23-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბულგარულ რუსეში გუნდის წარმატებულ გამოსვლას აფასებს
ფოტოზე: იაკობ ქაჯაია

საქართველოს 23 წლამდე "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებმა ჩინებულად იასპარეზა ბულგარულ რუსეში, თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში, სადაც 8 წონიდან 6-ში მედალი მოიპოვა, ერთში ბრინჯაოსთვის იჭიდავა და დამაჯერებლად გაიმარჯვა გუნდურ პირველობაში, სადაც ჩამოიტოვა რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სხვა აღიარებული ლიდერები.

ჭიდაობა. ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი: ქართული ტრიუმფი რუსეში

ჩვენებურთა 6 მედლიდან 3 ოქროა, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონები გელა ბოლქვაძე (74), ლაშა გობაძე (80) და იაკობ ქაჯაია (130) გახდნენ. ვერცხლი თორნიკე ჯანგავაძემ (66) და კუკური კირცხალიამ (98) მოიპოვეს, ბრინჯაოს კი რამაზ ზოიძე (71) დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ გუნდს აკლდა ეროვნულ ნაკრებში სალიცენზიო ტურნირებისთვის გამოძახებული რამდენიმე ლიდერი, ხოლო გობაძემ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა ამ ასაკში.

თუმცა სტატისტიკა ერთია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი გუნდის ჭიდაობის უდავოდ მაღალი ხარისხია - უმეტესობა ტექნიკურად, ლამაზად, სანახაობრივად ჭიდაობს, რაც ბერძნულ-რომაულში დიდი ხნის წინათ გახდა იშვიათობა. სწორედ ეს გვიჩენს იმედს, რომ ნაკრები დაძლევს ჩავარდნას, უპირველესად კი, სალიცენზიო შეჯიბრებებში გამოიჩენს თავს, თორემ ამ გუნდს დღემდე ერთი ლიცენზიაც არ აქვს.

ტურნირის თუ, ზოგადად, ამ ნაკრების შესახებ გვესაუბრება 23-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა ჯიბლაძე.

- ბულგარეთში წასვლამდე ელოდით ასეთ მასშტაბურ წარმატებას?

- გუნდი კარგად იყო მომზადებული და ნამდვილად ველოდით. ამ ტურნირამდე ხუთი შეკრება გავიარეთ. აქედან ორი სტამბოლში გვქონდა მაღალ დონეზე, იქაურ ნაკრებთან ერთად.

სტამბოლში თურქეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მუსა აიდინმა მიგვიწვია, რომელიც წარმოშობით ქართველია და იქაურ დიასპორასაც ხელმძღვანელობს. თავისი ხარჯით ჩაგვაფრინა ბაზაზე, სადაც 17 დღე ვივარჯიშეთ, მერე კი ვები ემრეს ხსოვნის ტურნირზეც გამოვედით. იქ ბიჭებმა კარგად იჭიდავეს და 23-წლამდელებმა უფრო უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე - ეროვნული ნაკრების წევრებმა.

ამის შემდეგ დუშეთში გავიარეთ ორი ეტაპი, დასკვნითი შეკრება კი ბორჯომში გვქონდა. ამას ერთი ტურნირიც დაემატა სოფიაში და ვხედავდით, რომ გუნდი კარგად იყო მომზადებული. აქედან გამომდინარე, გუნდურ პირველობასაც ვგეგმავდით - შარშანდელი მეორე ადგილის შემდეგ ეს აღარ გვეჩვენებოდა მიუღწეველი.

გამარჯვებას იმის მიუხედავადაც ვგეგმავდით, რომ ორი ლიდერი გვაკლდა - ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონები, შმაგი ბოლქვაძე 66-ში და რობერტ კობლიაშვილი 85-ში. კობლიაშვილის წაყვანა მაინც მინდოდა, რადგან ის მეორე სალიცენზიო შეჯიბრებას ჭიდაობს მონღოლეთში, 27-დღიანი ინტერვალი აქვს, მაგრამ უფროსებში ევროპის ჩემპიონატზე ნეკნის ტრავმით წავიდა და ამიტომ არ გავრისკეთ.

- ვინმეს თუ გამოარჩევთ თქვენი გუნდიდან?

- ყველამ კარგად იჭიდავა - ჩემპიონებმაც და მედალოსნებმაც. ჩემპიონები თავისთავად გამოირჩევიან სხვებისგან. სამივემ კარგად იჭიდავა - ბოლქვაძემაც, გობაძემაც და ქაჯაიამაც, თუმცა ყველას გამოსვლით კმაყოფილი ვარ, ყველა ბოლომდე დაიხარჯა.

- როგორ ფიქრობთ, შეიძლება იმის თქმა, რომ ქაჯაიამ დაძლია ჩავარდნა და ადრინდელი ფორმა დაიბრუნა?

- ვფიქრობ, ქაჯაიას ამ გამარჯვებით სტიმული მოემატება და საბოლოოდ "გაიხსნება". სხვათა შორის, სტამბოლში, ემრეს ტურნირზე მხოლოდ ქაჯაია არ გვახლდა, ჯერ სიცხეები ჰქონდა, მერე კი რაღაც მოიმიზეზა, თორემ ის შეჯიბრება ძალიან წაადგებოდა. წარმოიდგინეთ, თურქებს შვიდი კაცი ჰყავდათ ამ წონაში, ჩამოსული იყო ესტონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჰეიკი ნაბი, იყვნენ ნორვეგიელი, ტუნისელი და უნგრელი მძიმეწონოსნები. ამიტომ რიგაში გამართულ უფროსთა ევროპის ჩემპიონატზე სატურნირო პრაქტიკა აკლდა.

საბედნიეროდ, ახლა ძალიან კარგად იჭიდავა და თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა. მთელ ტურნირზე მხოლოდ ორი ქულა დაკარგა და ისიც ბოლო შეხვედრაში, ფინალში თავისი დაუკვირვებლობით დათმო უკრაინელ ვლადისლავ ვორონინთან, თუმცა ის შეხვედრა აშკარა უპირატესობით, 10:2 მოიგო. როგორც იტყვიან, გაიხსნა ბოლო-ბოლო, ფიზიკური მომზადება ისედაც არ აკლდა, დგომშიც კარგია, ხაზგარეთ გაყვანასაც აკეთებს, ჩოქბჯენშიც ატრიალებს - ერთი სიტყვით, ყველა მონაცემი აქვს.

- ამ გუნდიდან ბევრი გამოირჩევა კარგი, ტექნიკური ჭიდაობით, ქართული ჭიდაობის ილეთებით: ლაშა გობაძეც, გელა ბოლქვაძეც და სხვებიც... ალბათ, ეს განსაკუთრებული სავარჯიშო სისტემის გავლენაა...

- ბერძნულ-რომაული ჭიდაობა უფრო დასავლეთ საქართველოშია განვითარებული, აჭარას კი ძლიერი სკოლა აქვს. იქიდან ბევრია წამოსული, რომლებიც ერთმანეთს ზრდიან.

- გელა ბოლქვაძემაც ძალიან კარგად იჭიდავა, თუმცა გობაძის მიერ ფინალში თურქ ბურჰან აკბუდაკთან გაკეთებული ის გდებები, როცა ჩოქბჯენიდან ჰაერში აიტაცა და ფეხზე მდგარმა მაღალი ტრაექტორიით დაახეთქა ლეიბს, ერთ რამედ ღირდა...

- გობაძე კაპიტნადაც ავირჩიეთ, რადგან გუნდში ყველაზე ტიტულოვანი იყო - მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანია უფროსებში. ძალიან სტაბილური მოჭიდავეა. ის რომ ჭიდაობს, ბოლო წამამდე მშვიდად ვარ - ვიცი, აუცილებლად მოიგებს. ამ ტურნირზე 0:4-საც აგებდა, 0:2-საც, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამარჯვებული დარჩა. ძალიან ძლიერია - ჩოქბჯენიდანაც კარგად აჰყავს მეტოქეები და ატრიალებს. ჩოქბჯენიდან აქაჩვა მისი კოზირია, ისე კი, კისრულსაც კარგად აკეთებს, მოგვერდსაც და სხვას. ფიზიკურადაც კარგადაა მომზადებული, რასაც მშვენივრად იყენებს - როგორც იტყვიან, "თავს უტეხავს" კონკურენტს, ანუ ტაქტიკურად ისეთ მდგომარეობას უქმნის, ილეთზე თუ არ გადაჰყვებიან, ტრავმას აიკიდებენ.

- რამდენად შესაძლებელია, მომავალ ოლიმპიურ ციკლში ზედა, ოლიმპიურ წონაში გადაინაცვლოს? საცოდაობაა, ასეთი მონაცემების პატრონი ოლიმპიადის გარეშე დარჩეს...

- მასაც სწყდება გული, სალიცენზიო ტურნირებში რომ ვერ გამოვა. თან საქართველოს ჩემპიონატშიც 80 კილოგრამში გამოვიდა. ალბათ, სამომავლოდ შეიცვლის წონას, თუმცა სიმაღლეც არ ჰყოფნის 85 კილოგრამისთვის. ამიტომ იქნებ ოლიმპიადამდე არც შეიცვალოს წონა და ეს სამი სეზონი კვლავ 80-ში გაატაროს. მოსაგები ხომ აქაც აქვს ტიტულები, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა. თან 23-იანებშიც რჩება და არის ლაპარაკი, რომ შეიძლება გაისად მსოფლიოს ჩემპიონატიც დაგვიმატონ.

- ოლიმპიადის შემდეგ წონითი კატეგორიების შეცვლაზე ხომ არაა ლაპარაკი? ეგებ, მისთვის უფრო მისაღები განაწილება შემოიღონ...

- როგორც წესი, ოლიმპიადის დასრულებას მოსდევს ცვლილებები, მაგრამ ჯერჯერობით რეფორმებზე არაფერი თქმულა. წესები მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, რადგან ქალებისა და ვაჟების კატეგორიები გაათანაბრეს. ამიტომ არა მგონია, წონები შეიცვალოს, თუმცა გამორიცხული არაფერია.

- გული თუ გწყდებათ რომელიმეზე?

- ყველაზე მეტად ჭითავაზე მწყდება გული, ძალით დაკარგა ბრინჯაოს მედალი. როცა გერმანელი ეტიენ კინსინგერი თავზე გადაახტა, საერთოდ უნდა გამოცლოდა, მაგრამ ამან გდება გაუგრძელა, ლამაზად მოგებაზე ფიქრობდა.

ისე, ის შეფასება საეჭვო იყო. ვფიქრობ, 2-2 ქულა ორივესთვის უნდა მიეცათ, მაგრამ, რადგან შემტევი გერმანელი იყო, ქულა იმას მისცეს.

- თქვენი აზრით, სალიცენზიო ტურნირებში რა შანსები გვაქვს და პირველ შეჯიბრებებში ამ გუნდიდან ვინ იჭიდავებს?

- ვფიქრობ, 5 ლიცენზია მაინც უნდა მოვიპოვოთ. სალიცენზიო შეჯიბრებებში მონაწილეობას რაც შეეხება, მთი ნაწილი პირველივე ტურნირზე წავა სერბეთში, ნაწილი კი მონღოლეთში გაემგზავრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
U23. ევროპის ჩემპიონატი: დღეს ასპარეზობას ბერძენ-რომაელები იწყებენ
ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი: ახალი წესრიგი, ძველი ფინალები
მინსკი 2019: ქართველი "ბერძენ-რომაელები" საქმეს შეუდგნენ და ნახევარფინალში გავიდნენ
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
U23. ევროპის ჩემპიონატი: ფავორიტთა დაცემა
იაკობ ქაჯაია: მინდა, საქართველო და ჩემი წყალტუბო ვასახელო
პატარიძე და წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
მინსკი 2019: შმაგი ბოლქვაძე ფინალშია, დათო ჩხარტიშვილი ბრინჯაოს აღებას შეეცდება [VIDEO]
ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა - ლოლუას ბრინჯაოს შანსი აქვს
გენო პეტრიაშვილი სტუდენტებში იჭიდავებს?
სპორტსმენის გაცეცხლება და დაძაბული დარბაზი საქართველოს ჩემპიონატში [VIDEO]
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
მინსკი 2019: იაკობ ქაჯაიამ აზერბაიჯანელს სძლია ნახევარფინალში გავიდა!
U23. ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: რუსეში რუსებსაც მოუგებენ?
ბოლქვაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ზოიძემ ვერცხლის, მელიამ კი - ბრინჯაოსი [VIDEO]
ბოლქვაძემ სომეხ ამოიანს სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა - რიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]
U23. ევროპის ჩემპიონატი: ქართველების 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო
ბ/რ ჭიდაობა. მსოფლიოს შესარჩევი: დათუნაშვილი ყველგან ლიდერია
ქაჯაია ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა [VIDEO]
საქართველოს "ბერძნულ-რომაული" ნაკრების 6 მედალი რუმინეთიდან
ჭიდაობა. ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი: ქართული ტრიუმფი რუსეში
სოფიის ტურნირი: ახალგაზრდა მოჭიდავეებმა ევროპას მიაშურეს
ზოიძე ტიტულოვან მეტოქესთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
საქართველოს ნაკრებმა ვარშავის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა
U23. ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" ევროპის ჩემპიონატზე ოქრო და სამი ბრინჯაო მოიპოვეს
ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი
U23. ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი: მეტი დისციპლინა, მეტი სანახაობა
საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრები "ტახტის თასზე" ფინალში დამარცხდა
სპორტის სასახლეში ჭიდაობის ჩემპიონატზე ჩხუბი მოხდა [VIDEO]
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი გახდა
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ქაჯაიამ ყოფილი თანაგუნდელი დაამარცხა და ნახევარფინალშია![VIDEO]
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა