ჩოგბურთი. ტურნირების მიმოხილვა

კიმ კლაისტერსს ამ კვირას რეიტინგში ლიდერობის დაბრუნება შეუძლია

გუშინდელ ნომერში გაგაცანით ამ კვირის ხუთი ტურნირის პროგრამა და ფავორიტები. როტერდამში გამარჯვების პრეტენდენტებს შორის გამოგვრჩა რუსი ნიკოლაი დავიდენკოს მოხსენიება, მაგრამ თურმე სწორად მოვქცეულვართ. ერთ დროს ძლიერმა რუსმა პირველივე წრეში შეწყვიტა ბრძოლა. მან ორ სეტში წააგო მიკაელ ლოდრასთან. ფრანგი ძალიან კარგად აწვდიდა და ჯამში 12 ეისი დაუგროვდა. ის თამაშის სხვა კომპონენტებშიც სჯობდა მეტოქეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, დავიდენკო კი სწრაფი ტემპებით ეშვება ძირს კლასიფიკაციაში.

ასევე პრობლემები არ ჰქონია მოწოდების მხრივ დევისის თასის შარშანდელი ფინალის გმირ ვიქტორ ტროიცკის, რომელმაც 13 ეისი მიითვალა. თუმცა ეისების გარეშეც ის იოლად გაუმკლავდებოდა ვინმე ტომაშ შურელს. ასევე იოლი შეხვედრა ჰქონდა მარინ ჩილიჩს - მას 62 წუთი დასჭირდა გერმანელი მიშა ზვერევის დასამარცხებლად.

ამ დუეტისგან განსხვავებით შედარებით უშინაარსო ჩოგბურთი აჩვენა ბოლო დროს მომძლავრებულმა ავსტრიელმა იურგენ მელცერმა, მაგრამ მაინც დაამარცხა 25 წლის ჰუტა გალუნგი. ამისთვის მელცერმა ექვსიდან სამი ბრეიკ-პოინტის გამოყენება იკმარა.

ბრაზილიის კოშტა დე სოუპეში პირველ დღეს მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა და აქ მერვე ნომრად განთესილი ჩოგბურთელი გამოეთიშა ბრძოლას. რუმინელმა ვიქტორ ჰანესკუმ იტალიელ ფილიპო ვოლანდრისთან წააგო. ასევე აღვნიშნავთ ესპანელ პაბლო ანდუხარის მოგებას თანამემამულე დანიელ ხიმენო-ტრავეროსთან მატჩში, სადაც ბრძოლა პრაქტიკულად არ ყოფილა.

სან ხოსეს ტურნირში ერთი ლოკალური მნიშვნელობის მოვლენა მოხდა - დონალდ იანგმა ივლისის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა ტურში. იუნიორთა რეიტინგის ყოფილმა პირველმა ნომერმა ოთხიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და საათსა და 15 წუთში დაამარცხა დასტინ ბრაუნი.

სუფთა ამერიკულ დაპირისპირებაში მაიკლ რასელმა ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვედრილ ალექს კუზნეცოვს სძლია. ამისთვის მას ზუსტად საათნახევარი დასჭირდა.

დღის ბოლოს ორი საინტერესო მატჩი გაიმართა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ამერიკელი ჯეიმს ბლეიკი, რომელიც შარშანდელი ოქტომბრის შემდეგ პირველ შეხვედრას ატარებდა პროფესიულ ტურში. მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ნომერმა ეს დრო ტრავმების მკურნალობას მოახმარა.

ბლეიკს პირველ მეტოქედ ამერიკელი ჯესი ლევაინი ერგო. პირველ სეტში ბრძოლის (7:5) შემდეგ, მეორე პარტია ჯეიმსმა 6:1 მოიგო და მეორე წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბელგიელი ქსავიე მალისესა და კანადელი მილოშ რაონიჩის მატჩში გაირკვევა.

"ძალიან რთულია ისევ საუკეთესო ჩოგბურთის ჩვენება, განსაკუთრებით მატჩის დაძაბულ მომენტებში, მაგრამ ვფიქრობ, ამ თვისების დასაბრუნებლად დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგი. ტკივილი არ მიგრძვნია, რაც კარგი ნიშანია. ახლა მთავარია ჯანმრთელი დავრჩე - ესაა უპირველესი საზრუნავი, მხოლოდ ამის შემდეგ დავაკვირდები სპორტულ შედეგებს", - განაცხადა მატჩის შემდეგ ბლეიკმა.

ასევე ორი სეტში მოიგო პირველი წრის შეხვედრა სახელოვანმა ლეიტონ ჰიუიტმა. რეიტინგში 70-ე პოზიციამდე ჩამოქვეითებულმა ავსტრალიელმა საათსა და 11 წუთში სძლია გერმანელ ბიორნ ფაუს - 6:3, 6:3.

ქალთა შორის ყველაზე წარმომადგენობით ტურნირში (პარიზი) მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც კრისტინა ბაროისმა ივეტ

ბენეშოვა სამ პარტიაში დაამარცხა.

ბაროისს მეორე წრეში ბელგიელი ფავორიტი კიმ კლაისტერსი დაუპირისპირდება. პარიზის ტურნირის შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობის ტრიუმფატორმა, შესაძლოა, დაიბრუნოს პირველობა WTA-ის კლასიფიკაციაში. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლაისტერსი ნახევარფინალში თამაშის უფლებას მიიღებს. ამის სანაცვლოდ ის 150 სარეიტინგო ქულას მიიღებს და გაასწრებს დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის. შეგახსენებთ, რომ ბოლო რეიტინგის მიხედვით, ვოზნიაცკი კიმს 140 ქულით უსწრებს. კაროლინი ამ კვირას ტურნირებში არ მონაწილეობს და შესაბამისად, კლაისტერსს ხელს ვერ შეუშლის.

"დიდი სლემის" ტურნირების ოთხგზის ჩემპიონი ბოლოს 2006 წელს იყო მსოფლიო რეიტინგის ლიდერი.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს