"დაუგავას" ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა გუნდში გასასინჯად კიდევ რამდენიმე ქართველი მიიწვია
ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) კლუბ "დაუგავაში" ხუთი ქართველი თამაშობს - მცველი გიორგი ჩიხრაძე, ნახევარმცველები დავით ფაილოძე, ჯემალ ჯალიაშვილი, გიორგი წაქაძე და თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე.

ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე "დაუგავას" ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა თამაზ პერტიამ კიდევ რამდენიმე ჩვენებური მიიწვია გასასინჯად: მეკარეები ნიკოლოზ ჯალაღონია და სოსო ხომერიკი, მარჯვენა ნახევარმცველები გიორგი ჯავახიშვილი და შალვა ფურცელაძე, საყრდენები ილია სორდია და თემურ აფრიამიძე, აგრეთვე თავდამსხმელი თომა ტაბატაძე. ფეხბურთელების მენეჯერი გიორგი ნიკურაძე ამტკიცებს, რომ "დაუგავასთან" კონტრაქტის გაფორმების ყველაზე დიდი შანსი პირველლიგელი "ნორჩი დინამოს" თავდამსხმელ ტაბატაძეს აქვს.

"ორი კვირაა, ლატვიურ კლუბში რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი ჩამოვიყვანე. ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტად თომა ტაბატაძე მოეწონათ და, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. თომა 19 წლისაა, პირველი ლიგის "ნორჩ დინამოში" ვალერი გაგუასთან თამაშობდა. მიმაჩნია, რომ ნიჭიერი ბიჭია და დიდი მომავალიც აქვს. სხვების ამბავი ჯერ კიდევ გასარკვევია. შეკრება 15 თებერვლამდე გაგრძელდება და თამაზ პერტია საბოლოო პასუხს ამის მერე იტყვის. ახლა ჩვენ ფინეთში ვართ, სადაც "დაუგავას" საერთაშორისო ტურნირი მოვუწყვე. პერტიამ ფეხბურთელები სწორედ ამ ტურნირზე გასინჯა, თუმცა ტესტირებას კვლავაც აგრძელებს", - გვითხრა ნიკურაძემ.

სხვათა შორის, საინტერესო მეკარეა ნიკა ჯალაღონია, რომელიც "ზესტაფონი 2"-ში, "35-ე საფეხბურთო სკოლაში", ბოლოს კი ხობის "კოლხეთში" თამაშობდა. "35-ე სკოლის" ყოფილი მწვრთნელის, კახა გოგიჩაიშვილის თქმით, მსგავსი ნიჭიერი მეკარე ბევრი არ ეგულება, მაგრამ მის მიმართ სერიოზულად არც ერთი ძლიერი ქართული კლუბი არ დაინტერესებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
პარიზი მორიგი დიდებისთვის ემზადება, ჩვენ - ხვიჩას გოლისთვის!
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
სანამ ბავშვთან მამა მივიდოდა, პირველადი დახმარება ხელაიფიმ აღმოუჩინა - პსჟ-ს პრეზიდენტის ეს ქმედება სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"