უქმეების მატჩები და სტატისტიკა
გუშინდელი სათამაშო დღის მთავარმა მატჩმა არ გაამართლა, რადგან "სან ანტონიო სპურსის" სამწვრთნელო შტაბმა კავაი ლეონარდის, ლამარკუს ოლდრიჯის, ტიმ დანკანის, მანუ ჯინობილისა და ტონი პარკერის დასვენება გადაწყვიტა სტუმრად "ოკლაჰომა-სიტის" წინააღმდეგ შეხვედრაში.

ასეთი დანაკლისის ფონზე, სტუმრები მხოლოდ პირველ ტაიმში გამოიყურებოდნენ ღირსეულად, ხოლო გადამწყვეტი გახდა მესამე მეოთხედი, რომლის დროსაც, "თანდერმა" 35:19 გაქცევა შეძლო და შეხვედრა 19-ქულიანი უპირატესობით დაასრულა.

ყველაზი დიდი წვლილი მოგებაში კევინ დურანტისა და რასელ უესტბრუკის დუეტმა შეიტანა, რომელმაც 60 ქულას მოუყარა თავი. დურანტის ანგარიშზე 31 ქულა იყო, რითაც მან 58-მდე აიყვანა მატჩების სერია, რომელშიც მინიმუმ 20 ქულას აგროვებს. დურანტი გახდა მხოლოდ მესამე მოთამაშე ბოლო 30 წელიწადში, ვინც ასეთი რამ შეძლო. ამ 30 წლის განმავლობაში, ანალოგიური სერიები ჰქონდათ: კობი ბრაიანტს (ზედიზედ 60 20-ქულიანი მატჩი 2005-06 წლებში) და ორჯერ მაიკლ ჯორდანს (69 - 1990-91 და 72 - 1987-88).

"ეს იყო ჩვენი მოგებათა სერიის გაგრძელებისა და თვითდამაჯერებლობის განმტკიცების შანსი. ჩვენ არ გვეხება ის, რომ "სან ანტონიომ" საკუთარი ლიდერების გარეშე თამაში გადაწყვიტა. უბრალოდ, ჩვენს სტილში ვმოქმედებდით და საჭირო შედეგს მივაღწიეთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ დურანტმა.

"კლივლენდ კავალიერზის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა 27 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა "ნიუ იორკის" წინააღმდეგ, რითაც კარიერაში 42-ე სამმაგი დუბლი შეასრულა. ამით ლებრონმა გაუსწრო ფეტ ლევერს და ბოლო 30 წლის განმავლობაში მესამე ადგილზე გადავიდა NBA-ში სამმაგი დუბლების რაოდენობით.

ამ პერიოდში უფრო მეტი სამმაგი დუბლი ჰქონდათ მხოლოდ ჯეისონ კიდს (107) და მეჯიქ ჯონსონს (138). ხოლო მთლიანად ისტორიაში, ჯეიმსს ამ მაჩვენებლით ასევე უსწრებენ: ლარი ბერდი (59), უილტ ჩემბერლენი (78) და ოსკარ რობერტსონი (181).

გუშინდელი სათამაშო დღიდან ასევე აღსანიშნავია "ტორონტოს" მოგება "ნიუ ორლეანთან". ეს იყო კანადელთა 49-ე მოგება მიმდინარე სეზონში, რითაც საკლუბო რეკორდი გაიმეორეს. საინტერესოა, რომ "რეპტორზი" ერთადერთი გუნდია დღევანდელ NBA-ში, რომელსაც სეზონში მინიმუმ 50 მატჩი არასოდეს მოუგია. ამ ზღვარის მისაღწევად მას კიდევ 10 მატჩი რჩება ამ რეგულარულის ბოლომდე.

"ტორონტო" 1995 წელს არის დაარსებული და 21-ე სეზონს ატარებს მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში.

უნიკალური პორზინგისი

"ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდი კრისტაპს პორზინგისი გახდა პირველი მოთამაშე ლიგის ისტორიაში, ვინც სადებიუტო სეზონში დააგროვა 1000-ზე მეტი ქულა, 500-ზე მეტი მოხსნა და 100-ზე მეტი დაფარება, აგრეთვე ჩააგდო მინიმუმ 75 სამქულიანი.

71 მატჩში 20 წლის ლატვიელის ანგარიშზეა - 1012 ქულა, 516 მოხსნა, 131 დაფარება და 79 ზუსტი სამქულიანი.

ბრუკლინი-ინდიანა 120:110

26:29, 34:37, 25:27, 35:17

ბ: ლოპესი (23), ბოგდანოვიჩი (18), კარასიოვი (17), ლარკინი (14), კილპატრიკი (14), სლოუნი (11).

ი: ჯორჯი (27), მაინმი (18), ჯორჯ ჰილი (17), მაილზი (12), ჯორდან ჰილი (12).

ორლანდო-ჩიკაგო 111:89

36:22, 32:28, 21:21, 22:18

ო: დედმონი (18+13 მოხსნა), პეიტონი (15+10 პასი), სმიტი (14), ნიკოლსონი (14), ფურნიე (12).

ჩ: გიბსონი (16), ბატლერი (12), მაკდერმოტი (12), დანლივი (10).

ნიუ ორლეანი-ტორონტო 91:115

15:20, 21:28, 25:37, 30:30

ნ-ო: ჯი (18), ბებიტი (14), ფრეიზერი (12), ჰემილტონი (11), დაგლასი (11).

ტ: დეროზანი (23), პატერსონი (16), პაუელი (15), სკოლა (12), ლოური (11+8 პასი), ჯონსონი (11), ვალანჩუნასი (10+4 დაფარება).

დეტროიტი-ატლანტა 95:112

15:27, 27:29, 32:27, 21:29

დ: ჰარისი (21+10 მოხსნა), დრამონდი (19+17 მოხსნა), ბეინსი (15), მორისი (13), ჯექსონი (11).

ა: მილსეპი (23+4 დაფარება), ბეიზმორი (17), ჰორფორდი (13), ტიგი (12+12 პასი), კორვერი (12), შრიოდერი (11+7 პასი), ჰემფრიზი (11), სკოტი (10).

ნიუ იორკი-კლივლენდი 93:107

15:32, 17:24, 40:33, 21:18

ნ-ი: ენტონი (28), პორზინგისი (19), უილიამსი (11).

კ: ლავი (28+12 მოხსნა), ჯეიმსი (27+11 მოხსნა+11 პასი), სმიტი (13), დელავედოვა (10).

მინესოტა-იუტა 84:93

10:18, 24:17, 25:25, 25:33

მ: რუბიო (23), თაუნსი (14+11 მოხსნა), უიგინსი (13).

ი: ფეივორსი (19), ჰეივორდი (18), ლაილსი (15), ჰუდი (15), გობერი (5+11 მოხსნა+4 დაფარება).

ოკლაჰომა-სან ანტონიო 111:92

24:26, 24:18, 35:19, 28:29

ო: დურანტი (31+10 მოხსნა), უესტბრუკი (29+8 პასი), კანტერი (20+10 მოხსნა), იბაკა (15+4 დაფარება).

ს-ა: სიმონსი (17), უესტი (17), სტეპანოვიჩი (13), მილერი (11), მილსი (10), დიაო (10).

მილუოკი-შარლოტი 91:115

17:29, 21:26, 26:35, 27:25

მ: ჰენსონი (19), პარკერი (15), მიდლტონი (13), მონრო (12), ენისი (9+12 პასი).

შ: ბატუმი (25+8 პასი), მარვ. უილიამსი (21), უოკერი (18), ჯეფერსონი (15), ლი (12).

ფინიქსი-ბოსტონი 99:102

22:35, 19:23, 34:23, 24:21

ფ: ბუკერი (21), ნაითი (19), ტელეტოვიჩი (17), ლენი (10), ტაკერი (9+10 მოხსნა).

ბ: ტომასი (28), ტერნერი (17+11 მოხსნა), ოლინიკი (16), ბრედლი (15).

პორტლენდი-ფილადელფია 108:105

31:27, 26:22, 29:25, 22:31

პ: მაკალუმი (25+5 ჩაჭრა), ამინუ (20), ლილარდი (16), ჰარკლესი (16), ჰენდერსონი (11), პლამლი (8+10 მოხსნა), დევისი (6+13 მოხსნა).

ფ: სმიტი (17+14 მოხსნა+9 პასი), ტომპსონი (17), კოვინგტონი (17+11 მოხსნა), გრანტი (13+4 დაფარება), სტაუსკასი (13), ლენდრი (12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

2024/2025 წლების სეზონის MVP შეი-გილჯეს ალექსანდერი გახდა
[VIDEO] "ინდიანას" საოცარი ქამბექი - "პეისერსმა" სტუმრად "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა
[VIDEO] 25 წლიანი პაუზის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" კონფერენციის ფინალში გავიდა
ბოლო წუთამდე სასტარტოში იყო - კვარაცხელიას ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნის მიზეზი ცნობილია
"რეიმსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
ანსუ ფატი კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს
"ამ ფეხბურთელმა "ნაპოლის" ჩემპიონობაში მთავარი წვლილი შეიტანა" - კოსტაკურტა
77 მილიონი ევრო წელიწადში - ბრუნომ არაბეთიდან სარფიანი წინადადება მიიღო
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
შენგელიას კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსს" ნახევარფინალამდე კვლავ 1 მოგება აშორებს
როგორი იქნება "რეიმსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
დე ლაურენტისი: დარჩება კონტე? - მწვრთნელი არასოდეს არ უნდა დაავალდებულო
"Forza Napoli" - "კვარამ" "ნაპოლის" ჩემპიონობა მიულოცა
[VIDEO] ფრე "ბეტისთან" და მამარდაშვილის ბოლო მატჩი "ვალენსიაში"
[VIDEO] "ნაპოლიმ" "კალიარის" მოუგო და მეოთხე სკუდეტო მოიპოვა
ჩაკვეტაძის არჩევანი - "ლესტერი" თუ პრემიერლიგის გუნდი
კვარაცხელია სკუდეტოს ოქროს მედალს ვერ მიიღებს - მიზეზი ცნობილი გახდა
მესის თხოვნით - მოდრიჩი "ინტერ მაიამიში" გადავა
"შავი ლომი" | ორი გამარჯვებით შოტლანდიიდან
გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა პრემიერლიგის გუნდში გააგრძელოს
[VIDEO] ბასილაშვილს 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი და მოწინააღმდეგეც ტაშს უკრავდა - რა ბრწყინვალე სპორტული საქციელი ჩაიდინა ქართველმა კვალიფიკაციის ბოლო მატჩში
პსჟს ფინალის დღე - შემადგენლობა ოპტიმალური
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
[VIDEO] ლებრონისთვის და ლუკასთვის სეზონი დასრულებულია - "ლეიკერსი" "მინესოტასთან" დამარცხდა და პლეი-ოფს გამოეთიშა
დონჩიჩმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა - "ლეიკერსმა" კალიფორნიულ დერბიში "კლიპერსი" დაამარცხა [VIDEO]
გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან - საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]
40 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ბოლო წამზე მოაგებინა [VIDEO]
დონჩიჩი ყოფილ გუნდს პირველად დაუპირისპირდა - სლოვენიელმა სამმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]