ინტერვიუ "სან ანტონიოს" ფრანგ გამთამაშებელთან
ტონი პარკერი 33 წლისაა. მან ექვსჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", 2007 წელს აღიარეს ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ, დღეს კი გუნდის ლიდერის არაოფიციალური სტატუსი კავაი ლეონარდს გადააბარა, თანაც ყოველგვარი ნეგატივის გარეშე.

ასეთია "სან ანტონიო სპურსის" საფირმო სტილი - არც ერთი მოთამაშე ზედმეტს არ იღებს საკუთარ თავზე და შეტევაში ლიდერის ფუნქციების აღება თითქმის ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია. სწორედ ამ მიზეზით, ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან პარკერი და დანკანი, ჯერ ისევ მნიშვნელოვანი დეტალებს წარმოადგენენ ტექსასელთა მექანიზმში.

მართალია, წელს პარკერის საშუალო შედეგიანობა დაეცა, მაგრამ ეს მოხდა ლეონარდის როლის გაზრდისა და ლამარკუს ოლდრიჯის შეძენის ფონზე. სამაგიეროდ, ამ სეზონში პარკერი რეალიზაციის საუკეთესო პროცენტს აჩვენებს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

ტონი საფრანგეთის ნაკრებში კარიერის დასრულებას ლამაზად აპირებს - რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე თამაში სურს. მას შემდეგ, რაც პარკერი 2003 წელს ნაკრების კაპიტნად აირჩიეს, შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია: 2005 წლის ევრობასკეტის ბრინჯაო, ვერცხლი 2011 წელს, როცა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ბოლოს, ოქრო 2013 წლის ჩემპიონატზე. მაშინ, ფინალში ფრანგებმა ლიტველები დაამარცხეს. გარდა ამისა, ტონი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელია.

მიუხედავად იმისა, რომ "გოლდენ სტეიტი" რეკორდს რეკორდზე ამყარებს, "სან ანტონიო" ცდილობს "მეომრების" ზეწოლა აიცილოს თავიდან და მხოლოდ სამი მოგებით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერს. მომდევნო საჩემპიონი ბეჭედი მეხუთე იქნება პარკერის კარიერაში. ამ შემთხვევაში, ის გაუთანაბრდება კობი ბრაიანტს, მეჯიქ ჯონსონსა და NBA-ის სხვა ლეგენდებს.

საინტერესოა, ვეტერანის აზრი - როგორ აპირებს "სან ანტონიო" "გოლდენ სტეიტის" შეჩერებას?

- რის ხარჯზე ახერხებს "სპურსი" ასეთი სტაბილურობის ჩვენებას?

- ყველაფერი საკუთარი თავის მოტივირებამდე დადის. ნებისმიერი გუნდი, მით უმეტეს, გრეგ პოპოვიჩის ხელმძღვანელობით, მხოლოდ ერთზე ფიქრობს - NBA-ის საჩემპიონო ტიტულზე. არასოდეს ჩნდება აზრი: "წელს შეიძლება მოდუნება". ჩვენ ვაგრძელებთ სრულყოფას.

გუნდის ყველა წევრი ბოლომდე იხარჯება. გარდა ამისა, როცა შემადგენლობის გადახალისება მიმდინარეობს (ჩვენთან მოვიდნენ ლამარკუს ოლდრიჯი და დევიდ უესტი) - ეს დამატებით იმპულსს იძლევა. ჩვენ ხომ გვინდა, რომ ახლებმაც მიიღონ საჩემპიონო ბეჭდები (იცინის). გასაგებია, რატომაც აირჩიეს მათ "სან ანტონიო". ამაში გასაკვირი არაფერია. დაუჯერებელი გრძნობაა - გააცნობიერო ის, რომ შენში ისევ ხედავენ ფავორიტს. სხვა შემთხვევაში, ეს ბიჭები აქ არ იქნებოდნენ.

- "სპურსი" გასული წლების გრაფიკს უსწრებს. ადრე ისე ჩანდა, რომ რეგულარული ჩემპიონატის მატჩები თქვენთვის ცოტას ნიშნავდა. როგორც ჩანს, ამ სეზონში სხვანაირად არის საქმე...

- მართალი ხართ, წელს უფრო სხვანაირი გეგმები გვაქვს. გასულმა სეზონმა ბევრი რამ გვასწავლა. თითქოს, მეორე ადგილზე ვიყავით, მაგრამ ერთმა წაგებამ მეექვსე ადგილზე გადაგვისროლა. ამან შეცვალა ჩვენი მენტალიტეტი. დასავლეთში საკუთარი მოედნის უპირატესობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ არ გავრისკოთ და კონფორტული პირობები შევიქმნათ. ნაკლებს ვისვენებთ, რადგან გვესმის, რომ ჩვენი დრო გადის, შესაბამისად, არ შეიძლება ჩემპიონობის მოპოვების ბოლო შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ. ამიტომაც, აღარ ვთამაშობთ ნახევარი ძალით აუთსაიდერის წინააღმდეგ, არამედ ვანადგურებთ მათ 20-30 ქულით. მაქსიმალური განწყობა გვაქვს ყოველ შეხვედრაში.

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთში ყველა კონცენტრირებულია, რადგან ესმით - ვისთან მოუწევთ კონფერენციის ფინალში თამაში.

- რა თქმა უნდა. დღევანდელ "გოლდენ სტეიტს" ფსიქოლოგიური ზეწოლა აქვს მეტოქეებზე. მაგრამ მზად ვართ მათთან შესახვედრად. ჩვენ ვძლიერდებით. შეგვიძლია მათი დამარცხება.

- როცა "სპურსმა" ოლდრიჯი გაიფორმა, თქვენ თქვით, რომ ადაპტირება მოუწევს ყველას: ლამარკუსს გუნდურ სტილთან და პირიქით. პროგრესი სახეზეა?

- ის შესანიშნავად უმკლავდება ყველაფერს. ლამარკუსი ბრძნულად მოიქცა, როცა სხვის სახლში თავისი წესებით არ მოვიდა. ის უდიდეს პატივს სცემს პოპოვიჩს, "ადგილობრივ ტრიოს" (იღიმის), ჩვენს წესებს და ტრადიციებს. არც კი ვიცოდი, რომ ოლდრიჯი ამდენად ალტრუისტი იყო. მაგრამ, თუ რაღაც უფრო ბევრზე გვაქვს პრეტენზია, ყველა საკუთარ თავს უნდა გადაახტეს. ოლდრიჯი გამონაკლისი არ არის.

- ბევრი დრო დაგჭირდათ იმის გასაგებად - საიდან და როდის უფრო მოხერხებულია მისთვის სროლა?

- არც ისე ბევრი. ის ექსტრა-კლასის მოთამაშეა. მეც და ისიც ადაპტაციას გავდივართ. ბოლო დროს ვგრძნობ, როგორ გაიზარდა ჩვენი ურთიერთშეთამაშება. შეტევების ორგანიზების მხრივ, ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, მაგრამ მაინც არის სათამაშო ელემენტები, სადაც მომატება გვჭირდება.

- აღიარეთ, რომ თითოეულ მოთამაშეში არის ეგოიზმის მომენტი. ნუთუ თქვენთვის ან "სპურსის" სხვა ლიდერებისთვის იოლია იმის ყურება, როგორ გამოდიან პირველ როლებზე ოლდრიჯი და ლეონარდი?

- ჩვენთან საერთოდ არ არსებობს ეს პრობლემა. ხოლო ეგოიზმთან დაკავშირებული სირთულეები არასოდეს ყოფილა. ლიდერის ფუქციების ერთიდან მეორეზე გადასვლა ერთგვარ ნორმად იქცა. დევიდ რობინსონმა ტიმ დანკანს გადააბარა ეს როლი, დანკანმა - მანუ ჯინობილის, მანუმ - მე, ახლა კი კავაისა და ლამარკუსის ჯერი დადგა. ჩვენ ყველანი - ერთი პაზლის ნაწილები ვართ. თუ მას ავაწყობთ - ტიტულს დავისაკუთრებთ. ეს ერთადერთია, რაც გვინდა.

- აპირებთ ოლიმპიადის კვალიფიკაციაში მონაწილეობას?

- დიახ.

- რთული იყო ეს გადაწყვეტილება? თქვენმა მეუღლემ ხომ ზაფხულში უნდა იმშობიაროს?

- იოლი არ იყო. მე და ჩემი მეუღლე დიდი ხანი ვმსჯელობდით. ნაკრების შემადგენლობაში 15 წლის განმავლობაში ვთამაშობდი და უცნაური იქნებოდა მისთვის მეღალატა. ცოლთან დაკავშირებით ძალიან გამიმართლა. მან ყველაფერი გაიგო და საშუალება მომცა - სიამოვნება მივიღო ნაკრებში ბოლო დღეებით. ეს იქნება ჩემი ბოლო ზაფხული ნაკრებში. უკვე სამი წელია ამ სიტყვებს ვიმეორებ. მინდა მაჟორულ ნოტაზე დავასრულო გამოსვლა.

- როგორი მომავალი ელოდება საფრანგეთის ნაკრებს მას შემდეგ, რაც თქვენ და უფროსი თაობის სხვა წარმომადგენლები დაასრულებთ გამოსვლას? სად მიიყვანენ გუნდს ევან ფურნიე და რუდი გობერი?

- დარწმუნებული ვარ, ეროვნული ნაკრები კარგ ხელში რჩება. ბევრი ნიჭიერი ბიჭი გვყავს. თქვენ ახსენეთ ფურნიე და გობერი, მაგრამ დაგავიწყდათ ნიკოლა ბატუმი. ის დღეს ლიდერია.

ბოლო 10 წელია, ჩვენმა ნაკრებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 2005 წელს, ჩვენ მოვიგეთ ევრობასკეტის ბრინჯაო, რაც პირველი მედალი იყო საფრანგეთისთვის ამ ტურნირზე ბოლო 50 წლის განმავლობაში. უკვე რვა წლის შემდეგ კი ოქრო ავიღეთ - პირველად ეროვნული გუნდის ისტორიაში. მე მგონი, ცუდი არ არის. ჩემი აზრით, ბევრ გულშემატკივარს სიამაყის საბაბი მივეცით. ახლა, უკვე ისინი გვაძლევენ ძალასა და მოტივაციას წინსვლისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სან ანტონიოს" შეტევა არ უვარგა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
საფრანგეთმა რიოს შესარჩევში უნდა ითამაშოს
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
[VIDEO] გინახავთ ამ სიმაღლის კაცი, ფეხბურთს ასე თამაშობდეს? - ვემბანიამა კოსტა რიკაში ერთობა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ყველაზე დიდი ტრიო ისტორიაში
მამუკელაშვილმა სეზონი დაასრულა, ბითაძეს პლეი ოფის შანსი პლეი ინში აქვს
NBA. მატჩები: დურანტის გამარჯვების ორქულიანი, პარკერმა ბრაიანტს გაუსწრო [VIDEO]
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
ბითაძის "ორლანდომ" მამუკელაშვილის "სან ანტონიოს" სძლია | ქართული დერბი ნბა-ში [VIDEO]
ტონი პარკერი ნოემბერში დაბრუნებას გეგმავს
NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი შეიძლება "ლიონის" პრეზიდენტი გახდეს