ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

დიპლომატი ჟირესი და კუპერის ტესტი - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრებში

დიპლომატი ჟირესი და კუპერის ტესტი - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრებში

გავიხსენოთ უცხოელი მწვრთნელები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები გაუწვრთნიათ
რამდენიმე დღეც და საქართველოს ეროვნული ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველ მატჩს ჩაატარებს: 29 მარტს, "დინამო არენაზე", ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩვენს უპირველეს გუნდს სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი გაიყვანს.

აქამდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ქართველების (გიგა ნორაკიძე, გივი ნოდია, ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, რევაზ ძოძუაშვილი, გიგლა იმნაძე, მერაბ ჟორდანია, გოჩა ტყებუჩავა, გაიოზ დარსაძე, თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე) გარდა, სხვადასხვა დროს უცხოელ მწვრთნელებსაც უმუშავიათ: იოჰან ბოსკამპს (ჰოლანდია), ივო შუშაკს, პეტარ შეგრტს (ორივე - ხორვატია), ალენ ჟირესს (საფრანგეთი), კლაუს ტოპმიოლერს (გერმანია), ექტორ რაულ კუპერს (არგენტინა).

დღეს სწორედ იმ უცხოელ მწვრთნელებზე ვისაუბრებთ, სხვადასხვა "დოზით" გარკვეული კვალი რომ დატოვეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

დასასრული. იხილეთ დასაწყისი

ალენ ჟირესი

...საქართველოს ნაკრებიდან ივო შუშაკის წასვლიდან წელიწადიც არ იყო გასული, რომ კიდევ ერთი უცხოელი სპეციალისტი გვესტუმრა, თანაც, უმდიდრესი საფეხბურთო წარსულით! იოჰან ბოსკამპი და კლაუს ტოპმიოლერი თავის დროზე ურიგო ფეხბურთელებად არ მიიჩნეოდნენ, მაგრამ მათი ბიოგრაფია ახლოსაც ვერ მივიდოდა ფრანგი ალენ ჟირესის საფეხბურთო კარიერასთან.

80-იანი წლების საფრანგეთის ნაკრები მართლაც გამორჩეული იყო იმ პერიოდში და მიშელ პლატინის, ჟან ტიგანას, მარიუს ტრეზორისა და მანუელ ამოროსთან ერთად ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ალენ ჟირესი გახლდათ და რომელიც, საფეხბურთოსაგან განსხვავებით, სამწვრთნელო ასპარეზზე დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნიდა.

ახალი შესარჩევი ციკლის (2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის) დაწყებამდე ჟირესს თითქმის ოთხი თვე ჰქონდა და მანამდე 2 ამხანაგური მატჩიც ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა, თუმცა, ორივეში დამარცხდა, მაგრამ ჟირესის მისამართით ყველა კეთილგანწყობილი იყო და ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო დათბა შესარჩევი ციკლის დასაწყისში, როცა საქართველოს ნაკრებმა ორ მატჩში 4 ქულა მოაგროვა! თანაც, სტუმრად ფრედ (1:1) ვითამაშეთ თურქეთის ძლიერ ნაკრებთან (ანგარიში შეცვლაზე შესულმა მალხაზ ასათიანმა გაათანაბრა), მერე კი ალექსანდრე იაშვილისა და გიორგი დემეტრაძის გოლებით თბილისში ჩვენი "მარადიული" მეტოქე, ალბანეთის ნაკრები დავამარცხეთ.

ჟირესმა რამდენიმე სიახლითაც დაგვამახსოვრა თავი: სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს ჰქონდათ დებიუტი საქართველოს ნაკრებში ლაშა სალუქვაძეს, გოგიტა გოგუასა და 18 წლის ჯაბა კანკავას.

ამათ გარდა, ნაკრებში პირველი მატჩები ჩაატარეს კახა მჟავანაძემ, დავით ოდიკაძემ, ვასილ გიგიაძემ, ზვიად სტურუამ, გივი კვარაცხელიამ, ლაშა ჯაკობიამ.

სიახლე იყო ავსტრიული "შტურმის" შემტევ დავით მუჯირის ნაკრებში დაბრუნებაც, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ დროისათვის 32 წლის კაკო დევაძის ნაკრებში დაბრუნებაზე. თანაც, დევაძე ჩვენს უპირველეს გუნდში... 10-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა!

არანაკლები მნიშვნელობის სიახლე იყო ის ფაქტიც, კახა კალაძე სწორედ ჟირესმა დანიშნა ოფიციალურად საქართველოს ნაკრების კაპიტნად და კალაძემაც ეს სამკლავური თითქმის 8 წელიწადი ატარა...

...სამწუხაროდ, ჟირესის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებს ოფიციალური მატჩი აღარ მოუგია, ერთი "გამონათება" დანიასთან საშინაო მატჩში (2:2) გვქონდა, დანარჩენებში კი ვმარცხდებოდით და როცა 2005 წლის ზაფხულის დასაწყისში ალბანეთის ნაკრებმაც მოგვიგო, ჟირესს აქედან წასვლამ მოუწია.

ოღონდ, ეს ყველაფერი მისი სურვილის საწინააღმდეგოდაც მოხდა და, რაც მთავარია, კონტრაქტის ამოწურვამდეც. ჰოდა, ამის გამოც იყო, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას ფრანგი მწვრთნელისათვის სერიოზული კომპენსაციის გადახდამ რომ მოუწია...

კლაუს ტოპმიოლერი

საქართველოს ნაკრების ისტორიაში რიგით მეოთხე უცხოელი მწვრთნელის დანიშვნას ქართული საფეხბურთო საზოგადოება დიდი იმედით შეხვდა: კლაუს ტოპმიოლერს ბუნდესლიგაში ხომ რამდენიმე გუნდთან ("აინტრახტი", "ბოხუმი", "ლევერკუზენი") გარკვეული წარმატებებისათვის ჰქონდა მიღწეული.

თანაც, ბევრი წინამორბედისა თუ მემკვიდრისაგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების ახალ თავკაცს შესაშური მხარდაჭერა ჰქონდა ქართული ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდანაც და ქართული მედიაც "მარადიული ოპტიმიზმით" ელოდა ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებას.

თუმცა, მანამდე "ტოპი" ნელ-ნელა ეცნობოდა ქართულ საფეხბურთო რეალობას და ამას მოწმობდა ის უამრავი საკონტროლო მატჩი, რითაც არც ერთი მისი წინამორბედი არ იყო განებივრებული; იმ ამხანაგურ მატჩებში ტოპმიოლერმა უამრავი ახალგაზრდა გამოსცადა.

თუმცა, სამწუხაროდ, ამ დებიუტანტთაგან შემდგომში ნაკრებში მეტ-ნაკლებად დამკვიდრება ერთეულებმა თუ მოახერხეს (ოთარ მარცვალაძემ, მათე ღვინიანიძემ, გიორგი ფოფხაძემ).

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ჩატარებული ხუთი ამხანაგური მატჩიდან მხოლოდ ერთში (მალტასთან) გავიმარჯვეთ, მაგრამ მთავარი ხომ ოფიციალურ შეხვედრებში წარმატება იყო და დასაწყისიც ისეთი გამოუვიდა გერმანელ სპეციალისტს, კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებდა: სტუმრად ფარერების ნაკრებს 6:0 მოვუგეთ! დავით მუჯირმა ზღაპრული გოლით გახსნა ანგარიში, მეორე გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა, როგორც სჩვეოდა, პენალტი ზუსტად შეასრულა ლევან კობიაშვილმა (იმ მატჩში კაპიტნის სამკლავური რომ ეკეთა), ხოლო შოთა არველაძემ კი სულაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

იმ მატჩში ერთდროულად რამდენიმე სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა: პირველად მოვიგეთ ოფიციალური მატჩი ასეთი ანგარიშით, პირველად გავიმარჯვეთ სტუმრად ექვსბურთიანი სხვაობით და ასევე პირველად მოხდა, როცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოფიციალურ მატჩში შეძლო სამი გოლის გატანა!

აღსანიშნავია, რომ ფარერებთან ჩატარებული იმ მატჩიდან თითქმის 10 წელიწადი გავიდა და იქ დაფიქსირებული მაჩვენებლები დღემდე სარეკორდოდ რჩება საქართველოს ნაკრების ისტორიაში...

...ფარერებთან მოგებას ზედიზედ ... ოთხი მარცხი მოჰყვა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ მეტოქეები ერთმანეთზე ძლიერები გვყავდა - საფრანგეთი, უკრაინა, იტალია, შოტლანდია; აქედან, მხოლოდ ერთხელ წავაგეთ დიდი ანგარიშით და დღემდე აუხსნელად რჩება ბევრისთვის, თუ რატომ აირჩია "ტოპიმ" საფრანგეთის ნაკრებთან საშინაო მატჩში სუპერშემტევი შემადგენლობა.

თავად განსაჯეთ: ჩვენებს წინა ხაზზე იაშვილი-შოთა არველაძე-დემეტრაძის ტრიო ჰყავდათ, სამკაციან ნახევარდაცვაში კი ლევან კობიაშვილთან და ჯაბა კანკავასთან ერთად აშკარად შეტევაზე ორიენტირებული დავით მუჯირი იყო გამწესებული...

სამწუხაროდ, ამ ავანტიურამ უარყოფითი შედეგი მოგვიტანა: ფრანკ რიბერიმ და ფლორიან მალუდამ ჩვენი ფლანგები აიკლეს, ტიერი ანრის შეჩერება ხომ ისედაც ურთულესი საქმე უნდა ყოფილიყო და 0:3!

...ის შესარჩევი ციკლიც, ტრადიციულად, ჩვენთვის ვადაზე ადრე დასრულდა, თუმცა გერმანელი სპეციალისტი ქართველ გულშემატკივარს უკმაყოფილების საბაბს ნამდვილად არ აძლევდა, რის დასტურადაც თბილისში ჩატარებული ორი ამხანაგური მატჩი იყო: ლევან კობიაშვილის დუბლით ურუგვაის მოვუგეთ, რომლის შემადგენლობაშიც დიეგო ფორლანი, დიეგო ლუგანო და დიეგო გოდინი გამოდიოდნენ...

ამის მერე, ნაკრებში დაბრუნებული დავით სირაძის გოლით თურქეთს მოვუგეთ. ამ მატჩებში საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდათ 20 წლის შოთა გრიგალაშვილსა და 19 წლის სანდრო კობახიძეს.

თუმცა უფრო ხმაურიანი დებიუტები წინ გველოდა! 16 წლის ლევან ყენია, 17 წლის გიორგი მაკარიძე და ასევე 17 წლის ლევან მჭედლიძე - ეს სამი პატარა ბიჭი ჯერ ცალკე-ცალკე გამოჩნდა საქართველოს ნაკრებში, მერე კი შოტლანდიასთან საშინაო ოფიციალურ შეხვედრაში სამივე მათგანი ერთად ვიხილეთ ძირითადში!

იმ მატჩის შედეგიც კარგად გემახსოვრებათ: ლევან მჭედლიძისა და დავით სირაძის უპასუხო გოლებით მეტოქეს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი მოვუსპეთ!..

...ტოპმიოლერს საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტით კიდევ 2 წელიწადი უნდა ემუშავა, მაგრამ 2008 წელი დაიწყო და მისდამი დამოკიდებულებაც შეიცვალა. თანაც, აშკარად ცუდად დაემთხვა ზედიზედ სამი წაგება ამხანაგურ მატჩებში არცთუ ძლიერ მეტოქეებთან (ლიტვასთან, ლატვიასთან, ჩრდ. ირლანდიასთან) და "ტოპისაც", ჟირესის მსგავსად, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ მოუხდა აქედან წასვლა.

ეტყობა, კომპენსაცია ტოპმიოლერმაც მიიღო. რამდენადაც უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ, ფაქტია - 2008 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, ტოპმიოლერს, არც საკლუბო და არც სანაკრებო დონეზე, აღარსად უმუშავია, მაშინ, როცა ალენ ჟირესი მეტ-ნაკლები წარმატებით მუშაობდა აფრიკის სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებში...

პეტარ შეგრტი

...ტოპმიოლერის წასვლიდან ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ხუთ თვეზე მეტი რჩებოდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს ნაკრების ახალი თავკაცის შესარჩევად დრო კი ჰქონდა, მაგრამ 2008 წლის მაისის ბოლოს ჩვენებს 2 ამხანაგური მატჩი ელოდა.

მოკლედ, გადაწყდა, რომ ვიდრე შესაფერისი კანდიდატურა შეირჩეოდა, საქართველოს ნაკრების გაძღოლა ხორვატ სპეციალისტს პეტარ შეგრტს დაევალა, რომელიც იმ დროისათვის საქართველოს ახალგაზრდული (21-წლამდე) ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

შეგრტის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 2 გასვლითი ამხანაგური მატჩი ჩაატარა: ესტონეთთან ფრედ (1:1) ვითამაშეთ, პორტუგალიის ვარსკვლავურ შემადგენლობასთან (კრიშტიანო რონალდო, დეკო, სიმაო საბროსა, ნუნუ გომეში, რიკარდო კარვალიო, პეპე, ლუიშ ნანი, რიკარდო კვარეჟმა) 0:2 წავაგეთ.

ამ ამხანაგურ მატჩებში შეგრტმა რამდენიმე ახალწვეულიც ათამაშა და საქართველოს ნაკრებში დებიუტიც სწორედ მაშინ ჰქონდათ 22 წლის გიორგი ლორიას, 21 წლის უჩა ლობჟანიძეს, 21 წლის გიორგი ნავალოვსკის, 21 წლის გიორგი მერებაშვილს, 20 წლის ირაკლი კლიმიაშვილს, 20 წლის დავით დევდარიანს, 19 წლის რევაზ ბარაბაძეს.

მანამდე, ყველა ეს ფეხბურთელი შეგრტის ხელმძღვანელობით საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა.

...შეგრტს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დარჩენილიყო, თუმცა 2008 წლის ზაფხულში გაირკვა, რომ ჩვენს უპირველეს გუნდს ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ექტორ კუპერი ჩაიბარებდა...

ექტორ კუპერი

საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელად ექტორ კუპერის დანიშვნას ერთობ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა ქართულ საფეხბურთო სამყაროში, ყოველ შემთხვევაში, არგენტინელის სამწვრთნელო კვალიფიკაცია ეჭვს ნამდვილად არ იწვევდა, თანაც, კუპერს საკლუბო დონეზე მდიდარი გამოცდილებაც ზურგს უმაგრებდა.

მოკლედ, "მარადიული ქართული ოპტიმიზმით" ველოდით არგენტინელის დებიუტსაც და ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებასაც. ჰოდა, მაშინ, 2008 წლის ზაფხულში როგორ წარმოვიდგენდით, რომ კუპერის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრები 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს... ბოლო ადგილზე, თანაც, მოუგებლად დაასრულებდა?!.

არადა, მართლაც ასე მოხდა: სწორედ კუპერის დროს დამყარდა საქართველოს ნაკრების ისტორიაში ანტირეკორდი, როცა ჩვენი უპირველესი გუნდი ზედიზედ 15 მატჩი ვერ ახერხებდა გამარჯვებას. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ კუპერმა თავისი მოღვაწეობა საქართველოს ნაკრებში მოგებით დაიწყო - ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად უელსის ნაკრებს მოვუგეთ (2:1).

თუმცა, სულ მალე შესარჩევი ციკლიც დაიწყო და ჩვენი ნაკრებისათვის ის მართლაც კოშმარული, მოუგებელი სერიაც, თითქმის 2 წელიწადი რომ გრძელდებოდა. არადა, წინამორბედი უცხოელი მწვრთნელებისაგან განსხვავებით, კუპერი ძალიან დიდ დროს ატარებდა საქართველოში, სისტემატურად ესწრებოდა ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს, გარკვეული სიახლე იყო "სამშაბათობების" ჩატარებაც, სადაც ჩვენთან მოთამაშე ფეხბურთელებს ელემენტარულ საფეხბურთო ნიუანსებს უხსნიდა...

შრომისმოყვარეობის გარდა, კუპერს სელექციის თვალსაზრისითაც ჰქონდა სერიოზული მიღწევები: სწორედ მის დროს ითამაშეს ნაკრებში სადებიუტო მატჩები ახალგაზრდა ფორვარდებმა - ლადო დვალიშვილმა და მათე ვაწაძემ, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანო ანანიძეზე. დიახ, სწორედ კუპერი ენდო იმ დროისათვის 16 წლის (!) ანანიძეს და იტალიის ნაკრებთან საშინაო მატჩში ძირითადში გაამწესა!

ასევე მიღწევად უნდა მივიჩნიოთ იმ დროისთვის 21 წლის გურამ კაშიას აღმოჩენაც. კუპერმა მალევე შეამჩნია ამ უნივერსალი მცველის ტალანტი, არადა, კაშიას იმ პერიოდში თავისი კლუბის ძირითადში ადგილი არ ჰქონდა გარანტირებული.

თუმცა, იმავე სელექციის თვალსაზრისით, მატჩიდან მატჩამდე მატულობდა კრიტიკაც: ჩვენი ნაკრების ძირითადში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელის, ჯერ გამოჩენის, მერე კი - დამკვიდრების გამო.

ბევრს მიაჩნდა, რომ კუპერისგან დაწინაურებული ზოგიერთი ფეხბურთელი სანაკრებო დონეს ვერ აკმაყოფილებდა. ძალიან შორს წაგვიყვანს იმ ფეხბურთელების ჩამოთვლა, რომლებიც ნამდვილად იმსახურებდნენ 2008-09 წლებში საქართველოს ნაკრებში თამაშს, მაგრამ ბევრი მათგანი .... "ზემოდან", ანუ, პოლიტიკური (!) მიზეზით დაიბლოკა.

ჰო, ამ შემთხვევაში კუპერს არც არავინ და არც არაფერი მოეკითხებოდა: აქაოდა, ქართველმა ფეხბურთელ(ებ)მა რუსეთის ჩემპიონატში რატომ უნდა ითამაშონო და მავანთა ამ ფსევდო"ნაციონალური" ახირების გამო თითქმის 2 წელიწადი არ იძახებდნენ ნაკრებში ნუკრი რევიშვილსა და დავით კვირკველიას, ალექსანდრე ამისულაშვილსა და ლაშა სალუქვაძეს, გოგიტა გოგუასა და დავით სირაძეს.

აღარაფერს ვამბობთ კუპერისაგან მოძულებულ მალხაზ ასათიანზე: დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე არგენტინელი მწვრთნელის ზეპრინციპულობის გამო ასევე 2 წელიწადი იყო ჩამოცილებული საქართველოს ნაკრებს...

...2009 წლის 14 ოქტომბერს, სოფიაში საშინელი ფიასკო გველოდა: ბულგარეთის ნაკრებმა დიდი ანგარიშით, 6:2 დაამარცხა საქართველოს ნაკრები და კუპერიც წავიდა; თანაც, ისე, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ვერც ერთი ოფიციალური მატჩი ვერ მოიგო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• goga

ეს ხო იმენა დადებს რა შედეგს ჯირესი ნარმალნი იყო და აი ქეცბაია არ უნდა გაეშვათ და დამიჯერეთ მიახწევდა ეგ კაცი საქმეს მაგრამ აქ დისიპლინა არ უნდათ ჩვენ ფეხბურთელებს ზოგ ზოგიერთ და მოიშორეს თან ჯურნალისტების დახმარებით

• გიას

არა გია, ჩვენ აწი მამაღმერთიც ვეღარ გვიშველია.

• გია

ჩვენ მხოლოდ ქართველი მწვრთნელი თუ გვიშველის!

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

ექტორ კუპერი: თუ უკმაყოფილოები არიან ჩემი მუშაობით, გადავდგები

ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელს ექტორ კუპერს გადააყენებენ

18 იანვარს ჟურნალ "ლელო week"-ის ახალი ნომერი გამოვა

გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო

გელა შეყილაძე: როგორც ქართველს, ავღანეთში ძალიან მაფასებენ...

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა

ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს

"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"

უელსს წაგება დაავიწყდა, ჩვენ მოგება... ანტირეკორდი არ უნდა გავიმეოროთ!

ირაკლი შეყილაძე: ნაკრები? ჯერ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი...

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...

მალხაზ ასათიანი: თუ საწყისი არ არსებობს...

უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."

გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]

მედიდური ბოსკამპი და ჩვენი ივო - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრებში

[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი

[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები

ბათუმში ზამთრის თასზე ივან კამპო ითამაშებს - სფფ-მ შემადგენლობები გამოაქვეყნა

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი

ექტორ კუპერი: "რეალი" დაინტერესებულია სალაჰით

ბედი კაცისა: ასიანიც, ათასიანიც...

საფეხბურთო მამა-შვილობა: ტოპლიგებში მოთამაშე ცნობილი ფეხბურთელების ვაჟები

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

ზოგი მსოფლიოზე, ზოგიც შინ - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრების შემდეგ

უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ კუპერი გახდება