ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ადამიანი დროში

ადამიანი დროში

საქართველოს და საბჭოთა კავშირის დამსახურებულ მწვრთნელს, ღირსების ორდენოსან ვახტანგ სალუქვაძეს რვა ათეული წლის იუბილე მიულოცეს
ტევა არ იყო გუშინ ოლიმპიური ჩემპიონის - ნინო სალუქვაძის ტირში: საქართველოს და საბჭოთა კავშირის დამსახურებულ მწვრთნელს, ღირსების ორდენოსან ვახტანგ სალუქვაძეს მასპინძლებთან ერთად რვა ათეული წლის იუბილე უკრაინელმა სტუმრებმაც მიულოცეს.

ფედერაციამ ტყვიის სროლაში საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად აღიარა ოლიმპიური ჩემპიონის აღმზრდელი, ჭაბუკობისას თავად შესანიშნავი ჩუბინი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, რომელმაც 1967 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა IV სპარტაკიადა მოიგო, ექვსჯერ სსრკ ჩემპიონატებსა და რვაჯერ შეიარაღებული ძალების საკავშირო პირველობებში გაიმარჯვა, რომ არაფერი ვთქვათ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებზე.

არადა, ცეცხლის ხაზზე შემთხვევით მოხვდა. ჭაბუკობისას, როგორც ყველა ქართველი, ფეხბურთით იყო გატაცებული. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ოდესის ორწლიან სამხედრო სასწავლებელში განაგრძო. იქ აიღო პირველად პისტოლეტი ხელში. მომავალ ოფიცერს მიზანში ზუსტი სროლა სამსახურებრივად ევალებოდა. 1952 წელს ქვეყნის წინაშე სამხედრო ვალის მოსახდელად ოდესის ოლქში გაანაწილეს. სწორედ იმ წელიწადს მოიგო პისტოლეტიდან სროლაში დივიზიის პირველობა. თუმცა დიდ სპორტში დიდი გამარჯვებები ორმოცდაათიანი წლების მიწურულსა და სამოციან წლებში მოვიდა. წარმატებების მიუხედავად, საბჭოთა სპორტის მამები მაინცდამაინც არ სწყალობდნენ.

- 1968 წელს რომ დავქორწინდით, ვახტანგი უკვე სახელოვანი სპორტსმენი იყო, - მითხრა იუბილარის მეუღლემ ქალბატონმა ნანულიმ. - ხშირად დადიოდა შეჯიბრებებსა და საწვრთნელ შეკრებებზე. მეც თან დავყავდი. ახალგაზრდა ვიყავი და მიხაროდა. ნინოს შეძენის შემდეგ დედა-შვილი უფრო შინ ველოდებოდით. ახალგაზრდობისას ვახტანგს ბევრი ნერვიულობა შეხვედრია. 1960 წელს იხსენებს ხშირად. მაშინ რომის ოლიმპიადაზე 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მაჰმუდ უმაროვი და ვერცხლის პრიზიორი ალექსანდრ გუშჩინი წაუყვანიათ. არადა, უმაროვისთვის, რომელმაც იტალიის დედაქალაქში 552 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ყველა შეჯიბრება მოუგია. თანაც იმავე პერიოდში ვახტანგმა მოსკოვში დოსააფის საკავშირო პირველობაზე 557 ქულით გაიმარჯვა. ისე კარგად ყოფილა მომზადებული, ოლიმპიადიდანაც უმედლოდ არ დაბრუნდებოდა.

- 1962 წელს კაიროში მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა წავსულიყავი, რადგან საკავშირო პირველობასა და სხვა საკონტროლო ტურნირებზე ყველა კონკურენტს ვაჯობე, მათ შორის - ვლადიმირ სტოლიპინს, რომელმაც ეგვიპტის დედაქალაქში ოქროს მედალი მოიპოვა. საკმარისი გახდა, ავადმყოფობის გამო ერთი შეკრება გამეცდინა, ნაკრების სიიდან ამომრიცხეს, - ნაღვლიანი ღიმილით ამბობს იუბილარი.

- მამა ჯერ კიდევ მოქმედი მსროლელი გახლდათ და კარგ ფორმაშიც იყო, 1984 წლის ზაფხულში მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე ოთხი ოქროს მედალი რომ მოვიპოვე. მაშინ გადაწყვიტა, აქტიური სპორტისთვის თავი დაენებებინა და მთელი ყურადღება ჩემს დაოსტატებაზე გადმოეტანა. წარმატებებს სწორედ მას ვუმადლი. რომ არა მამაჩემი, ექვს ოლიმპიადაში ნამდვილად ვერ ვიასპარეზებდი. მერწმუნეთ, როგორც მშობელზე არ ვამბობ: ნამდვილად ღირსია, ტყვიის სროლაში ჩვენთან ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად რომ აღიარეს. მას ხომ ქართველების გარდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრებზეც დიდი ამაგი მიუძღვის.

ნინო სალუქვაძის სიტყვები კიდევ ერთმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ოდესელმა სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა იაკობ ჟელეზნიაკმაც დაადასტურა:

- ნახევარი საუკუნეა, ვახტანგ სალუქვაძესთან ვმეგობრობ. ბიჭი ვიყავი, ის რომ გავიცანი თბილისში 1960 წელს უკრაინა-საქართველოს მსროლელთა ამხანაგური მატჩისას. მომდევნო წელს ლვოვში შეიარაღებული ძალების საკავშირო ჩემპიონატში შევხვდით ერთმანეთს. მისი რჩევა-დარიგებები გამომადგა - სპორტის ოსტატის ნორმა შევასრულე. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვახტანგ სალუქვაძე ჩემი არა მარტო მეგობარი, არამედ მასწავლებელიც იყო. ახალგაზრდებს გვიყვარდა მასთან ურთიერთობა, როგორც მაშინდელი სროლის მეტრთან, რომელიც ზოგიერთივით ფარშევანგის იერით კი არ დადიოდა, არამედ უბრალოებითა და იუმორის ნიჭით გვხიბლავდა. მე, ოდესელს, იუმორით რომ გამაკვირვებს კაცი!.. სწორედ ასეთი იყო ჩვენი ვახტანგი და ასეთად დარჩა ამ 50 წლის განმავლობაში, რაც კი ვიცნობ. აქტიურ სპორტს რომ ჩამოვშორდი, მის შემდეგაც ხშირად ვეძებდი საბაბს მასთან შესახვედრად. ახლა კი საბაბმა თავად მომძებნა - როგორ შეიძლებოდა ვახტანგ სალუქვაძის 80 წლის იუბილეზე არ ჩამოვსულიყავი საქართველოში.

და კიდევ ერთი: მამა-შვილმა სასწაული ჩაიდინა. რაც ნინო სალუქვაძემ ვახტანგის დახმარებით გააკეთა, ეს ფანტასტიკაა. სეულის ოლიმპიადაზე ოქრო-ვერცხლის მოპოვების შემდეგ გავიდა ოცი წელიწადი და ნინო სალუქვაძე კვლავ ავიდა კვარცხლბეკზე - ბრინჯაო მოიპოვა ოცი წლის შემდეგ. მსგავსი რამ მსოფლიო სპორტის ისტორიაში არ მახსენდება.

- ასეთი რამ მხოლოდ სალუქვაძეებს შეეძლოთ ჩაედინათ. უკრაინელი მსროლელების სახელით ვულოცავ ბატონ ვახტანგს იუბილეს, - მეგობრის ნააზრევი უკრაინის სროლის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, იქაურ ჩუბინთა მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი კუქსამ დაასრულა.

სანამ სტუმრებს ვესაუბრებოდი, იუბილარი მილოცვებს იღებდა. ტყვიის სროლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ვახტანგ სალუქვაძე სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა, თბილისის მერიის სპორტის სამსახურის უფროსმა მერაბ ჩიქობავამ და სხვებმა დაასაჩუქრეს. იუბილარს სამახსოვრო ჯილდოები უკრაინელმა მეგობრებმაც გადასცეს.

ლადო ვარძელაშვილი: "ბატონო ვახტანგ, იუბილეს გილოცავთ და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. თქვენ საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე აღუზარდეთ. კვლავაც ბევრი წარმატებული სპორტსმენი აღგეზარდოთ. მადლობა ნაყოფიერი მუშაობისთვის."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს

[VIDEO] პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ხვიჩამ "ინტერს" გაუტანა!

[VIDEO] დუეს საღამოა - 19 წლის ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი შეასრულა

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერს" 2:0 ამარცხებს

[VIDEO] პსჟ დაფრინავს - დუემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა

[VIDEO] ჰაკიმიმ პსჟ დააწინაურა

ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო

"ინტერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

პირესი: ეს პსჟ იმ გუნდზე 100%-ით ძლიერია, რომელშიც მესი, ნეიმარი და მბაპე იყვნენ

ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს

ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

აი, თურმე რატომ გაქრა ხუსანოვი...

შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის

რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას

"ინტერის" მწვრთნელმა "ალ ჰილალთან" პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია

"მის წინააღმდეგ თამაში ჯოჯოხეთური იყო" - მესი

[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა

ფინალის წინ ლუის ენრიკეს შემადგენლობის მხრივ მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვს

"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა

[VIDEO] "როგორ შეაჩერებთ კვარაცხელიას?" - მარტინესმა კითხვაზე უპასუხა

ძალიან დიდი მატჩის დღე - ხვიჩას ეს შეუძლია!..