"ეს არის გუნდი, რომელსაც ვარჯიშისთვის ნორმალური პირობები არ აქვს და ენთუზიასტებითაა დაკომპლექტებული"
საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა თურქეთში ახლახან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ქართველმა ჰოკეისტებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს ბოსნია, სამხრეთი აფრიკა, ლუქსემბურგი და ჰონკონგი და მხოლოდ მასპინძელ თურქებთან განიცადეს დასანანი მარცხი.

- დღის კარიკატურა: ჰოკეიც ჩვენი თამაშია?!

საიტ jam-news.net-ზე გამოქვეყნდა სტატია ქართველ ჰოკეისტებზე, რომლის ავტორი იური სიმონიანი ერთგვარ გულისტკივილს გამოთქვამს, რომ ამ გუნდს სავარჯიშოდ დარბაზიც კი არ აქვს.

გთავაზობთ მონაკვეთს სტატიიდან:

"სტამბოლში ლამის სენსაცია მოხდა - საქართველოს ნაკრებს შეეძლო მესამე დივიზიონის მსოფლიო პირველობა მოეგო და უფრო მაღალ დივიზიონში გადასულიყო. ამისათვის ქართველ ჰოკეისტებს ჰონკონგის გუნდი დიდი ანგარიშით უნდა დაემარცხებინათ, სამხრეთაფრიკელ ჰოკეისტებს კი - მასპინძელი თურქეთის ნაკრები.

საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ გაართვა თავი ამოცანას და გაიმარჯვა ანგარიშით 14:3, მაგრამ მაღალ დივიზიონში გადასვლა თურქეთსაც სურდა და სამხრეთაფრიკელი ჰოკეისტები დაამარცხა. მიუხედავად ტურნირის მოსამზადებელ ეტაპზე არსებული უმძიმესი პრობლემებისა, საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.

ეს არის გუნდი, რომელსაც ვარჯიშისთვის ნორმალური პირობები არ აქვს და ენთუზიასტებითა და, შეიძლება ითქვას, ფანატიკოსებითაა დაკომპლექტებული. ამ გუნდს არც ისე ბევრი დამხმარე ჰყავს. და მაინც... ამ ნაკრებს შეეძლო მოეგო ტურნირი და უფრო მაღალ დივიზიონში გადასულიყო. საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა - მეორე!!! ვინ იფიქრებდა!

ორი წლის წინათ ქართველების გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და ყველა მატჩი წააგო, რაც ნამდვილად მოსალოდნელი იყო. იმ პერიოდში საქართველოს ნაკრების მიღწევად არა მოგებული თამაშები, არამედ გატანილი შაიბები ითვლებოდა. მთელი ტურნირის განმავლობაში ქართველებმა სულ რამდენიმე შაიბა შეაგდეს.

"ქამბექი" სპორტში ადვილი საქმე არაა, ჰოკეის შემთხვევაში კი, ამ თამაშის სპეციფიკიდან გამომდინარე, ორმაგად უფრო რთულია. ქართველმა ჰოკეისტებმა ეს მოახერხეს. მათ თამაში შემოატრიალეს და დიდი წვალებით გაიმარჯვეს სამხრეთ აფრიკის ძლიერ გუნდთან - 2:4-დან, საბოლოოდ, 6:5!

გუნდს უფრო მაღალ დივიზიონში გადასვლის თეორიული შანსი ჰქონდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ალბათ, უკეთესიც კია, ასე რომ მოხდა.

ის მცირე სხვაობა, რაც უმდაბლესი მესამე დივიზიონის ოსტატობასა და მეორე დივიზიონის სათამაშო კლასს შორის არსებობს, ილუზორულია. რეალურად, ეს სხვაობა დიდია და იმის პერსპექტივა, რომ მაღალ დივიზიონში გადასვლის შემდეგ გუნდი ყველა თამაშს წააგებს, საკმაოდ რეალურია. ეს კი ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური დარტყმაა, რომელმაც არაერთი სპორტსმენის კარიერა შეიწირა.

ჩემი აზრით, უმჯობესია, რომ ქართველმა ჰოკეისტებმა მესამე დივიზიონში კიდევ ერთი წელი დაჰყონ და გამობრძმედილებმა სცადონ უფრო მაღალი ადგილის დამკვიდრება. რა თქმა უნდა, ამის რეზერვი არსებობს.

ქართული ჰოკეის მთავარი შეკითხვა ასე ჟღერს - სად და როგორ ვივარჯიშოთ იმისთვის, რომ დავოსტატდეთ?

ყინულის არარსებობა ქართული ჰოკეის მთავარ პრობლემად რჩება. გასულ წლებთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ რთულია, ახლანდელ სიტუაციას მისაღები უწოდო.

ბიჭებს, რომლებსაც უმკაცრეს პირობებში შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ, სჭირდებათ ყინული, რომელზეც ნახევარი წლის განმავლობაში კვირაში სამჯერ მაინც ივარჯიშებენ. ეს აუცილებელი მინიმუმია, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ასეთი ფუფუნება არ აქვს.

არ მინდა იმის წარმოდგენა, რომ საქართველოში, სადაც სპორტს ყოველთვის სცემდნენ პატივს, ბიზნესმენებს შორის არ მოიძებნება რამდენიმე ისეთი ადამიანი, ვისაც კეთილი საქმის გაკეთება მოუნდება. ქართველმა ჰოკეისტებმა ხომ უკვე დაამტკიცეს, რომ გამარჯვება და წარმატებების მიღწევა შეუძლიათ. უნდა აღინიშნოს, რომ მაიცდამაინც დიდ თანხაზე არ არის ლაპარაკი".

Leon
უკრაინელებით არის დაკომპლექტებული თუ ყიზილბაშებით ამ ნაკრებმა ის მაინც მოახერხა რომ ყოველგვარი სავარჯიშო პირობების გარეშე,თავიანთი ვაჟკაცი გულებით მესამეა თუ მერვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მსოფლიო პირველობა ითამაშეს და მეორე ადგილზე გავიდნენ...იმ ქვეყანაში სადაც ზამთარში თოვლი კორუფციის გზითაც არ მოდის (ეს ხუმრობით რასაკვირველია) ჰოკეისტები თუიბალისტებს მსოფლიოზე თამაშით ასწრებენ... იტოგში ბრავო ძმებო ჯიგრები ხართ თქვენ გენაცვალეთ რა...
გრეცკი
ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება საქართველოში პერსპექტიული არის. გვაქვს ზამთრის კურორტები, სადაც ყინულის მოედნები უნდა გაკეთდეს. ახალგაზრდები ჰოკეის ითამაშებენ, ციგურებით ყინულზე რბოლას ისწავლიან, ფიგურულ სრიალს მიყოფენ ხელს. ელენე გედევანიშვილის ქეყანაში უნდა იყოს ყინულის მოედნები. ეს ტურიზმისთვისაც კარგი იქნება. ჩატარდება ყინულის სახეობების შეჯიბრებები თუ სანახაობები.
dato
რომელი საქართველოს ნაკრები, უკრაინელებითაა დაკომპლექტებული მთელი გუნდი.
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"ბორნმუთმა" სემენიოს შემცვლელი ბრაზილიის ჩემპიონატიდან დაიმატა
ოფიციალურად: ტამი აბრაჰამი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
ამ სეზონში უთამაშებელი სტერლინგი "ჩელსიდან" წასვლასთან ახლოსაა
ინსინიემ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს
ევრო 2026. საქართველო - საფრანგეთი. ჩვენს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება
შესანიშნავი გამონათება ნისლიან "სენტ-ეტიენში" - დავითაშვილი ბრუნდება
პროფესიონალური კონტრაქტი მარსელოს შვილს - "რეალი" მას პერსპექტიულ ფეხბურთელად განიხილავს
კოტნრაქტის გაწყვეტასთან ახლოს - ქვილითაია "პადერბრონს" უახლოვდება
"ის გრძელვადიანი პროექტის გამორჩეული წევრია" - როსენიორმა პალმერის წასვლა გამორიცხა
მატეტა "ნოტინგემში", "კრისტალ პალასი" ნორვეგიელ ფორვარდს უმიზნებს - პრემიერ ლიგაში ფორვარდები გუნდის შეცვლასთან ახლოს არიან
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
მერვე ტრანსფერი "ბარსელონადან" - პსჟ კატალონიური გრანდიდან აქტიურად მარაგდება
შენგელია უკვე ათეულში - ქართველმა ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა
უკეთესი სიტუაცია "რეალში" - ვარსკვლავებს არბელოა მოსწონთ
ოფიციალურად - დრო ფერნანდესი პსჟ-ს ფეხბურთელია
რა ხდება პსჟ-ში უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ - ხვიჩამ ივარჯიშა, ტრავმირებულები დაბრუნდნენ, დრო დაიმატეს
"რეალიდან" ამის გაშვება იქნებოდა - ენდრიკმა "ლიონი" აღაფრთოვანა და "სამეფო კლუბს" მისი იჯარის გაგრძელებას სთხოვს
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
უკან ინგლისში - ხულიან ალვარესის შეძენით ლონდონური გუნდები ინტერესდებიან
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ისრაელსაც სძლია
დღის კარიკატურა: ჰოკეიც ჩვენი თამაშია?!
ჰოკეი. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე იასპარეზებს
საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა მატჩში წაგება ჩაუთვალეს
საქართველოს ნაკრები ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატამდე ჩიკაგოში მოემზადება