რას ამბობენ ჩვენი მეზობლები საქართველო-სომხეთის ამხანაგურ მატჩზე
საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების ლიმასოლში დღეს გასამართმა ამხანაგურმა შეხვედრამ სომხეთში დიდი ინტერესი გამოიწვია. კავკასიური დერბი ყოველთვის და ყველა სფეროში საინტერესოა, მით უფრომ მაშინ, როდესაც სომხეთი საქართველოს ხვდება - ჩვენს მეზობლებს ყოველთვის აქვთ სურვილი, საქართველოს ფეხბურთშიც აჯობონ.

სომხების მზადებაზე ინფორმაციებს "არმფუტბოლსა" და "პანარმენიანზე" გავეცანით. კვიპროსულ შეკრებაზე გამოცხადდა "კრასნოდარის" თავდამსხმელი იური მოვსისიანი, ბაქოდან ამერიკაში წასული სომხების შთამომავალი, რომელიც დანიის "რანდერსდან" რუსეთის პრემიერლიგის კლუბში წლეულს გადავიდა. საინტერესოა, რომ მოვსისიანმა ისტორიული სამშობლო პირველად მხოლოდ შარშან ნახა.

მოვსისიანს ვარდან მინასიანის გაწვრთნილი ნაკრების დახასიათება სთხოვეს: "ახლა სომხეთს ახალგაზრდული, პერსპექტიული და, რაც მთავარია, სწრაფი ნაკრები ჰყავს. ასეთთან თამაში ნებისმიერ მოწინააღმდეგეს გაუჭირდება. ჩვენი მწვრთნელი კომბინაციურ ფეხბურთს ითხოვს და არა სხვებივით "დაარტყი-გაიქეცის". ფეხბურთის მისეული ხედვა და მუშაობის სტილი ფეხბურთელებს ძალიან მოგვწონს".

სომხური ინტერნეტ-გაზეთების ცნობით, საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს სომხეთის 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კარენ მკრტიჩიანი. ერევნის "პიუნიკის" 22 წლის ნახევარმცველი ამბობს, საქართველოსთან მატჩიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, შემდგომში იგივე შეცდომები რომ არ გავიმეოროთო.

ნაკრებს ვერც პირველი მეკარე რომან ბერეზოვსკი, მცველი ვააგ მინასიანი, ნახევარმცველი ლევონ პარაჯიანი, საყრდენი კარლენ მკრტიჩიანი და თავდამსხმელი ოვანეს გოარიანი დაეხმარებიან.

დონეცკის "შახტარის" თავდამსხმელი ჰენრიხ მხითარიანი:"ეს ამხანაგური მატჩი მწვრთნელს მისცემს საშუალებას, წლის ოპტიმალური შემადგენლობა შეარჩიოს და ფეხბურთელთა შესაძლებლობებს გაეცნოს. ყველაფერი მწვრთნელის ხელშია, კარგი სტრატეგიის შემთხვევაში კარგი ფეხბურთის ჩვენებასა და მოგებას შევძლებთ".

რობერტ არზუმანიანი, პოლონური "იაგელოიას" მცველი:"ნაკრებისთვის ყველა ამხანაგური შეხვედრა მნიშვნელოვანია და ერთმანეთის უკეთ გაცნობაში, შეცდომების გამოსწორებაში, ოფიციალური შეხვედრებისთვის მომზადებაში დაგვეხმარება. კლუბებისგან განსხვავებით, ნაკრებში წელიწადში სულ 5-6-ჯერ თუ ვიკრიბებით. ამიტომაც, ქართველებთან მატჩი მოსამზადებლად უმნიშვნელოვანესია".

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა 9 თებერვლის ტაქტიკაზე ილაპარაკა:"რუსეთთან შეხვედრამდე ეს ბოლო მოსამზადებელი მატჩია და ქართველებთანაც იმავე ტაქტიკით ვითამაშებთ, რომლის გამოყენებსაც რუსეთთან 26 მარტის საშინაო შეხვედრაში ვაპირებთ".

სხვათა შორის, სომხეთ-რუსეთის 26 მარტის დაპირისპირებაზე აგორდა ხმები, თითქოს ჩვენს სამხრეთელ მეზობლებს ჩრდილოელებმა მატჩის დათმობა სთხოვეს. ამან ორივე ქვეყნის საფეხბურთო წრეები აღაშფოთა, როგორ გეკადრებათ, მსგავსი რამ გულშიც არ გაგვივლიაო.

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"