ექვსი ერის გათამაშების მე-4 ტურში, ლონდონში, "თვიქნემზე" წლევანდელი ტურნირის ყველაზე პრინციპული მატჩი გაიმართება
ექვსი ერის გათამაშების მე-4 ტურში, ლონდონში, "თვიქნემზე" წლევანდელი ტურნირის ყველაზე პრინციპული მატჩი გაიმართება. ინგლისის ნაკრები უელსის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ორივე ჯერაც დაუმარცხებელია და პირველობისთვის იბრძვის.

უელსის ნაკრების თავკაცმა, ახალზელანდიელმა უორენ გეთლენდმა უკვე დაასახელა საბრძოლო რაზმი, რომლის ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები არ არის. "წითელი ურჩხულების" თავკაცმა მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე შეცვალა სამი კაცი. ესენია: პოლ ჯეიმზი, ლუკ ჩარტერისი და რის ვები.

"შაბათს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ საკმარისად გამოცდილ გუნდს გავიყვანთ. ცვლილებები ძირითად შემადგენლობაში არ გვაქვს, რადგან მიმაჩნია, რომ საფრანგეთის წინააღმდეგ შესანიშნავად ვითამაშეთ.

ამასთან ერთად, ძალიან კარგი მოთამაშეები გვყავს სათადარიგოთა შორისაც, რომლებსაც გუნდის თამაშის გაძლიერება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

ერთი სიტყვით, ჩვენი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. უკანა ხაზში გამოცდილებისა და ახალგაზრდობის ნაზავი თითქმის იდეალურია", - თქვა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა.

უელსი: 15. ლიამ ვილიამსი, 14. ალექს კატბერტი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. დენ ბიგარი, 9. გარეთ დევისი. 1. რობ ევანსი, 2. სკოტ ბოლდუინი, 3. სამსონ ლი, 4. ბრედლი დევისი, 5. ალუნ ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიატი, 7. სემ ვერბარტონი, 8. ტაულუპე ფალეტაუ.

16. კენ ოუენსი, 17. პაულ ჯეიმზი, 18. ტომას ფრენსისი, 19. ლუკ ჩარტერისი, 20. ჯასტინ ტიპურიკი, 21. რის ვები, 22. რის პრესტლენდი, 23. გარეთ ანსკომბი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
ტუდორის აღარავის სჯერა - "ტოტენჰემში" მძიმე სიტუაციაა
მხარი დავუჭიროთ ხვიჩას - UEFA-ს გამოკითხვაში კვარაცხელია კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა
"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
ორბმა დელტას ოვერტაიმში სძლია | ქუთაისმა ივერიონს ზედიზედ მე-6 მარცხი აგემა
"საპასუხო მატჩშიც ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს" - "ლივერპულის" ქომაგები გიორგის მადლობას უხდიან
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
[IVDEO] კატასტროფული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ტოტენჰემის მეკარე მე-16 წუთზე შეცვალეს
[VIDEO] მამუკელაშვილი "ტორონტოს" ძირითად ხუთეულში დაბრუნდა
ხვიჩა სასტარტოში გვსურს - "მამარდას" დაწყებულს "კვარა" და "ქოჩორა" აგრძელებენ
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ