გავიხსენოთ უცხოელი მწვრთნელები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები გაუწვრთნიათ
რამდენიმე დღეც და საქართველოს ეროვნული ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველ მატჩს ჩაატარებს: 29 მარტს, "დინამო არენაზე", ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩვენს უპირველეს გუნდს სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი გაიყვანს.

აქამდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ქართველების (გიგა ნორაკიძე, გივი ნოდია, ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, რევაზ ძოძუაშვილი, გიგლა იმნაძე, მერაბ ჟორდანია, გოჩა ტყებუჩავა, გაიოზ დარსაძე, თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე) გარდა, სხვადასხვა დროს უცხოელ მწვრთნელებსაც უმუშავიათ: იოჰან ბოსკამპს (ჰოლანდია), ივო შუშაკს, პეტარ შეგრტს (ორივე - ხორვატია), ალენ ჟირესს (საფრანგეთი), კლაუს ტოპმიოლერს (გერმანია), ექტორ რაულ კუპერს (არგენტინა).

დღეს სწორედ იმ უცხოელ მწვრთნელებზე ვისაუბრებთ, სხვადასხვა "დოზით" გარკვეული კვალი რომ დატოვეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

თუმცა, წინდაწინ შეიძლება იმის თქმაც, რომ, საერთო ჯამში, ქართველ სპეციალისტებს ბევრად უფრო უკეთესი შედეგი ჰქონდათ საქართველოს ნაკრებში, ვიდრე აქ მომუშავე მათ უცხოელ კოლეგებს.

თუმცა, გარკვეული გამონათებებიც იყო და არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ შემდგომში წარმატებული კარიერის მქონე რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს სწორედ ზემოთ ხსენებული უცხოელი მწვრთნელების მოღვაწეობის დროს ჰქონდა დებიუტი საქართველოს ნაკრებში...

იოჰან ბოსკამპი

აქ ჩამოსული პირველი უცხოელი მწვრთნელი ჰოლანდიელი სპეციალისტი იოჰან ბოსკამპი გახლდათ, რომელიც 1999 წლის მაისის დასაწყისში თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და საქართველოს ნაკრების გაძღოლაც დაევალა;

ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იმ დროისათვის ჩვენთვის, ფაქტობრივად, დამთავრებული იყო: იმის მიუხედავად, რომ ის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დავიწყეთ (საშინაო მატჩში აჩიკო არველაძის ერთადერთი გოლით ალბანეთს მოვუგეთ), მერე მხოლოდ იმედგაცრუება გველოდა!

თავად განსაჯეთ: ზედიზედ ორ საგარეო წაგებას (ლატვიასთან და საბერძნეთთან) სლოვენიასთან საშინაო ფრე მოჰყვა, მაგრამ 1999 წლის 28 აპრილს, თბილისში ნორვეგიის ნაკრებმა რომ მართლაც აბუჩად აგვიგდო (ოლე გუნარ სოლსკიაერისა და ტორე ანდრე ფლოს ოსტატობამ იმდენი ქნა, რომ სტუმრები პირველი ტაიმის შემდეგ 4:0-ს გვიგებდნენ), სწორედ ამის მერე ჩაიბარა ჩვენი გუნდი იოჰან ბოსკამპმა, რომელსაც საკლუბო დონეზე (ბელგიასა და ჰოლანდიაში) მანამდე გარკვეული წარმატებები ჰქონდა.

ფოტოზე: მერაბ ჟორდანია და იოჰან ბოსკამპი

ბოსკამპის მოსვლით ჩვენი ნაკრების შედეგი არ გაუმჯობესებულა (5 ოფიციალური მატჩი: 1 ფრე და 4 წაგება), თუმცა ბევრი სიახლეც იყო და არა მხოლოდ თამაშის ორგანიზაციის თვალსაზრისით: ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გააგრძელა წინამორბედის დაწყებული საქმე და საქართველოს ნაკრების მკვეთრი გაახალგაზრდავებაც დაიწყო!

თუმცა, ეს ყველაფერი თავისი მეორე შეხვედრიდან დაიწყო, აი, სადებიუტო მატჩში (სტუმრად - ნორვეგიასთან) მხოლოდ 2 სიახლე შემოგვთავაზა - ნაკრებში გარკვეული პაუზის მერე დააბრუნა ლევან ცქიტიშვილი (იმ დროისათვის "ფრაიბურგის" ღირსებას რომ იცავდა), ხოლო დებიუტანტი კი ბათუმის "დინამოს" მცველი დავით ჭიჭვეიშვილი გახლდათ.

აი, მომდევნო მატჩში კი ბოსკამპმა მართლაც ბევრი გააოცა: საბერძნეთთან წაგებულ დრამატულ შეხვედრაში (სტუმრებმა ბოლო ოთხ წუთში გაგვიტანეს 2 გოლი) ძირითადში დააყენა "ტორპედოს" 23 წლის მარჯვენა მცველი ბადრი ახვლედიანი და თბილისის "დინამოს" 17 წლის მცველი ოთარ ხიზანეიშვილი, ხოლო ასევე 17 წლის ზურაბ ხიზანიშვილი შეცვლაზე შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ხიზანეიშვილსა და ხიზანიშვილს, საერთო ჯამში, მანამდე 10 მატჩიც არ ჰქონდათ ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატში! არც ის დაგვავიწყდეს, რომ ბერძნებთან მატჩში ძირითადში იყო 20 წლის მამუკა წერეთელი, ხოლო ასევე 20 წლის რატი ალექსიძე ნაკრებში გარკვეული პაუზის მერე სწორედ ბოსკამპმა დააბრუნა.

...შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულიანმა ქართველმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ჩვენს ნაკრებს პირველად სწორედ ბოსკამპის დროს უკაპიტნა!

ნაკრების იმდროინდელი კაპიტანი გიორგი ნემსაძე სლოვენიელებთან გასვლით მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა და იმის მიუხედავად, რომ ჩვენს გუნდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი იყო, ბოსკამპმა ეს დიდი ნდობა 22 წლის კახა კალაძეს გამოუცხადა.

2000 წლის 4 სექტემბრის იმ წვიმიან საღამოს ჩვენი ნაკრები წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა: შოთა არველაძემ "თავისი" გოლი კი გაიტანა, მაგრამ სლოვენიელთა გამორჩეული ფეხბურთელების, ზლატკო ზახოვიჩისა და მილენკო აჩიმოვიჩის ინდივიდუალურ ოსტატობას ხელი ვერ შევუშალეთ და დასანანი მარცხი (1:2) ვიწვნიეთ.

ისე როგორც საბერძნეთთან და სლოვენიასთან მატჩებში, კვლავაც ბოლო წუთებში დაკარგული კონცენტრაციის გამო ვერ მოვიგეთ საშინაო შეხვედრა ლატვიასთან (2:2), მერე კი, როცა ალბანეთთანაც დავმარცხდით იმ შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში (1:2), ბოსკამპისა და საქართველოს ნაკრების ურთიერთობა დასრულდა, თანაც ისე, რომ ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო.

ასეთი უარყოფითი შედეგის მიუხედავად, ბოსკამპმა გარკვეული კვალი მაინც დატოვა ქართულ ფეხბურთში და ერთადერთი, რაც ნაკლად შეიძლება ჩავუთვალოთ, ქართულ მენტალიტეტთან ვერშეგუება იყო.

ამას გარდა, ეს მცოდნე ჰოლანდიელი სპეციალისტი ხშირ შემთხვევაში ზედმეტად მედიდურად იქცეოდა ქართულ სპორტულ მედიასთან ურთიერთობაში.

თუმცა, გავა დრო და ქართველი ჟურნალისტები ბევრად უფრო უარეს დამოკიდებულებასაც შეხვდებიან...

ივო შუშაკი

საქართველოს ნაკრების არც ერთი უცხოელი მწვრთნელი არ ყოფილა ჩვენს მენტალობასთან ისე ახლოს, როგორც ივო შუშაკი! ფაქტია: ამ არცთუ ურიგო სპეციალისტმა და ხასიათებით მართლაც ყოველმხრივად გამორჩეულმა პიროვნებამ აქ ყოფნის განმავლობაში თავი ყველას შეაყვარა.

თანაც, ხორვატმა მწვრთნელმა სულ მოკლე დროში შეძლო იმ ყველაფრის "ათვისება", რაც ქართულ რეალობასთან იყო დაკავშირებული. თბილისის "დინამოში" მის მიღწევებს აღარ ჩამოვთვლით, აი, საქართველოს ნაკრებთან კი მისი სახელი და გვარი მუდამ აღმატებულ ხარისხში უნდა მოვიხსენიოთ - ბოლოს და ბოლოს, სწორედ შუშაკის ხელმძღვანელობით შეძლო საქართველოს ნაკრებმა იმ მართლაც დაუვიწყარ მატჩში გამარჯვება, როცა 2003 წლის 30 აპრილს "ლოკომოტივის" სტადიონზე რუსეთის ნაკრებს მოვუგეთ!

...შუშაკი ნაკრებში დროებით მწვრთნელად დაინიშნა: როცა 2003 წლის გაზაფხულზე ორ საშინაო მატჩში (ირლანდიასთან და შვეიცარიასთან) მხოლოდ 1 ქულა ავიღეთ, ნაკრების იმდროინდელმა თავკაცმა ალექსანდრე ჩივაძემ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.

არადა, უახლოეს სანაკრებო მატჩამდე სამ კვირაზე ოდნავ მეტიღა რჩებოდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმდროინდელმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ მომდევნო ორი შეხვედრისათვის (რუსეთთან და ირლანდიასთან) ნაკრების გაძღოლა თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელს ივო შუშაკს მიანდო.

ჰოდა, დებიუტიც ისეთი ჰქონდა "ჩვენს ივოს", კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებდა: რუსეთის ნაკრებს 1:0 მოვუგეთ!

ამ დაპირისპირების შესახებ ბევრი დაწერილა და მხოლოდ რამდენიმე ფაქტს გავიხსენებთ: ამ წაგებას მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვალერი გაზაევის გადადგომა მოჰყვა და საერთოდაც, რუსეთის ნაკრებს სერიოზულად გავურთულეთ სატურნირო მდგომარეობა; არც ის დაგვავიწყდეს, თუ როგორი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ იმდროინდელ რუსეთის ნაკრებში: დმიტრი ალენიჩევი, იგორ ტიტოვი, მარატ იზმაილოვი, ალეკსეი სმერტინი, ვიკტორ ონოპკო, ალეკსანდრ კერჟაკოვი, ანდრეი კარიაკა...

...რუსეთთან მატჩის წინ შუშაკმა რამდენიმე ისეთი საკადრო გადაწყვეტილება მიიღო, მოულოდნელზე მეტი რომ აღმოჩნდა ქართული მედიისათვისაც და ქართველი გულშემატკივრებისათვისაც: შეტევის ხაზში ყველა რომ შოთა არველაძესა და ალექსანდრე იაშვილის "დუეტს" ველოდით, ხორვატმა სპეციალისტმა აქცენტი გიორგი დემეტრაძესა და მიხეილ აშვეთიას "ტანდემზე" შეაჩერა, სიახლე იყო გარკვეული პაუზის მერე ნაკრებში ლადო ბურდულისა და რატი ალექსიძის დაბრუნებაც, რომლებიც მშვენიერ სეზონს ატარებდნენ თბილისის "დინამოში".

ჩვენებს სერიოზული საკადრო პრობლემაც ჰქონდათ: ლევან კობიაშვილი დისკვალიფიცირებული იყო, თუმცა მთავარი სიახლე ძირითად შემადგენლობაში მაინც სხვა ფეხბურთელის გამოჩენას უკავშირდებოდა: 22 წლის მალხაზ ასათიანმა მანამდე ორჯერ მოირგო ნაკრების მაისურა, მაგრამ ორჯერვე (ჯერ - დავით ყიფიანის დროს, მერე - ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით) ამხანაგურ მატჩში და ორჯერვე შეცვლაზე.

და აი, პირველი ოფიციალური მატჩი და ნამდვილი ბენეფისი: გამთამაშებლის პოზიციაზე მოთამაშე ასათიანმა გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა და, საერთოდაც ჩინებულად ითამაშა. თანაც, ასათიანი ახალი გადასული იყო რუსეთის ჩემპიონატში და მოსკოვის "ლოკომოტივის" ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდებოდა, სადაც... ცენტრალურ მცველად უწევდა თამაში. თუმცა, მისი საფეხბურთო ნიჭის დიდმა დამფასებელმა ივო შუშაკმა საყვარელ პოზიციაზე, გამთამაშებლად გაამწესა და არც შემცდარა!

რუსებთან დაუვიწყარი მატჩიდან თვე-ნახევარში კი ივო შუშაკმა მეორედ და უკანასკნელად უთავკაცა საქართველოს ნაკრებს: ირლანდიასთან საქართველოს ნაკრებ ხომ არც მანამდე და არც მერე ყველგან და ყოველთვის მარცხდება და არც ის შეხვედრა იყო გამონაკლისი.

თუმცა, იმ წაგებულ მატჩშიც არაერთი დადებითი შეინიშნებოდა ჩვენი ნაკრების თამაშში, ხოლო ძირითადში დაბრუნებულმა შოთა არველაძემ ისეთი ზემოტივაციითა და ზემონდომებით ითამაშა, რომ "გლაზგო რეინჯერსის" იმდოინდელი ვარსკვლავი ირლანდიელებთან მატჩის შემდეგ დუბლინის ერთ-ერთ კლინიკაშიც მოხვდა...

2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ჩვენ ნაკრებს კიდევ სამი ოფიციალური მატჩი ელოდებოდა, თუმცა შუშაკთან თანამშრომლობა არ გაგრძელდა; არადა, ხორვატ სპეციალისტს იმდენად სურდა საქართველოს ნაკრებში გაეგრძელებინა მოღვაწეობა, რომ მზად იყო უხელფასოდაც ემუშავა...

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რატო წავიდა თუ გაუშვეს შუშაკი?
ეს თემა მაგარი გასაიდუმლოებულია თუ რა ხდება? ამდენი წლის განმავლობაშიც არაფერი წამიკითხავს ამის მიზეზებზე. ხომ არ იცით რა მოხდა?
status quo
კი ივო მართლაც კარგი კაცი და სპეციალისტია...
sake
შუშაკის გაშვება გამოუსწორებელი შეცდომა იყო.
სანიოლი: ბევრად ძლიერი მეტოქე გვყავს - შემადგენლობაში ცვლილებები და განსხვავებული გეგმა იქნება
კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ექტორ კუპერი: თუ უკმაყოფილოები არიან ჩემი მუშაობით, გადავდგები
ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელს ექტორ კუპერს გადააყენებენ
ალენ ჟირესმა მალის ნაკრები დატოვა
წარმატებული უცხოელი მწვრთნელები, რომლებმაც ქართულ ხასიათს გაუგეს
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
გელა შეყილაძე: როგორც ქართველს, ავღანეთში ძალიან მაფასებენ...
კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]
"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"
ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
უელსს წაგება დაავიწყდა, ჩვენ მოგება... ანტირეკორდი არ უნდა გავიმეოროთ!
ირაკლი შეყილაძე: ნაკრები? ჯერ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი...
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
რუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელთან...
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[დღის ინტერვიუ] სამ რამეზე მწყდება გული...
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
დავით ხოჭოლავა და დონეცკის "შახტარი"? რეალურია!
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] მყვირალა კაცის ფრთიანი ფრაზა
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კოსოვოს უთავკაცებს
თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
[კოტე გოგიშვილის აზრები] ზონის კანონები თუ კაცის კაცობა?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ექტორ კუპერი: "რეალი" დაინტერესებულია სალაჰით
დიპლომატი ჟირესი და კუპერის ტესტი - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრებში
ალენ ჟირესი: "ოქროს ბურთი" მესის არ უნდა მოეგო
[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."
იოჰან ბოსკამპი: "ფეიენოორდს" "დინამოსთან" არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ "ტრენჩინზეც" ეგრე ვამბობდი
"ჯვაროსნების" ყოფილმა მწვრთნელმა ტუნისის ნაკრები ჩაიბარა
ზოგი მსოფლიოზე, ზოგიც შინ - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრების შემდეგ
უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ კუპერი გახდება