ თამაშ ბრიჯიდან სპორტის სხვა სახეობებში გადასული ტერმინია! კარგი იქნება თუ შეასწორებთ და მომავალშიც გაითვალისწინებთ.
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება