პეპი 2012 წლამდე რჩება

რენოვადო ანუ გაახანგრძლივა, ასეთი სათაური ამშვენებს დღევანდელ "მარკას". ლაპარაკია, "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლაზე, რომელმაც ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, გადაწყვიტა, კონტრაქტის გახანგრძლივება "ბარსელონასთან". გვარდიოლა ყოველთვის ფრთხილად ეკიდებოდა ამ საკითხს, 40 წლის სპეციალისტს სეზონის ბოლომდე ჰქონდა "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი და ის მომხრე იყო შემდეგი ფორმულის: ხელშეკრულება ყოველი სეზონის ბოლოს გახანგრძლივდეს. პეპი ამას მოტივაციის მუდმივად შენარჩუნების სურვლით ხსნიდა, თუმცა მისი სიფრთხილე აძლიერებდა ეჭვს, რომ გვარდიოლას მართლა უჭირავს ინგლისისკენ თვალი, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედში" სერ ალექს ფერგიუსონის მემკვიდრედ მიაჩნიათ.

და აი, "ბარსელონას" ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ: "ბარსელონა" აცხადებს, რომ კლუბმა მიაღწია შეთანხმებას და ხოსეპ გვარდიოლა კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივებს ხელშეკრულებას. გვრადიოლა 2012 წლის 30 ივნისამდე კლუბში რჩება. კონტრაქტზე ხელის მოწერის ცერემონიალი, რამდნიმე დღეში გაიმართება".

ხოსეპ გვარდიოლა 2008 წელს გახდა "ბარსას" თავკაცი, როცა ფრანკ რაიკაარდი შეცვალა. მას შემდეგ "ბლაუგრანამ" არნახულ წარმატებას მიაღწია - ორჯერ მოიგო პრიმერა, ერთი კოპა, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 2009 წელს პეპი თითქმის ყველა გამოცემის მიხედვით გახდა წლის საუკეთესო მწვრთნელი.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად