ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია „არსენალის“ ვარსკვლავ ჯეკ უილშირს დასჯის.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია „არსენალის“ ვარსკვლავ ჯეკ უილშირს დასჯის. მიზეზი: 19 წლის ფეხბურთელმა მსაჯ ფილ დოდზე ჯავრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ იყარა. სხვა საქმეა, რომ როგორც კი „ორთქლი გამოუშვა“ უილშირმა თავისი ნაწერი წაშალა და... ხელადვე ცნობილი გახდა, რომ არც ასოციაციას სდომებია მაინცდამაინც მისი დასჯა, მაგრამ ვალდებული იყო ემსჯელა.

უილშირი, რომელიც ფაბიო კაპელომ ნაკრებში გამოიძახა და ოთხშაბათს, დანიელების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს კიდეც, „ტვიტერში“ ჩიოდა რატომ გაგვიგდო დოდმა ნიუკასლში თამაშის დღეს მოედნიდან აბუ დიაბი და იმავე შეხვედრაში, ზუსტად ისეთივე საქციელისთვის, კევინ ნოლანი მოედანზე რატომ დასტოვაო. შეგახსენებთ, რომ ერთი ხნის წინ ასოციაციას „ლივერპულის“ ყოფილი მოთამაშის, დღეს „ჰოფენჰაიმის“ თავდამსხმელის რაიან ბაბელის დასჯა მოუხდა. მიზეზი: ჰოლანდიელმა „ტვიტერში“ მოათავსა მსაჯ ჰოვარდ ვების დამონტაჟებული ფოტო, სადაც ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორმაში ჩაცმული.

ჩელსი პენალტს იმსახურებდა

ყოფილმა ინგლისელმა მსაჯმა, გრემ პოლმა, რომელიც თავის მოსაზრებებს „დეილი მეილში“ აქვეყნებს, „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა განიხილა და იმ ორ ეპიზოდს შეეხო, როდესაც ინგლისის ჩემპიონს პრეტენზია გაუჩნდა, რომ არბიტრ ანდრე მარინერს „ლივერპულის“ კარში პენალტი უნდა დაენიშნა. პოლი წერს, რომ მარინერმა ამ ორი მომენტიდან ერთი სწორად შეაფასა მეორეში კი შეცდა, რადგან პენალტის დანიშვნა მართებდა. ფიფას ყოფილი არბიტრის აზრით ეპიზოდში, როდესაც ბურთი ლუკასს მოხვდა ხელში, ფეხბურთელს ხელი ბუნებრივად ეჭირა და, შესაბამისად, ის კი არ შეეხო ბურთს, არამედ ბურთი შეეხო მას. მეორე შემთხვევაში კი გლენ ჯონსონმა ბრანისლავ ივანოვიჩი „დაბლოკა“ და ამისათვის თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო. პოლი ამბობს, რომ ამაზე მკაფიო მაგალითს თუ რა არის „ბლოკი“ ადამიანი ძნელად თუ იშოვნიდა სადმე.

იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც რაულ მეირელეშმა შეახო ბურთს ხელი, მაგრამ, პოლის მტკიცებით ეს ამბავი საჯარიმოს გარეთ მოხდა და მას საპენალტე სიტუაციებზე ლაპარაკისას ვერ განვიხილავთ.

რომანი დასრულდა

რომან პავლიუჩენკომ „ტოტენჰემის“ მწვრთნელს ჰარი რედნაპს შეუტია: „სეზონის ბოლოს „სფურზიდან“ უნდა წავიდე“.

რუს თავდამსხმელს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მობეზრდა და „დეზებთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა. ფორვარდი ამბობს, რომ „უაით ჰართ ლეინზე“ ყველაფერი მოსწონს, გარდა ერთისა - რედნაპი მას სხვა გუნდში გადასვლისკენ უბიძგებს.

„არ მესმის რატომ არ მათამაშებს რედნაპი. თავად ამის შესახებ არაფერს მეუბნება. გაუგებარია, იმ შეხვედრის შემდეგ, რომელშიც გოლი შევაგდე, რატომ უნდა ვიჯდე სათადარიგოთა სკამზე. ძალიან დამღალა გაუგებრობამ. ადრე საზარდულის ტრავმა მაწუხებდა, მაგრამ ბოლო ორი შეხვედრისთვის სრულიად მზად ვიყავი. მეტიც, „ფულჰემთან“ 4:0-ს რომ ვაგებდით რედნაპმა მაშინაც კი არ შემიშვა მოედანზე. არადა, ინტერვიუებში მწვრთნელი იმეორებს, რომ ვჭირდები და ჩემს გაყიდვას არ აპირებს. ჩემი აგენტი „ტოტენჰემის“ თავმჯდომარეს შეხვდა, მაგრამ ამან სასიკეთო არაფერი მოიტანა. მოედანზე თავმჯდომარე ხომ არ გამიშვებს“.

მაგნიტი კარს უკან

როგორც „არსენალის“ რუსი თავდამსხმელი ანდრეი არშავინი ყვება, „ნიუკასლთან“ 4:4-ის შემდეგ გასახდელში შესულმა არსენ ვენგერმა ხმა ვერ მოიღო. შეგახსენებთ, რომ „მეთოფეები“ 4:0-ს იგებდნენ.

„მან საერთოდ ვერაფერი გვითხრა. ის საშინლად დაზაფრული იყო. რაა გასაკვირი, ასე იქნებოდა მის ადგილას ყველა. ფეხბურთელებიც საშინელ გუნებაზე ვიყავით. იმ საღამოს ცოტა „მანჩესტერ იუნაიტედის“ წაგებამ გამოგვაფხიზლა. საბედნიეროდ ფსიქოლოგიურად არ გავმტყდარვართ. უფლება არ გვაქვს გავტყდეთ. თუ წარმატება გვინდა ყურების ჩამოყრისთვის ვერ უნდა მოვიცალოთ. იმ დღეს კი ვერ მივმხვდარვარ რა მოხდა. რვა გოლი ერთ კარში გავიდა - თითქოს იმ კარის უკან მაგნიტი იყო დამონტაჟებული. მაგრამ, მორჩა, ნიუკასლი უკვე წარსულს ჩაბარდა“.

დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია