თურქული შეკრებიდან ჩამოსული თბილისის "დინამო" მეორე ეტაპისათვის მზადებას დიღმის საწვრთნელ ბაზაზე აგრძელებს

თურქული შეკრებიდან ჩამოსული თბილისის "დინამო" მეორე ეტაპისათვის მზადებას დიღმის საწვრთნელ ბაზაზე აგრძელებს, თანაც, დღე არ გავა, ჩვენს ყველაზე ტიტულოვან კლუბში "მატება" არ იყოს. სხვათა შორის, სამი დღის წინ "ლელოსთან" ინტერვიუში "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ "პირობა მოგვცა", ჩემპიონატის განახლებამდე გუნდში არაერთ ახალ სახეს ნახავთო და ასეც არის.

მაგალითად, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ "დინამოში" გააგრძელებს კარიერას 24 წლის სერბი ნახევარმცველი სემირ ჰაჯიბულიჩი, ვინც ჯერ სამშობლოში ასპარეზობდა, ბოლო ორი წელი კი ალბანურ გუნდებში თამაშობდა. ჰაჯიბულიჩი უკვე თბილისშია და "დინამოსთან" ერთად ვარჯიშობს, დღეს კი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე 30 წლის ჩეხს, ირჟი ჰომოლას ელოდებიან. ტანმაღალი ცენტრალური მცველი წლების განმავლობაში ჩეხეთის წამყვან კლუბებში ("სპარტა", "იაბლონეცი") ასპარეზობდა, ერთი სეზონი თურქეთის უმაღლეს ლიგაშიც აქვს ნათამაშები და ასეთი გამოცდილი უკანახაზელის დამატება "დინამოს" უთუოდ გააძლიერებს.

სხვათა შორის, ჰომოლამ და ჰაჯიბულიჩმა "დინამოსთან" ერთად თურქული შეკრება გაიარეს და რამდენიმე საკონტროლო მატჩიც ჩაატარეს; ანუ, "დინამოს" სამწვრთნელო შტაბი ამ ფეხბურთელთა შესაძლებლობაში უკვე დარწმუნებულია და კონტრაქტების გაფორმებაც, ფაქტობრივად, დროის ამბავია; "დინამოს" კიდევ ერთი საინტერესო შენაძენი უნდა იყოს 24 წლის პეტარ იელიჩი, ვინც კარიერა ბოსნიურ "მოდრიჩში" დაიწყო, გარკვეული პერიოდი გერმანიაში გაატარა, 2007-10 წლებში ბელგრადის ოფკ-ში თამაშობდა, ბოლოს კი (შარშანდელი სეზონი) რუსეთის პირველ ლიგაში, კერძოდ, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" ასპარეზობდა. ტანმაღალი ფორვარდის (იელიჩის სიმაღლეა - 1,87 მ) მიმართ "დინამო" რომ დიდ ინტერესს იჩენდა, ის ფაქტიც ადასტურებს, რომ თურქული შეკრების დროს კახა კაჭარავა "ვოლგას" საკონტროლო მატჩს დაესწრო. ფაქტია, რომ იელიჩმა კაჭარავას თავი მოაწონა და ამჟამად ისეთი სიტუაციაა, რომ სერბული წარმოშობის ეს ბოსნიელი ფორვარდი, დიდი ალბათობით, "დინამოში" გააგრძელებს თავის კარიერას.

გუშინ კი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთი პოტენციური ახალწვეული გამოჩნდა: სლოვენიელი ნახევარმცველი ბორუტ სემლერი. "დინამოს" სხვა ახალწვეულებისგან განსხვავებით, სემლერი ფიზიკური აღნაგობით ვერ დაიტრაბახებს (სიმაღლე - 1,70 მ), თუმცა 25 წლის სლოვენიელ ნახევარმცველს არცთუ ურიგო ბიოგრაფია აქვს: პირველი კლუბი მიუნხენის "ბაიერნის" მოყვარულთა გუნდი იყო, საიდანაც ხორვატულ "ვარტექსში" გადავიდა. ამის შემდეგ ორი სეზონი სლოვენიის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა: ჯერ - "დომჟალეში", მერე - "დრავაში". იელიჩის მსგავსად, წინა სეზონი სემლერმაც რუსეთის პირველ ლიგაში გაატარა და სარანსკის "მორდოვიას" წამყვანი მოთამაშე გახლდათ. 2004-07 წლებში სემლერი სლოვენიის ნაკრებშიც ასპარეზობდა და ამ გუნდის შემადგენლობაში 7 მატჩი აქვს ჩატარებული.

უცხოელების გარდა, "დინამოში" ქართველი ახალწვეულიც არის: პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ სამშობლოში გააგრძელებს კარიერას 23 წლის ნიჭიერი უნივერსალი ზურაბ არზიანი. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, არზიანი საკმაოდ გამოცდილ ფეხბურთელადაც უნდა მივიჩნიოთ; თანაც, ნახევარდაცვისა და შეტევის სხვადასხვა პოზიციებზე ერთნაირი წარმატებით მოასპარეზე არზიანმა ეს გამოცდილება რუსულ პრემიერლიგაში მიიღო, როცა "სატურნის", "რუბინისა" და "ანჟის" ღირსებას იცავდა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ზურაბ არზიანის მამა, მალხაზ არზიანი გასული საუკუნის 80-90-იანი წლების "დინამოს" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახლდათ.

აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ "დინამოსთან" ერთად ვარჯიშობს ლევან ხმალაძე, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას არ ვფლობთ. დაბოლოს, დავძენთ, რომ "დინამოში" სელექციის პროცესი კვლავაც გრძელდება და "სატრანსფერო ფანჯრის" დახურვამდე, არ არის გამორიცხული სხვა სიახლეების შესახებაც რომ შევიტყოთ.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
ათენში ჩასულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები შეუერთდნენ
[VIDEO] კვერნაძის 62 წუთი - "ფროზინონე" "მილანთან" განადგურდა
[VIDEO] პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი - რა ეშველება "მანჩესტერ იუნაიტედს"?
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
სათადარიგო ჩაკვეტაძე და "უდინეზეს" ფრე "ბოლონიასთან"
ყველაზე უარესი დადასტურდა - დუეს მხარდაჭერა კვარაცხელიამ გამოუცხადა
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
"ეს კლუბისთვის შეუფერებელია" - ფერდინანდმა "ბაიერნი" გააკრიტიკა და მუსიალა დაიცვა
[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს
[VIDEO] ლეანდრო პარედესმა ინტერვიუს დროს გონება დაკარგა
14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა ზურიკომ გამარჯვების გოლი ხვიჩას სტილში აღნიშნა
[VIDEO] ქოჩორაშვილი კარგად ჩაერთო თამაშში - "სევილია" "ბეტისთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ეს მოხდა "დე კუიპზე" - იეგოიანმა გაიტანა, "ექსელსიორმა" "ფეიენოორდს" სძლია
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა