იაპონიაში რამდენიმე სუმოისტი ჩაწყობილ ორთაბრძოლებში გამოიჭირეს და ფართომასშტაბიანი გამოძიება მიმდინარეობს

იაპონიაში არნახული სკანდალია - იმის გამო, რომ რამდენიმე სუმოისტი ჩაწყობილ ორთაბრძოლებში გამოიჭირეს, სუმოს ასოციაციამ საერთოდ გააუქმა წლის მეორე, გაზაფხულის ბაშო, რომელიც 13-27 მარტს ქალაქ ოსაკაში უნდა ჩატარებულიყო. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა - ბაშო იაპონიაში 1945 წელსაც კი ჩატარდა, როცა ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩამოყარეს. ერთადერთი 1946 წლის გაზაფხულის ბაშო არ გამართულა, რადგან ტოკიოს "კოკუგიკანის" რეკონსტრუქცია ვერ მოესწრო.

ბაშოს გაუქმების მიზეზია ჩაწყობილი ორთაბრძოლებია, რომლებზეც ეჭვი ჰქონდათ, მაგრამ აქამდე ვერ მტკიცდებოდა. სუმოს წინა სკანდალისას, როცა რიკიშების ნაწილი არალეგალურ ტოტალიზატორებში თამაშში ამხილეს, მათი მობილური ტელეფონები პოლიციამ საგულდაგულოდ გაჩხრიკა. ორი მათგანის სმს-ს არქივებში კი საინტერესო მესიჯები აღმოაჩინეს ახლა უკვე ჩაწყობილ ორთაბრძოლებზე.

აღიარებითი ჩვენება უკვე დაწერეს ძურიოს დივიზიონის წევრმა ჩიოჰაკუჰომ და ყოფილმა სუმოისტმა კასუგანიშიკიმ, მაგრამ სუმოს ასოციაცია ამით არ დაკმაყოფილდა: დაინიშნა ფართომასშტაბიანი გამოძიება და იმის გამო, რომ გამოძიება გაზაფხულის ბაშომდე ვერ დასრულდება, სუპერტურნირი საერთოდ გაუქმდა. სუმოს ასოციაცია შეგნებულად მიდის მრავალმილიონიან ზარალს, ოღონდ ყველა დამნაშავე დაისაჯოს.

საბედნიეროდ, ქართველი სუმოისტების არც ამ სკანდალში ფიგურირებენ, - ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე), გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) და კოკაის (ლევან ცაგურია) სახელები არ გაჟღერებულა.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი