რას აპირებს იოან გურკუფი?

საფრანგეთის მრავალგზის ჩემპიონი “ლიონი” ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს წინა წლების დიდების აღდგენას. საამისოდ მან “ბორდოში” ბრწყინვალედ მოასპარეზე იოან გურკუფიც გადაიბირა, მაგრამ ის ვერა და ვერ მოერგო ახალ გარემოს. მთავარ მწვრთნელ კლოდ პუელსა და ფეხბურთელს შორის იდეალური ურთიერთობა რომ არ არის, ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ბევრს არ გაჰკვირვებია, როცა პრესაში ფეხბურთელის მიერ მწვრთნელის კრიტიკა მოისმინა. გურკუფმა მეორე დღესვე მოიწვია სპეციალური პრესკონფერენცია, სადაც განაცხადა, რომ მისი სათქმელი მასმედიელებმა დაამახინჯეს. “მე მხოლოდ პუელისა და ბლანის მეთოდების შედარება მთხოვეს და მეც ვთქვი, რომ ამ ორ მწვრთნელს სხვადასხვა ხედვა და განსხვავებული მეთოდები აქვს. დიახ, აღვნიშნე, რომ ბლანის საფეხბურთო ფილოსოფია ჩემთან უფრო ახლოს დგას. ეს იყო და ეს. მე პუელთან არავითარი კონფლიქტი არ მაქვს და საერთოდაც, “ლიონში” თავს ბედნიერად ვგრძნობ,” - განაცხადა იოან მან.

ლიგა 1-ის ოფიციალური საიტი იუწყება, რომ “ლიონის” ერთ-ერთი ლიდერი ჟერემი ტულალანი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი უკვე მეხუთე სეზონს ატარებს ამჟამინდელ კლუბში, სადაც თავს მართლა ძალზე კომფორტულად გრძნობს. ჟერემის მოქმედი ხელშეკრულება “ლიონთან” 2012 წელს იწურება. როგორც ჩანს, მხარეთა შორის შეთანხმება უახლოეს დღეებში გაფორმდება. “მალე ხელს მოვაწერთ ახალ კონტრაქტს, რომელსაც 2015 წლამდე ექნება ძალა. პრინციპულ შეთანხმებას მხარეებმა უკვე მივაღწიეთ და ფორმალობებსაც მალე მოვაგვარებთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი კრახის შემდეგ სერიოზული დეპრესია მქონდა, რა დროსაც კლუბის ხელმძღვანელობა ბოლომდე გვერდით დამიდგა. მათ შეეძლოთ ეს არ გაეკეთებინათ, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ. საპასუხოდ მე მათ ერთგულ სამსახურს ვპირდები,” - განაცხადა ჟერემი ტულალანმა.

სამაგიეროდ “სტად დე ჟერლანის” დატოვებას გეგმავს “ლიონისა” და საფრანგეთის ნაკრების კარის დარაჯი უგო ლორისი. მისი განცხადებით, უცხოეთში კარიერის გაგრძელება ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს და საბოლოო სიტყვის თქმას ჯერ არც ჩქარობს. თუმცა მისით დაინტერესებული კლუბების წინადადებებს აუცილებლად მოისმენს. “მსმენია, რომ ჩემით “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული. ბუნებრივია, როცა ამხელა კლუბში შენზე ფიქრობენ, ძნელია ხელის ერთი მოსმით უარის თქმა, ” - განაცხადა გოლკიპერმა.

ლევან ბიბილაშვილი

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად