დღეს, თბილისი დროით 21 საათზე, ესპანურ შეკრებაზე მყოფი გია გეგუჩაძის გუნდი "მარბელას თასზე" კიევის "დინამოს" დაუპირისპირდება
გუშინ გვიან საღამოს შევიტყვეთ, რომ მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო "ზესტაფონის" მეკარე ზურაბ მამალაძემ, რომელიც პრაღის "სპარტასთან" მატჩისას დაშავებულა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას საფუძვლიან გამოკვლევას ჩაუტარებენ და ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენი ხნით მოუწევს იძულებითი უქმობა.

ესპანეთშივე გადაწყდა, რომ "ზესტაფონი" მამალაძეს ახალ, ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებს, მის კონკურენტ და იმერელთა ძირითად კიპერ როინ კვასხვაძეს - სამწლიანს, ნახევარმცველ თორნიკე გორგიაშვილს კი - ხუთწლიანს.

''ზესტაფონმა" ''მარბელას თასი" მძიმედ დაიწყო და მეოთხედფინალში პრაღის ''სპარტასთან" განცდილი 0:5-ით ტურნირზე გამარჯვების შანსი დაკარგა, მაგრამ ესპანეთში კიდევ ორ მატჩს მაინც ჩაატარებს. უკვე გაცნობეთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდი მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს და დღეს კიევის ''დინამოს" შეხვდება. იური სიომინსა და მის ფეხბურთელებს ქართველები თბილისის დროით 21 საათიდან დაუპირისპირდებიან.

თუ ''ზესტაფონმა" უკრაინული ბარიერის დაძლევა შეძლო, 8 თებერვალს მეხუთე ადგილისთვის მატჩს ჩაატარებს, თუ არადა, იმავე დღეს ბოლოსწინა, მეშვიდე საფეხურისთვის იბრძოლებს. ''ზესტაფონის" მომავალი მეტოქე კი ან კრასნოდარის ''ყუბანი" იქნება, ანაც - პლოვდივის ''ლოკომოტივი".

''მარბელას თასის" ნახევარფინალური წყვილები კი ასეთია: ''პოლონია" (პოლონეთი) – ''ზენიტი" (რუსეთი), ''სპარტა" (ჩეხეთი) – ''დნიპრო" (უკრაინა).

“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და "გალათასარაი" გამოისყიდის
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა