რას ამბობენ ჩვენი მეზობლები საქართველო-სომხეთის ამხანაგურ მატჩზე
საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების ლიმასოლში დღეს გასამართმა ამხანაგურმა შეხვედრამ სომხეთში დიდი ინტერესი გამოიწვია. კავკასიური დერბი ყოველთვის და ყველა სფეროში საინტერესოა, მით უფრომ მაშინ, როდესაც სომხეთი საქართველოს ხვდება - ჩვენს მეზობლებს ყოველთვის აქვთ სურვილი, საქართველოს ფეხბურთშიც აჯობონ.

სომხების მზადებაზე ინფორმაციებს "არმფუტბოლსა" და "პანარმენიანზე" გავეცანით. კვიპროსულ შეკრებაზე გამოცხადდა "კრასნოდარის" თავდამსხმელი იური მოვსისიანი, ბაქოდან ამერიკაში წასული სომხების შთამომავალი, რომელიც დანიის "რანდერსდან" რუსეთის პრემიერლიგის კლუბში წლეულს გადავიდა. საინტერესოა, რომ მოვსისიანმა ისტორიული სამშობლო პირველად მხოლოდ შარშან ნახა.

მოვსისიანს ვარდან მინასიანის გაწვრთნილი ნაკრების დახასიათება სთხოვეს: "ახლა სომხეთს ახალგაზრდული, პერსპექტიული და, რაც მთავარია, სწრაფი ნაკრები ჰყავს. ასეთთან თამაში ნებისმიერ მოწინააღმდეგეს გაუჭირდება. ჩვენი მწვრთნელი კომბინაციურ ფეხბურთს ითხოვს და არა სხვებივით "დაარტყი-გაიქეცის". ფეხბურთის მისეული ხედვა და მუშაობის სტილი ფეხბურთელებს ძალიან მოგვწონს".

სომხური ინტერნეტ-გაზეთების ცნობით, საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს სომხეთის 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კარენ მკრტიჩიანი. ერევნის "პიუნიკის" 22 წლის ნახევარმცველი ამბობს, საქართველოსთან მატჩიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, შემდგომში იგივე შეცდომები რომ არ გავიმეოროთო.

ნაკრებს ვერც პირველი მეკარე რომან ბერეზოვსკი, მცველი ვააგ მინასიანი, ნახევარმცველი ლევონ პარაჯიანი, საყრდენი კარლენ მკრტიჩიანი და თავდამსხმელი ოვანეს გოარიანი დაეხმარებიან.

დონეცკის "შახტარის" თავდამსხმელი ჰენრიხ მხითარიანი:"ეს ამხანაგური მატჩი მწვრთნელს მისცემს საშუალებას, წლის ოპტიმალური შემადგენლობა შეარჩიოს და ფეხბურთელთა შესაძლებლობებს გაეცნოს. ყველაფერი მწვრთნელის ხელშია, კარგი სტრატეგიის შემთხვევაში კარგი ფეხბურთის ჩვენებასა და მოგებას შევძლებთ".

რობერტ არზუმანიანი, პოლონური "იაგელოიას" მცველი:"ნაკრებისთვის ყველა ამხანაგური შეხვედრა მნიშვნელოვანია და ერთმანეთის უკეთ გაცნობაში, შეცდომების გამოსწორებაში, ოფიციალური შეხვედრებისთვის მომზადებაში დაგვეხმარება. კლუბებისგან განსხვავებით, ნაკრებში წელიწადში სულ 5-6-ჯერ თუ ვიკრიბებით. ამიტომაც, ქართველებთან მატჩი მოსამზადებლად უმნიშვნელოვანესია".

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა 9 თებერვლის ტაქტიკაზე ილაპარაკა:"რუსეთთან შეხვედრამდე ეს ბოლო მოსამზადებელი მატჩია და ქართველებთანაც იმავე ტაქტიკით ვითამაშებთ, რომლის გამოყენებსაც რუსეთთან 26 მარტის საშინაო შეხვედრაში ვაპირებთ".

სხვათა შორის, სომხეთ-რუსეთის 26 მარტის დაპირისპირებაზე აგორდა ხმები, თითქოს ჩვენს სამხრეთელ მეზობლებს ჩრდილოელებმა მატჩის დათმობა სთხოვეს. ამან ორივე ქვეყნის საფეხბურთო წრეები აღაშფოთა, როგორ გეკადრებათ, მსგავსი რამ გულშიც არ გაგვივლიაო.

სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
ᲛᲐᲣᲠᲘᲓᲔᲡ ᲠᲝᲙᲔ ᲯᲣᲜᲘᲝᲠᲡ ᲤᲘᲜᲔᲗᲨᲘ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲣᲚᲘ ᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲐ ᲩᲐᲣᲢᲐᲠᲓᲐ
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება