საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIII ტური
თამაში, რომელიც ყველაზე უფერულ სეზონსაც კი ალამაზებს, რომელიც მაყურებლებს ყველაზე მეტ სიამოვნებას ანიჭებს და ეროვნული ჩემპიონატის მშვენებად გამოდგება - ასეთი იყო ყოველთვის თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" დაპირისპირებები და ასე იყო გუშინაც.

"დინამო არენაზე" მოსულ მაყურებელს ნამდვილად არ უნანია - ქართულ "კლასიკოში" ვიხილეთ ლამის ყველაფერი, რაც ფეხბურთს უხდება, ეფექტური თამაში და ტექნიკური ილეთები, მოულოდნელი სცენარი, გოლები, გაძევება, ფოიერვერკები...

ცალკე აღნიშვნის ღირსია ქომაგი - მადლობა ორივე გუნდის გულშემატკივრებს, ჩვენს დუნე ჩემპიონატს რომ ალამაზებენ და ერთმანეთში სპორტული ქიშპით გუნდებსაც აცოცხლებენ და ტრიბუნებსაც...

ალექსანდრ შტელინის ნაცვლად, ქუთაისელები მოედანზე მთავარი მწვრთნელის ასისტენტებმა - მიხეილ აშვეთიამ და გიორგი სუხიაშვილმა გაიყვანეს. უნდა ითქვას, რომ მწვრთნელთა ამ დუეტმა გამჭრიახობა გამოავლინა და რამდენიმე საინტერესო გადაადგილება გააკეთა...

პირველი ტაიმი ისე მიდიოდა, როგორც გუნდების სატურნირო მდგომარეობას შეეფერებოდა - თბილისელები უტევდნენ, ქუთაისელები თავს იცავდნენ, თუმცა, ეპიზოდურად, მწვავე კონტრშეტევების ორგანიზებასაც ახერხებდნენ.

მატჩის დებიუტში ანგარიშის გახსნის კარგი შანსი თორნიკე კაპანაძეს ჰქონდა, როცა გიორგი გველესიანის მიერ მოგერიებულ ბურთს გაეკიდა და მახვილი კუთხიდან კარში არაზუსტად დაარტყა.

ერთ წუთში კი ოთარ კიტეიშვილმა საჯარიმოში ნიკა გელაშვილი მოძებნა, რომელიც მეკარეს გასცდა, მაგრამ კარსაც დაშორდა და ბადე ვერ შეარხია.

მერე ისევ კაპანაძემ შეუტია - მარცხენა ფლანგიდან თენგიზ ბრეგვაძის მიერ ჩაწოდებულ ბურთს თავი კი დაუხვედრა, მაგრამ ისევ უშედეგოდ.

სტუმართა რიგებში გამორჩეული იყო ლაშა შინდაგორიძე, რომელსაც ახლა სათამაშო პრაქტიკა აქვს და პოტენციალსაც ნელ-ნელა აჩენს. ის ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, მაგრამ ცენტრშიც ხშირად იწევდა. ერთ ეპიზოდში მისი ძლიერი დარტყმა ლიბორ ჰრდლიჩკამ მოიგერია, დამატებაზე კი კაპანაძემ ვერ ივარგა.

პირველ ტაიმში თბილისელთა უპირატესობას ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა: გელაშვილმა, რომელმაც "დინამოში" ჩარიცხვის შემდეგ საუკეთესო თამაში ჩაატარა, ბურთი საჯარიმოსთან მიიღო, ბაქარ მირცხულავას გაექცა და მეკარე მაქსიმე ქვილითაიას შორეულ კუთხეში გაუტანა - 1:0.

მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით დაიწყო. თბილისელები უფრო მეტს და დამაჯერებლად უტევდნენ. ალექსანდრე იაშვილი საჯარიმოს ხაზთან წააქციეს და თავადვე სახიფათოდ დაარტყა - სტუმრები მეკარე ქვილითაიამ გადაარჩინა.

ორჯერ სცადა კარის აღება ჯაბა ჯიღაურმა, მაგრამ ქუთაისელთა კიპერს ვერაფერი მოუხერხა. ძნელი სათქმელია, რატომ, მაგრამ ფაქტია - ამის შემდეგ მასპინძლები მოეშვნენ.

ქუთაისელთა სამწვრთნელო დუეტმა მოედანზე ირაკლი კლიმიაშვილი და ბექა ტუღუში შეიყვანა. მათ სტუმართა თამაში გამოაცოცხლეს. შინდაგორიძემ მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა და ამანაც გარკვეული სიმწვავე შემატა ქუთაისელთა იერიშებს.

ტორპედოელებმა უფრო თამამად შეუტიეს. 78-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ მარცხენა ფლანგზე წამოიწყო შეტევა, მერე შინდაგორიძემ ლობჟანიძე ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და საჯარიმოში იერიში ისევ ქიმაძეს გაუგრძელა, რომელიც კარისკენ დაიძრა და გველესიანმა მოცელა. მსაჯმა დაუფიქრებლად დანიშნა პენალტი, რომელიც გიორგი კუხიანიძემ უნაკლოდ შეასრულა - 1:1.

იურაი იარაბეკმა მცველ თევზაძის ნაცვლად თავდამსხმელი ბაჩანა არაბული შეიყვანა და თბილისელებმა ბოლო ძალებით შეუტიეს მეტოქეს. ერთ-ერთი იერიშის დროს ვახტანგ ჭანტურიშვილმა საჯარიმოში ჯიღაურს გადააწოდა, რომლის დარტყმული ძელს მოხვდა, დამატებაზე კი არაბულს ანრი ჭიჭინაძე გადაეღობა - გიორგი ვადაჭკორიამ ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა.

ქუთაისელებმა არბიტრის გადაწყვეტილება უსამართლოდ ჩათვალეს, ემოციურად გააპროტესტეს და ერთი შეხედვით - სამართლიანადაც.

ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგაც კი ცალსახა დასკვნის გამოტანა ძნელია. ცხადია, არბიტრმა აზრი არ შეიცვალა და თამაშის კულმინაციაც დადგა - "ტორპედოს" მეკარე მაქსიმე ქვილითიამ მოგვარის, დინამოელი გიორგი ქვილითაიას დარტყმულის მიმართულება კი გამოიცნო, თითქოს თითებითაც შესწვდა, მაგრამ... თავისიანებს მაინც ვერ უშველა - 2:1.

მატჩის შემდეგ:

იურაი იარაბეკი: "ტორპედო" პირველი გუნდია, რომელმაც ჩვენს მოედანზე ფეხბურთი ითამაშა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIII ტური

06.04. თბილისი. "დინამო არენა"

დინამო (თბ)-ტორპედო 2:1

გოლები: 1:0 გელაშვილი (40), 1:1 კუხიანიძე (79-პენ), 2:1 გ. ქვილითაია (90+3-პენ)

დინამო: ჰრდლიჩკა - უ. ლობჟანიძე, გველესიანი, ამისულაშვილი, თევზაძე (83. არაბული) - ჯიღაური, პარუნაშვილი, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი - ა. იაშვილი (75. ზ. ჭელიძე), ნ. გელაშვილი (59. გ. ქვილითაია).

სათადარიგოები: ბეგაშვილი, ჯანელიძე, ს. ლობჟანიძე

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

ტორპედო: მ. ქვილითაია, ტაბატაძე, მირცხულავა, ჭიჭინაძე, ქიმაძე - მამასახლისი (71. ფურცხვანიძე), კუხიანიძე - შინდაგორიძე, საღრიშვილი (75. ბ. ტუღუში), ბრეგვაძე (62. კლიმიაშვილი) - კაპანაძე.

სათადარიგოები: რ. კვასხვაძე, ნიკონოვი, ბაბუნაშვილი, ვ. კვარაცხელია

მწვრთნელები: მიხეილ აშვეთია, გიორგი სუხიაშვილი

გაფრთხილებები: იაშვილი (42), თევზაძე (68), კლიმიაშვილი (86)

გაძევება: მირცხულავა (90+4)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

ბომბარდირები:

გ. ქვილითაია (დინამო თბ) 17

ო. მარცვალაძე (დილა) 14

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 13

მომდევნო, XXIV ტური

10 აპრილი, კვირა

კოლხეთი -ჩიხურა

საბურთალო-ლოკომოტივი

დინამო (ბთ)-გურია

დილა-სიონი

მერანი-საპოვნელა

ტორპედო-სამტრედია

ზუგდიდი-შუქურა

ცხინვალი-დინამო (თბ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Romeli sazgvrebit neta, miertebuli soplebit xom ara? Qutaisi meore qalaqia teritoriitac da mosaxleobitac da rac sheexeba mosaxleobas, droebit wasuli xalxis gamoa magdeni qutaisshi mosaxleoba tore egeni yovel tviurad da yovel wliurad brundebian da qutaisis mosaxleoba minimum 200 atasia, batumisa ki bevrad naklebi da rac aris isic axali miertebuli sazgvrebit (soplebit) da ertsac davamateb, kutaisshi mosaxleoba yovel tviurad meryeobs radgan xan chamodian da xan gadian qalaqidan, magram sabolood mainc metia batumze
მამლუქი ბათუმელი
გორელი-ს. ქუთაისი მიყვარს კი არა ვგიჟდები. განსაკუთრებით ქუთათურებზე. მე მხოლოდ ის შევახსენე მამლუქს ქუთაისიდან, რომ ქუთაისი აღარ არის სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოში. მესამეა უკვე. ბოლო აღწერით ბათუმში 155 ათასამდე მცხოვრებია, ქუთაისში კი 150 ათასამდე. ასე რომ...
გორელი
ბათუმი მიყვარს და ბათუმელებიც,მაგრამ ქუთაისი ქუთაისია.ქუთაისს თბილისის გარდა/შეიოძლება მეტიც კი იყოს/საქართველოში ვერც ერთი ქალაქი ვერ შეედრება.
მამლუქი ბათუმელი
მამლუქი ქუთაისელი-ს. ნუ გეწყინება ჯიგარ, მაგრამ მაგრა ჩამორცენილხარ დროში. ქუთაისმა უკვე რამოდენიმე წელია დაკარგა სიდიდთ მეორე ქალაქის სტატუსი და ის ბათუმმა გადაიბარა. პროვინციულ ქალაქს კი, სანამ ქუთაისში პარლამენტი მოღვაწეობს, ვერ უწოდებთ. მერე აუცილებლად.
genka
evropis liga aiges??? ra dgeshi arian xalxo es raxdeba, martla dramaa kvelaferi es, carieli arenis fonze amdeni ambavi idiotobaa
gio
კი ნამდვილად საეჭვო პენალი იყო , კარგად არ ჩანდა ფეხში ჩაარტა თუ არა ,საჭირო ამიტომ არის ახლო ხედი კამერის,მაგრამ მანამდე კიტეიშვილზე უნდა დაენიშმა პენალი როცაკლიმიაშვილმა უკნიდან მოცელა მაგრამ არ დანიშნა ასე რომ მორჩით სულ მსაჯებზე გადაბრალებას , ქუთაისში 93 წუთზე გაიტანა გოლი დინამომ და არ იყო დრო ამოწურული პირდაპირი რეპორტაჯი იყო და ნათლად ჩანდა რომ გოლი 93 წუთზე გავიდა და არანაირად არ იყო დრო ამოწურული
rus-777
თითქმის ყელა კომენტარში დინამოს აკრიტიკებენ და სამართლიანად,ბრმა არაინ არ არის,ის რომ მსაჯები დინამოს ეხმარებიან ამას დიდი მტკიება არ ჭირდება,ზუსტად ეს მსაჯებია დინამოს დათურ სამსახურს რომ უწეენ და ქი აქ დინამოს შესაბამისი შედეგები ეროსარბიელზე
lasha
კაი რა ცალსახა დასკვნის გამოტანაა ძნელი?საერთოდ არ შეხებია საერთოდ,სიმულაციურად წაიქცაა...ტენდენციურობა ჯურნალისტობა არაა..სიმართლით მივხედოთ ქარტულ ფეხბურთს..
მამლუქი ქუთაისელი
გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ. ქუთაისი პროვინცია არ არის. ის არის საქართველოსნ გამაერთიანებელი დედაქალაქი, სადაც არაქართულ გრძნობას ვერ ნახავთ, არამედ ამ ისტორიულ ქალაქში , რომელიც მეორეა სიდიდით ყველაფერი ქართული და წმინდაა და პატივი ეცით სხვა ქართულ ქალაქებს. აი მაშინ აღორძინდება საქართველო, გაიგეთ ეს, გაიგეთ და გულს ნუ ტკენთ არათბილისლებს.
რეზო
სპორტული ქიშპი კი არა ... გინება მიდიოდა იქ, სირცხვილია ქართველი ქართველს ასე რომ ლანძღავს და მეორე ისმენს და ყლაპავს. ჩვენი დედიკოები და დაიკოები ესწრებიან თამაშს და ისმენენ ამ ყველაფერს. გცხვენოდეთ ორივე გუნდის გულშემატკივრებო. სიყვარულში გაეჯიბრეთ ერთმანეთს, ერთმანეთის სიყვარულში თუ არა გუნდების სიყვარულში მაინც.
gg
მორიგი სვარკა
dato
არცერთი გუნდის გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ რაც ამ ვიდეოში ვნახე 11-მეტრიანი არ ყოფილა, მცველს გაშლილი არ ჰქონია ხელი, მსაჯი "შეცდა".
levani kaxeti
ალბათ ამანაც ითამაშა როლი, რომ ტორპედოს პენალტის დადება ზედმეტი იყო; ჰოდა "ჩასაფრებული" იყო მსაჯი და მომენტი არ გაუშვა. მოკლედ, ჩვენს გუნდს არ ეკადრება ამისთანა მოგება. პირადად ჩემთვის ასეთი მოგებები, წაგებების ტოლფასია.
giorgi
ფეხბურთელებს და გულშემატკივარს როგორ უხარრიათ ნახეთ. ვითომ მოიგეს თამაში ბიჭებმა :D :D :D
vato
ოკ განმეორებაში ჩანს რომ დინამოს ფეხბურთელმა ისიმულიანტა. პენალი არ იყო. მაგრამ არც ტორპედოს პენატი იყო დასადები. ასე რომ დინამომ დამსახურებულად მოიგო ნამდვილად.
Anatoli
ამიტომ დინამო ევრო ტურნირზე პირველ ეტაპს-ბარიერს ვერ გადალახავს.
გიორგი
...დინამოს მწვრთნელი იძახის პირველ ტაიმში ტორპედო გვჯობდაო და შენ საწინააღმდეგოს წერ??? .... რად გინდათ ასეთი დინამო??? თავის მომჭრელი და სამარცხვინო??? არ არსებული პენალტი რომ დანიშნა ისიც ვერ დაინახე??? ეს დინამოს კარის მსაჯები როდემდე იბოგინებენ ქართულ ფეხბურთში???
მანუჩარ
ხელი დააფიქსირა ხო მსაჯმა? არადა სად ნახა :D
levani kaxeti
რას ნიშნავდა გეგუჩაძის გადასროლა ახალგაზრდულში ასე ჰაიჰარად, აწყობილი გუნდის ამ გაურკვეველი კვალიფიკაციის მქონე მწვრთნელის ხელში ჩაგდება. ნუთუ დასკვნა არ გამოაქვთ "ზემოთ", გუნდი ცუდიდან უარესობისკენ მიდის? აი ამაზე რომ პასუხი გაგვცენ გულშემატკივრებს, არ შეიძლება?
levani kaxeti
თუმცა, საქმე მარტო ამ პენალტში არ არის, რომ არ მოეგო დინამო მაინც ლიდერად დარჩებოდა, უბედურება სხვაგან არის: რაც ეს კაცი მოიყვანა ფიფიამ, გუნდი რაღაც აჩხაბაჩხა ფეხბურთს თამაშობს, უფრო სწორად წვალობს, უაზროდ აჭანჭყარებენ ბურთს და გაგრძელებას ვერ პოულობენ.
levani kaxeti
გამეორებაზე ჩანს, რომ 10 ნომერი ორთაბრძოლისას თითქოს ფეხზე აბიჯებს ჯიღაურს, მაგრამ ბურთი უკვე საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობდა. რამდენად დასანიშნი იყო პენალტი არ ვიცი.
Patikoo11@mail.ru
ასე გაგრძელება აღარ შეიძლება,ფიფიას და მის ... აზრი არააქვს სამართლიან ბრძოლას. დინამოს სატელიტი გუნდების გარდა ყველა გუნდის ხელმძღვანელობას ვთხოვ დინამოსთან მატჩი რომ მოუწევს კონკრეტულ გუნდს არ გავიდეს და ტექნიკური წაგება 0-3 ჩაეთვალოს.არც ნერვები მოგვეშლება და პირიქით ესე უფრო ღირსეული საქციელი იქნება მაგ უნამუსოების მიმართ.
გრცხვენოდეთ ამდენი უნამუსობის!!!
ქუთაისში 94– ე წუთზე ფრე 1–1 და თბილისში 94–ე წუთზე 2-1 სირცხვილა უნამუსოებო სირცხვილი მაგრამ თქვენ სირცხვილის გრძობა სად გაქვთ საერთოდ ამდენი უსამართლობა არ ამოგივიდათ ყელში წესით თვით დინამოს ფანებმა უნდა გააპროესტოთ თქვენი გუნდის ასეთი უსამართლო მოგებები თუ გინდათ, რომ ევროპაში არ მოგეჭრათ თავი იმიტომაც რომ აღარ დაილია გაბალასნაირი გუნდები , რომ ... ჩევნ დინამოს ევროპაზე
თბილისელი
ბოლო გოლის აღნიშვნის დროს აი ის "გულშემატკივარი" კადრის მარცხენა კუთხეში რომ ქუთაისელებს ეროტიკულ მოძრაობებს უჩვენებს ჯერ თავპირი უნდა დაულეწო და მერე ფეხბურთს ტელევიზორშიც არასდროს აყურებინო
ანატოლი
ტორპედო, კარგები ხარტ. 12-ს ცინაამდეგ გიცევტ ბრდზოლა.
ქუთაისელი
რამდენჯერ უნდა დაიჩაგროს ტორპედო არავის დაუთვლია ქუთაისში დროს გადააცილა თბილისში არასწორი პენალი დადო.არა გრცხვენიათ ბოლო-ბოლო თბილისია საქართველო და ქუთაისი კამპუჩია?-...
jango
გორის დილასავით 5-0 ვერა, მაგრამ სამტერდიიდან დინამოს 3 ბურთიანი სხვაობით წაგებას ნამდვილად გავატანთ
beka
დადებული ქონდა მსაჯს ალბათ
givi
საინტერესოა ქვილითაიამ გამოგონილი პენალტი რომ გაიტანა და სიხარულისაგან ლამის თავი გაიგიჟა და მაისური გაიძრო გაფრთხილება არ უნდა მიეცა გათხსირებულ მსაჯს აქაც ჩანს რა ბედოვლათიც არის და რა ობიექტურიც.
გლდანელი
რა სულ "დინამოს"სასარგებლოდ ხდება ბოლო წამის დრამები.ფიფიას დამსახურებით ხდება ეს ყველაფერი,ფედერაციასთან ააქვს ახლო ურთიერთობა და იმიტომ.ამის გამო "დინამოს"საზიანოდ არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ გადაწყვეტილებას-არც განიხილავენ. მსაჯებიც წახალისებულები არიან და ყოველთვის მას უჭერენ მხარს/იციან,რომ ამისათვის მათ არ გაკიცხავენ/.მრცხვენია, თბილისის"დინამოს"გულშემატკივარი რომ ვარ.ამით ზარალდება ქართული ფეხბურთი,რაც უკვე სახეზე გვაქვს.
toro
ყოცაგ მსაჯს უსინდისოდ დასაჯა ტორპედო,სირცხვილია ბოლობოლო რაა..
tngh
კარგი თამაში იყო. "დინამოს" კარში დანიშნული პენალტი 100%-ანი იყო. "ტორპედოს" კარში დანიშნული, საეჭვო. "ტორპედოს" გულშემატკივრებმა კარგი ატმოსფერო შექმნეს სტადიონზე!!! მისასალმებელია, თუმცა გულდაწყვეტილები წავიდნენ. იმედია, "ფანებს" შორის დაძაბულობა აღარ იქნება...
aiaa3333
გრცხვენოდეს ვადაჭკორია,მაგრამ არაუშავს ტორპედო იტყვის სათქმელსსს
გოგი
რამდენი ცელი მიდის პერმანენტული ომი არბიტრების მიერ პროვინციულ გუნდების მიერ მატ კანონიტ უუდა მიცენ დისკვალიფაცია.
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
მიხეილ აშვეთია "სამგურალში" იმუშავებს
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
დვალის და ქვილითაიას "აპოელი" კვიპროსის ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ნიკა გელაშვილი გორის "დილაში" ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო
მიხეილ აშვეთია: დასამალი არ არის, რომ საკმაოდ ვღელავ
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
უმაღლესი ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
ნიკოლოზ გელაშვილი გორის "დილას" ღირსებას დაიცავს
"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
"სამგურალს" მიხეილ აშვეთია გაწვრთნის
ტორპედო-სამტრედია 2:1 - სერია ქუთაისში შეწყდა [VIDEO]
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...
"თუ შემოთავაზება იქნება, განვიხილავ" - მიხეილ აშვეთია რუსული კლუბების შესაძლო ჩაბარებაზე
საჩხერის "ჩიხურა": პლუს ლევან გეგეჭკორი და ნიკა გელაშვილი
იურაი იარაბეკი: "ტორპედო" პირველი გუნდია, რომელმაც ჩვენს მოედანზე ფეხბურთი ითამაშა
კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
აშვეთიამ "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
თბილისის "დინამო" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა და ვარჯიშს შეუდგა
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა
მიხეილ აშვეთია: "სამგურალში" ყველა ლიდერია - თბილისის "დინამოსთან" მატჩს წყალტუბოში ჩავატარებთ
საბურთალო-დილა 2:1 - (არა)ჩვეულებრივი მატჩი, გელაშვილი კარში [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!
დინამო (თბ)-სპარტაკი (სუბ) 1:1 - კუხიანიძის ულამაზესი გოლი [VIDEO]
უმაღლესი ლიგა. XXIV ტურის წინ: ესპანელების დაპირისპირება საქართველოში
ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა
"ვადაჭკორია თამაშს აგრძელებდა, მაგრამ მეოთხე მსაჯს დაუჯერა..." [VIDEO]
ერთ კვირაში "ტორპედოდან" მესამე ფეხბურთელი წავიდა